ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


ასეთია ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა!

ქართული იდეა არის იმ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების გაგრძელება, რომელიც უფალმა დაუდგინა ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსეს... ოღონდ ეს არის ახალ ისრაელად სახელდებული ერის მსახურება (ცხოვრების წესი) ზეციური იერუსალიმის დასამკვიდრებლად. ასეთია ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა; გზა ძნელი, მაგრამ საამაყო, ვიწრო, მაგრამ გადამრჩენელი, დროებითი ტკივილით დამძიმებული, მაგრამ ქრისტესმიერი მარადიული სიხარულით სავსე. სწორედ ამ სულისკვეთების მქონე პიროვნებები ქმნიან ღვთისმშობლის წილხვედრ ქართველ ერს, ხოლო ის ქართველები, რომლნიც ასეთი წესით არ ცხოვრობდნენ და არ ცხოვრობენ, თავისთავად განეშორებიან ან უპირისპირდებიან მის წიაღს და ქართული იდეის ნაწილად ვერ მიიჩნევიან. ისინი არიან ვაზის ნასხლავნი, რომელთა შორის სიცოცხლე არ არის. ქართული იდეა არის იმ ჭეშმარიტი


უღირსი, ღვთისადმი უმადური შვილის მაგალითი

ჭეშმარიტად, რა სამწუხაროა, როცა შვილი მამის სახლში ცხოვრობს, ყოველგვარი ფუფუნებით სარგებლობს, ყველანაირი ცხოვრებისეული სიამოვნებით ტკბება, მაგრამ თავის მამად არ აღიარებს მას, ან თუ მამას რაიმედ ჩათვლის და ოდნავ ყურადღებას მიაქცევს, მშობლის უხვ სიყვარულსა და ფაქიზ მოპყრობას კი ვერ გრძნობს, არამედ პირიქით, როცა მამა ახსენდება, მიიჩნევს, რომ ამაზე ფიქრი და დროის დაკარგვა არ ღირს.
როგორ შეიძლება შეაფასოს ადამიანმა ასეთი უმადური და ამპარტავანი შვილი? რაღა თქმა უნდა, მას ყველა მამობრივი სიყვარულისა და ქონების უღირს მემკვიდრედ ჩათვლის.
მაგრამ, სამწუხაროდ, ამ უღირსი შვილის მაგალითით ვხედავთ მამის – ღმერთის მოწინააღმდეგე თანამედროვე ადამიანს და, რაც გულსატკენია, დღევანდელ ქრისტიანებსაც, მათი რჩეული ნაწილის გამოკლებით. ჭეშმარიტად, რა სამწუხაროა, როცა შვილი მამის


ანგელოზმა მახვილით ორივე მხარი მოჰკვეთა მკრეხელს

ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს. გაბოროტებულ ურიათაგან ერთ-ერთმა, "იწყო დაქცევად ცხედრისა, ვითარ-იგი მოციქულთა ეტჳრთა", მაგრამ უფლის ანგელოზმა ცეცხლოვანი მახვილით ორივე მხარი მოჰკვეთა მკრეხელს, რომლებიც ცხედრის მახლობლად, ჰაერში დაეკიდა.

მოციქულებმა წმიდა ცხედარი დაასვენეს და უბიწო ქალწულს შეავედრეს მონანული. მოკვეთილი მკლავები მას ისე სასწაულებრივად მიეზარდა მხრებზე, რომ ჭრილობის კვალიც აღარსად ჩანდა. მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა გვამი აკლდამაში დაკრძალეს. ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და


