სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
გზა სასუფევლისა ვიწრო არს და მძიმე; მრავალი მოთმინება უნდა იხმაროს კაცმა, დიდი ძალა უნდა დაატანოს თავის თავს, უკეთუ სურს სვლა გზასა ზედა სათნოებისასა.
222. ნუ შეეცდები მხილებით არგო სათნოებებით მოამპარტავნეს, რადგან შეუძლებელია, რომ ერთი და იგივე ადამიანი თავმომწონეც იყოს და ჭეშმარიტების მოყვარულიც.
44. სათნოებანი შემეცნებისათვის შეიქმნა, შემეცნება კი - შემმეცნებლისათვის, ხოლო შემმეცნებელი იდუმალი შესამეცნებელისა და შემეცნებაზე მაღლა აღმყვანისათვის.
43. სათნოებანი გონებას ვნებათაგან განაშორებს, სულიერი ჭვრეტა კი -უმნიშვნელო აზრებისაგან, ხოლო წმიდა ლოცვა მას თავად ღმერთთან მიიყვანს.
95. "ადგილი მწვანვილი" (ფს. 22,2) არის ქმედითი სათნოება; "წყალი განსასვენებელი" კი არის ქმნილებათა შეცნობა
79. მიწიერი ხატის (ადამის) მთავარი ნაკლია: უგნურება, სულმოკლეობა, თავშეუკავებლობა, უსამართლობა. ზეციური ხატის მთავარი სათნოებაა; კეთილგონიერება, სიმტკიცე, უბიწოება, სამართლიანობა. "ვითარცა იგი შევიმოსეთ ზატი იგი მიწიერისა, შევიმოს... იხილეთ სრულად
75. ღვთისაგან ჩვენთვის გამოსაყენებლად ბოძებულ საგანთა შორის ზოგი სულშია, ზოგი - სხეულში, ზოგი კი - სხეულის მახლობლად. სულში სულიერი ძალებია, სხეულში - გრძნობები და სხვა ნაწილები, სხეულის მახლობლად - საკვები, მამული, ფული და სხვა. ... იხილეთ სრულად