წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თუ არ შეგიძლიან რომ სრულიად გამოსცვალო შენი ცხოვრება, სრულიდ უარჰყო პირველნი შენნი ცოდვანი, ვნებანი და ნაკლულევანებანი და ცუდნი ჩვეულებანი, ერთი რომელიმე შენი ცოდვა მაინც უარჰყავ და მით დასდევ დასაწყისი შენისა მოქცევისა და უმჯობესობისა; ერთი მაინც რომელიმე ცოდვა შენი დასტოვე. იქმნება გქონდა ვისზედმე უკმაყოფილება, ან შური, შეურიგდი მას გულწრფელად და ნუღარა გახსოვს ძვირი მას ზედა და მით დაამტკიცე, რომ სწორეთ გსურს ამიერითგან უმჯობესად იცხოვრო; ან, იქმნება ანგაარი იყავ, მოიშალე ეს საშინელი ცოდვა; ან გულმწყრალი ხარ, დაამშვიდე გული შენი. ერთი სიტყვით, გამოაჩინე რითმე, დაუმტკიცე ღმერთსა და შენს სინიდისსა, რომ სწორეთ გსურს უმჯობესი შეიქმნე ამიერითგან. თუ არ შეგიძლიან რომ სრულიად გამოსცვალო შენი

ქრისტიანე იმ განზრახვით უნდა ეზიაროს, რომ უმჯობესი შეიქმნეს სულიერად ზიარებითა; ცხოვრება გამოიცვალოს, უარჰყოს ცოდვანი თვისნი და იწყოს კეთილი სულიერი ცხოვრება. ქრისტიანე იმ განზრახვით უნდა ეზიაროს, რომ

რა სარგებლობა გექნებათ თქვენ, ძმანო, უკეთუ დღეს მოინანეთ ცოდვანი თქვენნი, ეღირსეთ შეერთებასა ქრისტესთანა და მერმეთ ისრეთნივე დაშთეთ სულიერად, როგორც უწინ იყავით? რა სარგებლობა გექნებათ თქვენ, ძმანო, უკეთუ

უფალმან არათუ ათორმეტთა დაჰბანა ფერხნი, არამედ მათ შორის და მათ მიერ ჩვენცა ყოველთა დაგვბანს იგი ფერხთა. ჩვენცა გვეტყვის იგი დღეს: „ესე თუ ჰსცანთ, ნეტარ ხართ, უკეთუ ჰყოფდეთ ამას“ (იოანე 13.17). ესრეთითა სიმდაბლითა და სიყვარულითა გვასწავლის იგი ჩვენ სიმდაბლესა, სიყვარულსა, თავის უარის ყოფასა. ვინ იქმნება ეგოდენ გაქვავებული გულითა, რომ თვითონაც, წარმომადგენელი ეგოდენისა მისისა სახიერებისა, არ დაემხოს წინაშე მაცხოვრისა ხატისა და არ დაბანოს ცრემლითა თვისითა ფერხნი მისნი. უფალმან არათუ ათორმეტთა დაჰბანა ფერხნი

ნეტარ ხართ, უკეთუ ემსახურებით მოყვასთა თქვენთა ყოვლითა სიყვარულითა და სიმდაბლითა. ნეტარ ხართ, უკეთუ ემსახურებით მოყვასთა

მოციქულნი ყოველნი იყვნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა. მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა, რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის „შეიყვარნა იგინი“?(იოან. 12.1), ამით მან გამოაჩინა განუზომელი თვისი სიყვარული მოწაფეთადმი და თვით საქმით მოგვცა ჩვენ მაგალითი სიმდაბლისა და თავის თავის უარის ყოფისა. არა საკმაოდ შერაცხა მან სიტყვითა მხოლოდ სწავლა ჩვენი, არამედ მანვე პირველად აღასრულა, რასაც ასწავლიდა, “სახე მიგეც თქვენ, რათა ვითარცა ესე მე გიყავ თქვენ, ეგრეთვე თქვენცა ჰყოფდეთ“ (იოან. 12.15). თვით უფალმან აღუხსნა მოწაფეთა თვისთა. ამიერითგან მოწაფეთა მისთა სრულიად უნდა გამოსცვალონ სახე თვისისა ყოფაქცევისა; ამიერითგან ყოველი მათი მოქმედება უნდა დაეფუძვნოს სიყვარულსა და სიმდაბლესა ზედა; ამიერითგან უდიდესი მათ შორის უნდა იყოს მსახური ყოველთა, და წინამძღვარი, ვითარცა მონა. მოციქულნი ყოველნი იყვნენ განცვიფრებულ, ოდეს

ყოველი ცოდვის მოქმედი ქრისტიანე არის ქრისტეს მოღალატე. ნუ იყოფინ ჩვენდა ესრეთ, არამედ ვევედროთ ქრისტესა ღმერთსა რათა მოგვცეს მისი შეურყეველი ერთგულება. ამინ. ყოველი ცოდვის მოქმედი ქრისტიანე არის ქრისტეს

მრთელი სიცოცხლე უნდა განვატაროთ მონანებასა და ცოდვის მორიდებასა შინა მრთელი სიცოცხლე უნდა განვატაროთ მონანებასა და

ვინაიდგან უმრავლესთა თქვენთაგანთა მიიღეთ ქრისტეს საიდუმლო, გევედრები, არასოდეს არ დაივიწყოთ ის შიში, კრძალვა და მორიდება ცოდვისა, რომელი გქონდათ ზიარების წინათ; ის სასოება და საღმრთო გრძნობა, რომლითაც იყავით აღვსებული, მიმავალნი ქრისტეს ბარძიმისადმი, მარადის დარჩეს თქვენს გულში. ვინაიდგან უმრავლესთა თქვენთაგანთა მიიღეთ

ფრიად საჭირო არის, რომ ქრისტიანე განიკითხვიდეს თავსა თვისსა. თვინიერ ესრეთისა განკითხვისა არ იქმნება იგი წარმატებულ სულიერად მადლსა შინა. ფრიად საჭირო არის, რომ ქრისტიანე

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1