წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ღმერთმან შექმნა წინაპარი ჩვენი ადამი და შეხედა რა, რამეთუ ადამისი არა იპოვებოდა მსგავსი მისი შემწე, ბრძანა: „არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო, ვჰქმნეთ მისა შემწე მისებრ“ (შესაქ. 2. 19), და ამისა მერმეთ ღმერთმან შექმნა ევა მზგავსად და ხატად კაცისა და შემწედ მისა. აჰა საფუძველი ქალთა მნიშვნელობისა და მოვალეობისა. აჰა წყარო, რომლისგან მომდინარეობს ყოველი მათი თანამდებობა და ყოფაქცევა. ღმერთმან შექმნა წინაპარი ჩვენი ადამი და

როგორითაც კაცი, შეხედავს რა სარკესა, განიხილავს პირის სახესა თვისსა, მსგავსად ამისა ყოველსა კეთილგონიერსა ქალსა სარკედ ჰქონდეს ცხოვრება და თვისება ღვთის მსგავსისა ამის ქალისა (ღვთისმშობელისა) და მით განიხილავდეს სახესა ღვთისასა ცხოვრებისასა. როგორითაც კაცი, შეხედავს რა სარკესა

ღმერთმან განგებ მოგცა შენ (ქალო) განსხვავებული ბუნება, შეგამკო შენ გულითადითა გრძნობითა, ნაზითა ზნეობითა, რათამცა შენ გესარგებლა ამათ თვისებათა აღსასრულებელად შენისა მოვალეობისა, დაგენერგა გულსა შინა ძეთა და ძმათა შენთა კეთილნი მიდრეკილებანი; ხოლო ნაცვლად ამისა ვითარცა შენ მიტაცებულ ხარ, ეგრეთვე სხვათაცა მიიზიდავ ამაოთა კმაყოფილებათადმი. იწყე შენცა ფიქრობა და განზრახვა ყოველთა საგანთა ზედა; ნუ ხარ დაძინებული, ნუ ხარ რეგვენი ვიდრე სიბერემდე. შენც გმართებს შეიძინო სიმაგრე ხასიათისა, სიმტკიცე ჰაზრისა, ურყეველობა ზნეობისა, რათა სხვათაცა მიიზიდავდე კეთილისა ყოფაქცევისადმი და არა სხვანი მიგიზიდავენ შენ ცოდვისადმი. ღმერთმან განგებ მოგცა შენ (ქალო)

ხოლო შენ (ქალო) ესოდენ სულმოკლე ხარ, ესოდენ გავიწყდება შენი დიდი მნიშვნელობა, რომელ მისდევ მცირეთა, ამაოთა და უხმართა ნივთთა და ნუგეშთა სოფლისათა. შენ უნდა პოულობდე ბედნიერებასა შენსა აღსრულებასა შინა დიდისა და პატიოსნისა მოვალეობისა შენისასა, ვითარცა დედისა, ვითარცა მეუღლისა, ვითარცა შვილთა აღმზრდელისა, ოჯახის მმართველისა, საზოგადოებასა შინა კეთილ ზნეობის განმავრცელებელისა; ხოლო დაგიტევებიეს შენ ესე ყოველი დ ხედავ შენსა ნუგეშსა და ბედნიერებასა ამაოთა შინა სამკაულთა. ხოლო შენ (ქალო) ესოდენ სულმოკლე ხარ

ქრისტიანო ქალო ღმერთმა მოგცა შენ დიდი და პატიოსანი მნიშვნელობა, რათა იყო შენ სამკაულ საზოგადოებისა, არა თუ მხოლოდ მშვენიერითა პირისა და შესამოსლისა შენისათა, არამედ სულისა და ზნეობისა შენისათა, რათა შენცა შენითა კეთილითა ზნეობითა, გონიერითა და კეთილითა ქცევითა, სიწმიდითა და სიმშვიდითა ეხმარებოდე განვრცელებასა სასუფეველისა ღვთისასა ქვეყანასა ზედა. ქრისტიანო ქალო ღმერთმა მოგცა შენ დიდი და

დიდ არს და პატიოსან მნიშვნელობა დედაკაცისა ქრისტიანობრივსა საზოგადოებასა შინა. დაუფასებელი ღირსება აქვს ქალსა, აურაცხელსა სარგებლობასა მისცემს იგი მთელსა საზოგადოებასა ქრისტიანულსა, როდესაც იგი სცხოვრებს ცხოვრებითა გონიერითა, როდესაც ყოველსა საქმესა ზედა და ქცევასა აქვს გონიერი ჰაზრი, როდესაც, ერთი სიტყვით, იგი არის ჭურჭელი კეთილისა ზნეობისა და გონებისა; გარნა ოდეს არა ზრუნავს არაფერზე, არა რას ფიქრობს, ოდეს ეძიებს მხოლოდ სოფლიურთა ნუგეშთა და კმაყოფილებათა, როდესაც ბედნიერება მისი მდგომარეობს გარეგანთა შინა სამკაულთა, მაშინ ჰკარაგავს იგი თვისსა დიდსა მნიშვნელობასა. დიდ არს და პატიოსან მნიშვნელობა დედაკაცისა

