განათლება, ცოდნა - ციტატები, გამონათქვამები
განათლება, ცოდნა - ციტატები, გამონათქვამები განათლება, ცოდნა, გამონათქვამები, ციტატები
თუ მეტი ცოდნა გაქვს, უფრო წმიდათაც იცხოვრე; რამეთუ მსაჯული შენ უფრო მკაცრად განგსჯის.
მზე ანათებს კიდეც და ათბობს კიდეც. მხოლოდ სინათლე ან განათება საკმარისი არ არის; საჭიროა სითბო, ე.ი. სარგებლობა - გონების განათებით გულის განათლება, სულის სიკეთე.
ცოდნასთან ერთად გიყვარდეს შრომა (ცოდნა ცხოვრებაში გამოიყენე); რამეთუ მხოლოდ ცოდნა ადამიანს ქედმაღალს ხდის.
ყველა ჩვენი მიწიერი ცოდნა მხოლოდ ნაწილობრივი ცოდნაა; სრული ცოდნა წინაა, მომავალ ცხოვრებაში.
რამდენი საგანი და ნივთია, რომელიც ჩვენ არ ვიცით, თუმცა ვამბობთ, რომ განათლებულ საუკუნეში ვცხოვრობთ!
რაც მეტს შეიცნობს ადამიანი, მით მეტად ხვდება, რა ცოტა რამ არის იმასთან შედარებით, რაც არ შეუცვნია და რისი შეცნობაც შეუძლია.
ძალიან, ძალიან ბევრი იცოდა მან, ვისაც შეეძლო ეთქვა: "მე ვიცი მხოლოდ, რომ არაფერი ვიცი".