მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
მოწყალების გაღება დიდი მადლია და ფრიად შეეწევა მას, ვინც გულით გასცემს შესაწირს.
სათნოებათა შორის ყველაზე ადვილად განსახორციელებელი მოწყალების გაცემაა. დღეს, როდესაც ძალიან ბევრს უჭირს, მრავალი შესაძლებლობაა სიკეთის ქმნისა. მწყურვალისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც უფლის წინაშე დიდად შერაცხილია.
მოწყალება სიმდაბლით უნდა გაიღო, და ის, ვისთვისაც გასცემ, შენს თავზე უმჯობესად ჩათვალო.
სამყარო მოწყალებამ შექმნა. მოწყალება რომ არა, ამქვეყნიური მართლმსაჯულებით კაცობრიობა დაღუპვისათვის იქნებოდა განწირული.
დღეს ახალგაზრდამ რომ მკითხოს, როგორ უნდა ცხონდეს, მე ვურჩევდი, რომ სხვისთვის იღვაწოს. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის გარდა საზრუნავი არ გააჩნია, ან დაღუპულია, ან უფსკრულის წინაშე დგას.
ქრისტიანული სიყვარული სათავეს იღებს იქ, სადაც მთავრდება ეგოიზმი და იწყება თავდადებული მსახურება მოყვასისათვის, ოღონდ ისიც უნდა ვიცოდეთ, ვის როგორ დავეხმაროთ. ხომ უაზრობაა, ფული მისცე მდიდარს, რომელსაც ესაჭიროება მორალური შეწევნ... იხილეთ სრულად