უგუნური ლოცვა

ერთი ქვრივი ქალი განსაკუთრებით გულმოდგინედ ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე. მისი ერთადერთი სიხარული იყო მისი 12 წლის ქალიშვილი, რომელიც უეცრად ავად გახდა და გარდაიცვალა.
გამწარებული დედა ეკლესიაში წავიდა, ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაემხო და უგუნური ლოცვა დაიწყო:
-მე ყოველთვის მჯეროდა შენი, ყოველთვის გევედრებოდი, თაყვანს გცემდი, მაგრამ არ ისმინე ჩემი ვედრება და ერთდერთი სიხარული წამართვი... რა გულქვა და შეუბრალებელი ყოფილხარ...
შემდეგ მან მცირე ხნით გონება დაკარგა და ამ მდგომარეობაში მყოფმა იხილა, როგორ მიმართა მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა:
-უგუნურო დედავ! მე ყოველთვის მესმოდა მხურვალე ლოცვა, შენს ქალიშვილს რომ მავედრებდი. ამიტომ ვისმინე შენი და ვთხოვე ჩემს ღვთაებრივ ძეს, წაეყვანა იგი ასე უმწიკვლოდ, რათა მუდამ ედიდებინა უფლის სახელი მისებრ უმწიკვლო სულებთან ერთად. რადგან არ მიიღე ეს წყალობა, დაე, იყოს ნება შენი;
დაბრუნდი სახლში, შენი გოგონა ცოცხალია!
ქალი გონს მოეგო და სასწრაფოდ სახლში დაბრუნდა. ბავშვს, რომელიც დასამარხად გამზადებული კუბოში იწვა, ლოყები შეუფაკლდა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და გაცოცხლდა. დედის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
მაგრამ ეს სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. გოგონა რომ წამოიზარდა, გარყვნილებისა და ლოთობის წუმპეში ჩაეფლო, დედას სცემდა და შეურაცხჰყოფდა. მის სიცოცხლეს ტკივილისა და ცრემლების მეტი არაფერი მოუტანია საბრალო ქალისათვის. ერთი ქვრივი ქალი განსაკუთრებით გულმოდგინედ

963. რისი სიმბოლოა სეფისკვერი?
„შესაწირავი“, რომელსაც ეწოდება, აგრეთვე, „სეფისკვერი“, „ევლოგია“ ანდა „პირველნაყოფი“ და რომლისგანაც სრულდება საუფლო ხორცის კვეთა, სიმბოლოა მარადიული ქალწულისა და ღვთისმშობლისა, რომელმაც მამისეული სათნოყოფით, ძისა და სიტყვის ნებით და სულიწმიდის მოსვლით მუცლადიღო ძე და სიტყვა ღვთისა, წმიდა სამებისაგან ერთი, და შვა იგი როგორც სრული კაცი და სრული ღმერთი. ისევე, როგორც ზეციური ღმერთი, ერთ–ერთი პირი ღმრთეებისა, ხორცს ისხმას ქალწულისაგან და არის იგი სრული კაცი და სრული ღმერთი, ჩვენივე მსგავსი ცოდვის გარეშე, ასევე საუფლო პური, თანახმად დიდი ეკლესიის გადმოცემისა, მთლიანი სეფისკვერისაგან ანუ ევლოგიისაგან, როგორც ქალწულებრივი სხეულის ხორცისაგან თუ საშოსაგან, დიაკონის მიერ რკინის იარაღით ანუ „ლახვრით: აღმოიკვეთება და სეფისკვერისაგან თვითგვამოვნად განცალკვედება. ამის მოქმედი დიაკონი პურთან ერთად გაამზადებს საუფლო სისხლსაც, რომელსაც სრულყოფა უნდა მიეცეს. როდესაც ვნების შესატყვისი დრო დადგება, სული წმიდის გარდამოსვლის ჟამს, ლოცვას აღავლენს მღვდელი, დიაკონი კი საუფლო ძღვენს წინაადააგებს და ემსგავსება იმ ანგელოზს, რომელმაც აკურთხა ღვთისმშობელი და „გიხაროდენი“ წართქვა მის მიმართ.
შესაწირავი, რომელსაც ეწოდება, აგრეთვე


ნაყროვანება - სიბილწეთა დედა

არსენ გარეჯელი დიდი მოღვაწე მამა იყო - ხან ორ დღეში ერთხელ იხმევდა პურს, ხანაც ხუთი დღის გამოშვებით. ამიტომაც სამი ეშმაკი დაუცხრომლად ებრძოდა, მაგრამ ღირს მამას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასოება ჰქონდა და შიმშილს ითმენდა. ერთ დღეს, ტრაპეზის ჟამს, ერთმა ძმათაგანმა პური სთხოვა; არსენმა მოუტეხა.
"გუშინ პური არ მიჭამია, ხვალაც უჭმელობა მიძევს წინ, რას მიზამს პურის ეს მცირე ნატეხი?" - გაიფიქრა უნებლიეთ და უმალვე გონს მოეგო; მიხვდა, რომ ეს ამაო ფიქრი ეშმაკისგან იყო. პური აიღო, გარეთ გავიდა და ძაღლს მიუგო, თვითონ კი კლდის ნაპრალში შევიდა, მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა:
-ჰოი, უბადრუკო ჩემო თავო! როგორ არ გრცხვენია, ძაღლიც კი გჯობს, რამეთუ მან უდრტვინველად მიიღო პური, შენ კი სიმცირისთვის წუხხარ! ამისთვის, ბოროტო მუცელო, არც დღეს მოგცემ საჭმელს, არც ხვალ, რომ ქრისტეს მადლით წესიერება გასწავლო!
ღირსმა მამამ ის დღეც და მომდევნოც მშიერმა გაატარა. მერე კი, როცა კვლავ იხილა ის სამი ეშმაკი, ერთს, მათგან უპირატესს, კვერთხი დაჰკრა და ქრისტეს სახელით განაგდო. ამის შემდეგ ის დემონი აღარ სჩვენებია, დანარჩენი ორი კი მაინც ებრძოდა, მაგრამ დაუძლურებულიყვნენ და ქრისტეს ახოვან მხედარს ვეღარას ვნებდნენ არსენ გარეჯელი დიდი მოღვაწე მამა იყო - ხან ორ

