გამხნევდი, შვილო. მრავალი მწუხარებითა და ჭირით ავალთ თაბორის მთის თვალისმომჭრელ ღვთიურ ნათელში და იქ გავიგონებთ ჩვენი საყვარელი იესოს ღვთაებრივ სიტყვას. „ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო... ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩე...
იხილეთ სრულად
გამხნევდი, შვილო. მრავალი მწუხარებითა და ჭირით ავალთ თაბორის მთის თვალისმომჭრელ ღვთიურ ნათელში და იქ გავიგონებთ ჩვენი საყვარელი იესოს ღვთაებრივ სიტყვას. „ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო... ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა; გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა“ (ფსალმ. 83, 1-2). დიახ, ცხოვრების მომნიჭებელია ღმერთი, ჩვენი ქრისტე. „მე მოვედ, რათა ცხოვრებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს“ (იოან. 1...
ადამიანს, რომელიც მუდამ მადლობას სწირავს უფალს, ღვთის ლოცვა-კურთხევა არ მოაკლდება; ის კი, ვინც დრტვინავს და თავის დიდ ქველისმოქმედს ჭრილობას აყენებს, შეუძლებელია, არ განსწავლოს ღმერთმა.
ეშმაკებისთვის იოლი არ არის, რაიმე ავნონ ისეთ ადამიანს, რომელსაც სულში ღვთის მუდმივი ხსოვნა აქვს. შეიძლება განსცადონ ის, მაგრამ ძნელია ზიანი მიაყენონ, რადგან ღვთის მუდმივი ხსოვნის იარაღით აღჭურვილი ადამიანი ეშმაკებს არ აძლევს უფლებ...
იხილეთ სრულად
ეშმაკებისთვის იოლი არ არის, რაიმე ავნონ ისეთ ადამიანს, რომელსაც სულში ღვთის მუდმივი ხსოვნა აქვს. შეიძლება განსცადონ ის, მაგრამ ძნელია ზიანი მიაყენონ, რადგან ღვთის მუდმივი ხსოვნის იარაღით აღჭურვილი ადამიანი ეშმაკებს არ აძლევს უფლებას დააბრკოლონ იგი.