წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

რას ნიშნავს ძმანო ეს საშინელი საქმე? რა არის, რომ დღეს შენ მოინანებ შენთა ცოდვათა, აღუარებ მოძღვარსა: ესა და ეს ცუდი ჩვეულება მაქვსო და მოითხოვ ღვთისაგან მხურვალედ შენდობასა და ხვალე ისრეთვე მიიქცევი იმა ცოდვათადმი და არ დაივიწყებ ცუდთა შენთა თვისებათა? მიზეზი ამისა ის არის, ძმანო ჩემნო, რომ ანგარიშს არ აძლევ შენს თავს, არ განიკითხავ და არ გამოიკვლევ შენსა სულიერსა მდგომარეობასა, არ ჰკითხავ შენს თავს: შეგეძინა მადლი თუ დაგაკლდა, უმჯობესი შეიქმნები შენ სულიერად ანუ უარესი. რას ნიშნავს ძმანო ეს საშინელი საქმე? რა არის

მართლმადიდებელნი ქრისტიანენი თუმცა ყოველ ქვეყანაში დიდითა კრძალულებითა, მარხვითა და გულსმოდგინებითა ემზადებიან ზიარებას, გარნა ჩვენ ქვეყანაში უმეტესითა მარხვითა და მოთმინებითა; გარნა რას ვხედავთ მერმე, ჩვენდა განსაცვიფრებლად? როდესაც ამ სახით მოემზადებიან და მიიღებენ წმიდასა ზიარებასა და გავა თვით მოკლე დრო, ვნახავთ რომელ ესრეთ მონანულნი და განწმენდილნი სრულიად ისრეთნივე დაშთნენ, ვითარნიცა იყვნენ უწინ, იგინი სრულიად არ გამოიცვალნენ ყოფაქცევითა, უმჯობესნი არ შეიქმნენ; მართლმადიდებელნი ქრისტიანენი თუმცა ყოველ

მოვაჭრე კაცს ყოველთვის წინათვე აქვს დანიშნული ერთი დღე, როდესაც იგი გულსმოდგინედ გააწყობს ანგარიშსა, რათა შეიტყოს, არის იგი მოგებასა შინა, თუ არა. უკეთუ იგი ამას იქმს ამაოსა და წუთის სიმდიდრის მოგებისათვის, შენ, რომელი ეძიებ საუკუნესა ნეტარებასა, უმეტეს არ გმართებსა მარადის გამოიკვლიო და ჰკითხო თავსა შენსა, ხარ შენ სულიერსა წარმატებასა შინა, ანუ არა? გარნა, სამწუხაროდ ჩვენდა, ცხად არს, რომელ არა მრავალნი არიან ესრეთსა ძიებასა შინა და გამოკვლევასა. მოვაჭრე კაცს ყოველთვის წინათვე აქვს დანიშნული

ჰოი, რა საწყალი და განუნათლებელნი ვართ ჩვენ ყოველი, რაიცა არს ქვეყანაზე ღვთისაგან და წმიდათა მამათაგან განჩინებული ჩვენდა განსანათლებლად და საცხოვნებლად, ჩვენ უსარგებლო ვყავით ცუდისა გამო ჩვენისა ზნეობისა. ჰოი, რა საწყალი და განუნათლებელნი ვართ ჩვენ

საყდარში მიხვიდოდე საღმრთო წერილისა და ლოცვისა მოსმენისათვის. თუ გსურს, რომ საყდარში მისვლა უნაყოფოდ არ დარჩეს შენთვის, ესრეთ მოიქეცი: რა გუნებაზედაც ხარ იმ დღეს, როდესაც მიდიხარ საყდარში, შეგიძლიან იმ გუნებითვე შეხვიდე, ესე იგი, თუ მხიარული ხარ რისგანმე, იმ დღეს შედი საყდარში მხიარულად, მადლობა შესწირე ღმერთსა, რომელმან მოგცა მხიარულება. თუ მწუხარე ხარ რისგანმე, შეიყვანე შენთან შენი მწუხარება საყდარში. ისარგებლე მწუხარის გუნებითა, მწუხარითა და შემუსვრილითა გულითა ილოცე იმ დღეს. ყოველ შემთხვევაში უგრძნობელად და დაფანტულის გონებით ნუ ხარ საყდარში. საყდარში მიხვიდოდე საღმრთო წერილისა და