241. რატომ იწოდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი "ეშმაკთა წყლულებად"?
თუმცა მტერმა ეშმაკმა ევა მაინც შეაცდინა და მასთან ერთად დაეცა ადამიც, მაგრამ უფალმა არ გაწირა ისინი, მიმადლა მათ გამომსყიდველი, ქალწულის ნაყოფ–ქმნილი და სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი. მომადლა, აგრეთვე, მარადის–ქალწული მარიამი, შემმუსვრელი გველის თავისა, განუშორებელი და უძლეველი მეოხი თვით უსასოოდ შეცოდებულთათვის. ამიტომაა, რომ დედა ღვთისა "ეშმაკთა წყლულებად" იწოდება; ეშმაკს არ ძალუძს ადამიანის დაღუპვა, თუკი თავად ეს კაცი ღმრთისმშობლის შეწევნის მოხმობად არ დაცხრება.
თუმცა მტერმა ეშმაკმა ევა მაინც შეაცდინა და


ღვთისმშობლის ხატის მიერ განკურნებული ყრმა პროხორე - სეფარიმე საროველი

ერთხელ ყრმა მშენებარე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა, მაგრამ უვნებლად გადარჩა; შემდეგ სასიკვდილოდ დაავადდა, მაგრამ ძილში ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც მონახულება და განკურნება აღუთქვა. მართლაც, მალე მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა ჯვრებით და ღვთისმშობლის ხატით. დედამ ხელში ატატებული ბავშვი გამოარბენინა და ხატს შეახო, რის შემდეგაც მან სწრაფად დაიწყო მომჯობინება. ერთხელ ყრმა მშენებარე ტაძრის მაღალი

451. როგორ უნდა მოიქცეს მომაკვდავი, თუ მას ბოროტი სული მოჩვენებებს მოუვლენს?
იდექი მყარად საკუთარი სიმწირისა და არარაობის რწმენაში. უთხარი მას მამაცი და უშიშარი გულით: „დაბრუნდი, წყეულო, შენს სიბნელეში. მე არ ვარ ღირსი ხილვებისა და გამოცხადებებისა. მე მჭირდება მხოლოდ ერთი რამ – უფალ იესო ქრისტეს უსაზღვრო გულმოწყალება და ღვთისმშობლის, მარადქალწულ მარიამისა და ყოველთა წმინდანთა ლოცვა და შეწევნა“.
იდექი მყარად საკუთარი სიმწირისა და არარაობის


ერესად გამოცხადებული ნესტორი და ნესტორიანობა

თავისი მწვალებლობის გავრცელების ფართო შესაძლებლობა ანტიოქიელ ხუცეს - ნესტორს 428 წელს მიეცა, როცა კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა. მისი ერესი მიმართული იყო ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატის წინააღმდეგ. ის ამტკიცებდა, რომ მარიამი არის არა უფლის, არამედ, ქრისტეს მშობელიო.
ერესის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ალექსანდრიის პატრიარქი კირილე ალექსანდრიელი ჩაუდგა. წმიდა კირილემ, წერილობით, არაერთხელ მიმართა ნესტორს და შეცდომებზე მიუთითა.
ნესტორმა მართლმადიდებლებს აშკარა დევნა გამოუცხადა. ანათემას გადასცეს ყველა, ვინც ყოვლადწმიდა ქალწულს ღვთისმშობელს უწოდებდა.
ეფესოს მსოფლიო საეკლესიო კრებამ, ნესტორი და ნესტორიანობა ერესად გამოაცხადა.
მართლმადიდებელთა სასტიკი მდევნელი უფლის სასჯელს ვერ ასცდა - იგი მღვდელმსახურებიდან განკვეთეს, ლიბიის უდაბნოში გადაასახლეს. ღმრთისმშობლის მაგინებელი საშინელი სატანჯველით აღესრულა - მისი ენა მატლებმა დაჭამეს. თავისი მწვალებლობის გავრცელების ფართო

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3