რას ეძიებენ აწინდელნი ქალნი და რაში მდგომარეობს მათი სასოება? რის შეძენას ცდილობენ ისინი, შინაგანთა სათნოებათა, თუ გარეშეთა ღირსებათა თავის გამოსაჩენად? სამწუხაროდ ჩვენდა, ჯერ არს თქმად, რომელ ახლანდელნი ქალნი სრულიად არ ემსგავსებიან ამასობაში ღვთისმშობელსა; ყოველნი მათი ცდილობა და მათი მისწრაფება მდგომარეობს გარეშეობისა თვისისა შემკობასა და გამშვენიერებასა შინა. ყოველი მათი ნუგეში და ჰაზრი არის ტანის შემკობა და თავის გამოჩენა. ნაცვლად ჰაზრის გამდიდრებისა, გონების განმშვენებისა, სულის შემკობისა კეთილთა და საქებელთა თვისებათა მიერ, იგინი მხოლოდ მას ცდილობენ, რომელ შეიმკონ ტანი მდიდრითა შესამოსლითა. პირველი მათი ნუგეში არის რაიმე უბრალო ბრწყინვალე სათამაშო ნივთი. რას ეძიებენ აწინდელნი ქალნი და რაში

გავზომოთ ღვთისმშობლის თვისებითა, თვისებანი ჩვენთა აწინდელთა ქალთა. გარნა ნუ იფიქრებს რომელიმე მათგანი: ვითარ შესაძლო არს გაზომა ჩემისა ცოდვილისა ცხოვრებისა ღვთაებრივითა ცხოვრებითა ღვთისმშობლისათა? იგი იყო აღზრდილ და განწმენდილ და აღვსებულ სულითა წმიდითა, ხოლო მე ვარ მცხოვრები ცოდვილსა სოფელსა შინა და ვით შემიძლია ვემსგავსო მას? ჭეშმარიტია, ქრისტიანენო, რომელ ღვთისმშობელი იყო აღმორჩეულ ღვთისაგან განსაკუთრებითა განგებულებითა და განწმენდილ სულითა წმიდითა; გარნა იგიცა თვისის სათნეობითა შეიქმნა ღირსი ესრეთის აღმორჩევისა; ხოლო ვინ გიშლის შენც ეცადო და მოიზიდო მადლი ღვთისა განმწმენდელი? უკეთუ ისურვებ და ღირსი შეიქმნები, არცა შენთვის დაზოგავს ღმერთი სულსა თვისსა წმიდასა; ბოლოს არც მას ვინმე მოითხოვს და ეძიებს, რომ შენ შეიქმნე სწორი ღვთისმშობელისა, გარნა მსგავსი მისი, რაოდენ შესაძლო არს, უთუოდ უნდა იყო შენცა. გავზომოთ ღვთისმშობლის თვისებითა, თვისებანი

ყოველთა წმიდათა კაცთათვის თქმულ არს წერილსა შინა, რომელ ცხოვრება მათი დაფარულ არს ღმერთსა შინა, გარნა უმეტესად ითქმის ესე ღთისმშობლისათვის, რომლისა ყოველი გონება და არსება იყო დაფარულ ღვთის არსებასა შინა. გარეშეობა ღვთისმშობლისა არ აჩენდა არცა ერთსა მისსა დაფარულსა დიდებულებასა; ვერავინ განარჩევდა მას სხვათა ქალთაგან, ვერცა შესამოსლითა, ვერცა სუფრასა ზედა და ვერცა სხვითა გარეგანითა გარემოებითა; ოდეს გულსა შინა მისსა ნათლობდა ნათელი ღვთაებისა, ოდეს ყოველი გონება მისი იყო გართული ზეციერითა ჰაზრითა და გული აღვსებული გამოუთქმელითა სათნოებითა, გარეგანი მისი იყო უბრალო და მსგავსი ყოველთა სხვათა ქალთა. ყოველთა წმიდათა კაცთათვის თქმულ არს წერილსა

პირველი საკუთარი და განმასხვავებელი თვისება ღვთისმშობელისა იყო ის, რომელ ყოველი მისი ღვთაებრივი სისრულე და დიდება იყო შინაგან მისსა, სულსა და გულსა შინა მისსა და გარეგან გამოსაჩენათ სისრულე მისი იყო დაფარულ კაცთაგან, ხოლო ცხად ერთისა ღვთისათვის. სული მისი იყო ტაძარი ღვთისა ცხოველისა, უწინარეს ვიდრე სხეული მისი შეიქმნა ტაძრად ცხოველად განხორციელებისა ღვთის სიტყვისა. პირველი საკუთარი და განმასხვავებელი თვისება

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1