განათლებულ ქვეყნებში ზოგიერთნი ღვთისმოყვარენი პირნი საყდარში წასვლის დროს იცვამენ უკანასკნელს ღარიბ ტანისამოსს, თუმცაღა იყვნენ მდიდარნი, ეკლესიაში დადგებიან სადმე კუთხეში ანუ მოეფარებიან სვეტს და ისე გაატარებენ წირვას, რომ ერთს კაცს არ შეხედავენ და ხმას არავის გასცემენ. ჩვენ ქვეყანაში კი მიმსვლელი ეკლესიად ჩაიცვამს უმჯობესსა თვისსა სამკაულსა, საყდარში დადგება წინ, ერთ კაცს არ დასტოვებს, რომ არ მოელაპარაკოს, ლოცვას კი ერთსაც ყურადღებით არ მოისმენს. ესრეთი არის ჩვენი ჩვეულება და ზნეობა! რა სახით უნდა იმუშაოს ჩვენს გულში მადლმან წირვისამან და ლოცვისამან? განათლებულ ქვეყნებში ზოგიერთნი ღვთისმოყვარენი

„წერილ არს, – სთქვა უფალმან, – სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს იგი ქვაბ ავაზაკთა“. საყდარი, ძმაო, მეტი არაფერი არ არის, მხოლოდ სახლი სალოცველი. მაშასადამე, როდესაც ემზადები საყდარში მისვლას, მეტი არაფერი არ უნდა გქონდეს გულში, მხოლოდ ლოცვა და ლოცვის სმენა. გარნა ვხედავ, როდესაც შენ მოხვალ საყდარში, სხვა რაღაც განზრახვა გაქვს გულში. წერილ არს, – სთქვა უფალმან, – სახლსა ჩემსა

განათლებულ ქვეყნებში ათასი და ბევრეული კაცი ერთად შეკრებულნი დიდსა საყდარსა შინა ესრეთითა დუმილითა და კრძალვითა სდგას და ლოცულობს, რომ უცებ შეხვიდე, იფიქრებ აქ არავინ არ არისო. ჩვენ საყდრებში კი მეტადრე სოფლებში, თუ ბევრი შეიკრიბა ხალხი, ისეთი შფოთი და ხმიანობა გაჩნდება, რომ სრულიად არავის არ ესმის ლოცვა, კითხვა და გალობა. კარგად რომ დაუკვირდე, იფიქრებ, ეს ხალხი ლოცვისთვის კი არ მოსულა, არამედ სალაპარაკოდ და ახალი ამბავის შესატყობელად. სუყველაზე უარესად კი დედაკაცნი იქცევიან. საუბედუროდ, თვით სამღვდელოთაც არ იციან კრძალვით დგომა საყდარსა შინა. მაშასადამე, არ შეუძლიათ ასწავლონ და მისცენ მაგალითი ერის კაცთა, და უთუოდ ეს უნდა იყოს უმთავრესი მიზეზი ამ სამწუხაროისა უწესოებისა. განათლებულ ქვეყნებში ათასი და ბევრეული კაცი

თუ ოდესმე, ძმაო ჩემო, სოფლის საყდარში დიდ დღესასწაულზე წირვას დაესწარი, გეხსოვნება, რა უწესოდ იქცევიან სოფლის მცხოვრებნი საყდარსა შინა. მეტად შეწუხდება კაცი, არა მოკლებული ქრისტიანულითა გრძნობითა, როდესაც იგი ნახავს, რა რიგად დგანან და იქცევიან საყდარში სოფლის მცხოვრებნი. ესრეთ იფიქრებს, რომ სრულიად არავის არ ახსოვს სად დგას და რისთვის მოსულა იქ. თუ ოდესმე, ძმაო ჩემო, სოფლის საყდარში დიდ

„სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს იგი ქვაბ ავაზაკთა“. თუ ვინმე ჩვენ ქრისტიანეთა შორის იფიქრებს, რომ ჩვენთვის არ არის საჭირო ესრეთი ფიცხელი შეგონება, ის ერთობ იქმნება შემცდარი. მართალია, ვაჭრობა, მეკერმლეობა, და ავაზაკობა არ მოხდება საყდართა შინა ქრისტიანეთასა; მრავალი გვაკლია ჩვენცა ამ შემთხვევაში და დიდად შორავს მოქცევა ჩვენი საყდართა შინა საღმრთოთა კანონთაგან. სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1