მონაზვნობა - ციტატები, გამონათქვამები
მონაზვნობა - ციტატები, გამონათქვამები მონაზვნობა, გამონათქვამები, ციტატები
მღვდლობის ძიება ცოდვაა, მონაზვნობისაკენ სწრაფვა კი საქებარია - წმიდა მამებიც ეძიებდნენ მონაზვნობას, ხოლო მღვდლობას თავს არიდებდნენ.
ეშმაკი ცდილობს, რომ ბერი დააუძლუროს უკმაყოფილებითა და დრტვინვით, რათა მწყობრიდან გამოიყვანოს და მის ლოცვას სულიერი ძალა მოაკლდეს. იმისათვის, რომ ბერს სულიწმიდის მადლი ჰქონდეს, ჭეშმარიტი ბერი უნდა იყოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ფლობ... იხილეთ სრულად
ცოდვათა სიმრავლეს და სიმძიმეს ნურავინ მოიმიზეზებს და მონაზვნობის უღირსად ნუ მიიჩნევს თავს იგი, ვინც გემოთმოყვარების გამო ვითომდა თავს იმდაბლებს (ფს. 140, 4) და ცოდვებს იმიზეზებს; რადგან, სადაც დიდია წყლული, იქ მკურნალობაც დიდია სა... იხილეთ სრულად
ყველასთვის ცნობილია, რომ ძნელია მონაზვნური ცხოვრება, ოღონდ ცოტამ თუ იცის, რომ იგი ყველაზე აღმატებულია, უწმინდესი, უმშვენიერესი და უმსუბუქესიც კი არის; დიახაც! იგი მსუბუქი, გამოუთქმელად მიმზიდველი, უტკბილესი, მანუგეშებელი, ნათელი დ... იხილეთ სრულად
უნდა ითქვას, რომ ჭეშმარიტი ბერ–მონაზვნები თავიანთი დიდი ღვაწლის გამო შედარებულნი არიან ამ ქვეყნად მოსიარულე უფრთო ანგელოზებს
სტყუვდები ძმაო და ცდები! შენ ამითი ბერი არ იქნები. ვერც საეკლესიო მსახურების აღსრულებით და ვერც მარტო ლოცვანის წაკითხვით იქმნები ბერი. ნუ გეწყინება: თუ გინდ ბევრი ჯილდოც მოგეღოს და ხარისხითაც ამაღლებული იყო, ვერც ამითი გახდები ბერ... იხილეთ სრულად
სანამ ერიდან წახვიდოდე, გულითადი ლოცვა აღავლინე ქრისტესადმი და შენი მშობლები, ძმები და დები მიანდე ღმერთს. ამის შემდეგ ნუღარ მოიგონებ მათ, იმიტომ რომ თვითონ ქრისტე იქნება მოვალე, შეეწიოს მათ.
სამყარო ფიქრობს, რომ ბერ–მონაზვნები – უსარგებლონი არიან. ტყუილად ფიქრობენ ისინი ასე. მათ არ იციან, რომ ბერი მლოცველია მთელი ქვეყნიერებისათვის. ისინი ვერ ხედავენ მის ლოცვებს და არ იციან რა სიყვარულით ღებულობს უფალი მას. ბერ–მონაზვე... იხილეთ სრულად
სამონაზვნო და საერო ცხოვრებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც – ნავსადგურსა და გამუდმებით ქარისაგან მღელვარე ზღვას შორის.
როცა მონაზონი ქრისტეს გულისათვის უარს ამბობს ადამიანების ნახვაზე, მაშინ ის ხედავს მრავალ ადამიანს და ღვთაებრივი სახით ლოცვით შეეწევა მათ იმ საქმეებში, რომელთა შესრულებაც ადამიანური საშუალებებით შეუძლებელია.