მღვიძარება, სიფხიზლე - ციტატები, გამონათქვამები
მღვიძარება, სიფხიზლე - ციტატები, გამონათქვამები მღვიძარება, სიფხიზლე, გამონათქვამები
სიფხიზლის ხელოვნებაში იგულისხმება გულისსიტყვების, ოცნებებისა და გრძნობათა მოძრაობებისადმი ყურადღების მიპყრობა; ძალა სულის, რომელიც ეწინააღმდეგება ბოროტებას; შორსმჭვრეტელობას, როდესაც გონება განსაცდელებს შორიდანვე ხედავს და თავს არ... იხილეთ სრულად
სიფხიზლე სამართლიანად იწოდება გზად, რამეთუ მას მივყავართ სასუფეველში, რომელიც ჩვენშია და რომელიც მომავალში გველის. იგი, აგრეთვე, იწოდება გონებრივ სახელოსნოდ იმიტომ, რომ გამოყოფს და განსწმედს სულიერ ხასიათებს და ვნებიანს გადააკეთებ... იხილეთ სრულად
სიფხიზლე არის გონების გულის კარებთან მტკიცე დგომა ისე, რომ ხედავდეს, როგორ მოდიან უცხო აზრები, როგორც ქურდები, ესმის როგორ ლაპარაკობენ ისინი და რას აკეთებენ ეს მახრჩობელა დემონები, როგორ გამოსახავენ სხეულებს, რათა გონება გაიტყუონ ... იხილეთ სრულად
ვიფხიზლოთ და ვუდარაჯოთ გულისსიტყვებს, რამეთუ დაცემა მათგან იწყება; საწყისშივე მხნედ შევებრძოლოთ და ნუ მივცემთ ნებას, რომ ჩვენი უდებების გამო ჩვენში დამკვიდრდნენ. ოცნებები გამოჩენისთანავე განვაგდოთ, შევრისხოთ ისინი, ხელთ ვიპყრათ სუ... იხილეთ სრულად
ასეთია სიფხიზლის სახეები: პირველი არის თვალყურის დევნება ოცნებებზე და ყოველგვარ შემოთავაზებულზე. მეორე - გვქონდეს გული მდუმარე, ყოველგვარი აზრისაგან თავისუფალი და ლოცულობდეს. მესამე - გამუდმებით ვუხმობდეთ უფალ იესო ქრისტეს სიმდაბლ... იხილეთ სრულად
თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამ... იხილეთ სრულად
სულისათვის განუწყვეტელი ყურადღება აუცილებელია, რადგან მისი ბუნება ცვალებადია.
თუ საკუთარი სისუსტე მუდამ გემახსოვრება, არასოდეს გადააბიჯებ სიფხიზლის საზღვრებს.
ცოდვა საფლავის კარამდე არავის ტოვებს. ამიტომ მანამდე სიფხიზლე და გულის განწმენდაა საჭირო
ქრისტიანმა შეძლებისდაგვარად უნდა შეზღუდოს თავისი საჭიროებები; სიფხიზლე და ზომიერება - ყველაზე საუკეთესო მარაგია, რომელიც ზეცისაკენ სავალ გზაზე შეგიძლია, თან გაიყოლო