პაისი მთაწმინდელი

ეშმაკი ცდილობს, რომ ბერი დააუძლუროს უკმაყოფილებითა და დრტვინვით, რათა მწყობრიდან გამოიყვანოს და მის

ეშმაკი ცდილობს, რომ ბერი დააუძლუროს უკმაყოფილებითა და დრტვინვით, რათა მწყობრიდან გამოიყვანოს და მის ლოცვას სულიერი ძალა მოაკლდეს. იმისათვის, რომ ბერს სულიწმიდის მადლი ჰქონდეს, ჭეშმარიტი ბერი უნდა იყოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ფლობს იგი ღვთისგან ბოძებულ ძალას და თავისი ლოცვით ეხმარება ადამიანებს _ ძალიან შედეგიანად. მაგრამ მღვდელი, მაღალ სულიერ მდგომარეობას კიდეც რომ არ ფლობდეს, მაინც ეხმარება ადამიანებს მღვდლობის იმ ძალით, რომელიც ღვთისგან მიეცა. ის ეხმარება საიდუმლოთა აღსრულებით, პარაკლისების და სხვა საღვთისმსახურო წესების შესრულებით. მღვდელმა კაციც რომ მოკლას, მის მიერ აღსრულებული საიდუმლო ჭეშმარიტი იქნება, ვიდრე მას მღვდლობიდან არ განაყენებენ, მაგრამ თუ მღვდელს მაღალი სულიერი მდგომარეობა აქვს, იგი ჭეშმარიტი მღვდელია და უკეთესად ეხმარება ადამიანებს.
 
თემატური კითხვები
0