რაც უფრო მკაცრად და მიუკერძოებლად მსჯელობს ადამიანი საკუთარი საქმეების შესახებ, მით უფრო შემწყნარებელი და სამართლიანია მისი განსჯა მოყვასის საქმეების მიმართ.
ზნეობრივ ცხოვრებაში კარგად გამოცდილი ადამიანები ყოველ დროში ამჩნევდნენ ურთიერთმიმართების ერთსა და იმავე კანონს: ვინც საკუთარი თავის მიმართ მკაცრია, იგი შემწყნარებელია მოყვასის მიმართ; და ვინც შემწყნარებელია საკუთარი თავის მიმართ, ...
იხილეთ სრულად
ზნეობრივ ცხოვრებაში კარგად გამოცდილი ადამიანები ყოველ დროში ამჩნევდნენ ურთიერთმიმართების ერთსა და იმავე კანონს: ვინც საკუთარი თავის მიმართ მკაცრია, იგი შემწყნარებელია მოყვასის მიმართ; და ვინც შემწყნარებელია საკუთარი თავის მიმართ, იგი მკაცრია მოყვასის მიმართ.
ნებისმიერი სახის საგანი ჩააგდეთ აყროლებულ ჭურჭელში - ეს საგანიც მაშინვე ცუდ სუნს გამოსცემს. ასევე ემართება სხვის საქციელს - უგუნური ადამიანის სულში. იგი ფიქრობს, რომ სამყაროში საერთოდ არ არსებობენ კეთილი ადამიანები. ქურდი სხვებსაც...
იხილეთ სრულად
ნებისმიერი სახის საგანი ჩააგდეთ აყროლებულ ჭურჭელში - ეს საგანიც მაშინვე ცუდ სუნს გამოსცემს. ასევე ემართება სხვის საქციელს - უგუნური ადამიანის სულში. იგი ფიქრობს, რომ სამყაროში საერთოდ არ არსებობენ კეთილი ადამიანები. ქურდი სხვებსაც ქურდად მიიჩნევს; ფარისეველი ვერ უშვებს, რომ გულწრფელად სათნო ადამიანები არსებობენ; ხორცის მონას არ სურს, დაიჯეროს, რომ სულისა და სხეულის შეურყვნელად დაცვა შესაძლებელია.
ბოროტი და მანკიერი ადამიანი ყველა ადამიანს ისეთად თვლის, როგორიც თვითონაა. ეს ძალიან ბუნებრივიცაა, იმდენად, რომ ე.წ. სიყვითლით დაავადებული ყველა საგანს ყვითლად შეღებილად აღიქვამს
სათნოებებიცა და ნაკლოვანებებიც გონებას აბრმავებენ; პირველ შემთხვევაში ადამიანი მოყვასის ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევს, მეორის დროს კი - სათნოებებს ვერ ხედავს.
ვისაც სუფთა გული აქვს, იგი ყველა ადამიანს სუფთად თვლის, ხოლო ვისი გულიც ვნებებითაა შერყვნილი, მას წმიდად არავინ მიაჩნია და ფიქრობს, რომ ყველა მისი მსგავსია.