სიხარული - ციტატები, გამონათქვამები
სიხარული - ციტატები, გამონათქვამები სიხარული, გამონათქვამები, ციტატები
მიუხედავად სხვადასხვა სირთულისა და განსაცდელისა, სიყვარული ნეტარებასთან და სიხარულთან არის დაკავშირებული; და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მეტია ნეტარებაც და სიხარულიც.
737. უფალმა თქვა: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“ (მათე 5, 4); ხოლო მოციქული ამბობს: „მარადის გიხაროდენ“ (1 თეს. 5, 17) და „პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით“ (რომ. 12, 10). მითხარი: რომელი საქმე ერაცხება ადამიანს გლოვაში და რომელი მუდმივ მხიარულებაში? და შესაძლებელია თუ არ ორივეს - გლოვის და მხიარულების თანაარსებობა? იხილეთ სრულად
456. გთხოვ ჩემო მამაო, მითხარი როგორი უნდა იყოს რიგიანი მხიარულება? და როგორ უნდა გამოიყენოს ის ცოდვილმა, რომ ზღვარს არ გადასცდეს?
თუ სიხარული შეგვემთხვევა, ვივარაუდოთ, რომ ჩვენგან შორს არაა მწუხარებაც; და თუ მწუხარება გვეწვია, ველოდოთ სიხარულის მოახლოებას. გამოიყენე ზღვაზე მოცურავეთა მაგალითი. როცა ქარიშხალი ატყდება, ისინი გადარჩენის იმედს არ კარგავენ, ტალღე... იხილეთ სრულად
მწუხარებისას სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩავვარდეთ და ვდრტვინავდეთ, არამედ პირიქით, გვიხაროდეს და ვმადლობდეთ უფალს, მის უსაზღვრო გულმოწყალების გამო, რომელმაც უდიდესი ცოდვების გამო უმცირესი სასჯელი მოგვივლინა და მცირეოდენი მწუხარ... იხილეთ სრულად
სჯობს დროებითი მწუხარებით საკუთარი თავი მარადიული სიხარულისთვის მოვამზადოთ, ვიდრე, აქ მსუბუქი მწუხარებისგან თავის დახსნით მოკლებულ ვიქნეთ წარუვალ სიხარულს.
არავინაა ისეთი, ვინც აქაც - ამსოფლად, და იქაც - მომავალ ცხოვრებაში სიხარულში იმყოფებოდა.
რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლებს, იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმიდის მადლით.