გონება - ციტატები, გამონათქვამები
გონება - ციტატები, გამონათქვამები გონება, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვინც ფხიზლად დარაჯობს თავის სულს, იმან უარი უნდა თქვას თავის ოცნებებზე, რა მიმზიდველად და კეთილადაც არ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი. ყოველგვარი ოცნება არის გონების მიმოტაცება - ჭეშმარიტებისგან შორს, არარსებულ და განუხორციელებელ მოჩვ... იხილეთ სრულად
ამაოდ ჰგონია ვინმეს გონებით ცოდვა მსუბუქ, უმნიშვნელო ცოდვად! რამდენადაც სულია ხორცზე მეტი, იმდენადვე მეტია სულიერი სათნოება ხორციელზე; იმდენადვე უფრო მძიმეა და დამღუპველია სულის მიერ მიღებული და ჩადენილი ცოდვა ხორციელ ცოდვაზე.
ერთ-ერთმა მეუდაბნოე ბერმა თქვა, რომ სახარება წმინდა გონებით იკითხება, მისი გაგება კი მცნებების საქმით შესრულების გზით შეიძლება. მაგრამ სახარების ზუსტი და სრული წვდომა საკუთარი ძალებით შეუძლებელია - ეს ქრისტეს ნიჭია.
ეცადე, რომ სახარება შენს გულსა და გონებას შეეთვისოს, რომ შენი გონება, ასე ვთქვათ, ცხოვრობდეს მასში - მაშინ მთელი შენი საქმიანობაც სახარების შესაბამისი გახდება. ამის მიღწევა კი სახარების განუწყვეტელი კითხვითა და შესწავლით შეიძლება.
რწმენა ძალაა, რომელიც ადამიანის გონებასა და ნებაშია დავანებული. გონება ზეციური ნათლით ნათდება და საკუთარ თავში შეიცავს იმას, რასაც უფალი უცხადებს მას. ასევე ნებაც ღვთისაგან მართულია იმ ჭეშმარიტის აღსასრულებლად, რასაც გონება უბრძან... იხილეთ სრულად
კარგი გონებისათვის, სხვათა განსჯისას, ბუნებრივია ჭეშმარიტების და არა სიტყვის სიყვარული.
ერთმა წმიდა მამამ თქვა: "იფიქრე კეთილზე, რათა ბოროტზე არ იფიქრო, რამეთუ ბოროტ სულს უმოქმედობა არ შეუძლია". ჩვენი გონება ღვთის სიტყვაზე, გულითად ლოცვაზე და მადლმოსილი ფიქრებისკენ უნდა მივმართოთ. ამაო ფიქრებისგან საამო შეგრძნებები წ... იხილეთ სრულად
არიან მწერები, რომლებიც სიამოვნებით მყოფობენ ტალახში. ასეთია უსაქმური სულიც. მიწი წარმოდგენა არაწმიდა სურათებით ივსება, რომელთაგან ბინძური ვნებები აენთება. ქეიფი, სეირნობა, გასართობები, საძაგელი საქმეები - აი, რა არის მის გონებაში... იხილეთ სრულად