სიზარმაცე, უდებება, მცონარობა - ციტატები, გამონათქვამები
სიზარმაცე, უდებება, მცონარობა - ციტატები, გამონათქვამები სიზარმაცე, უდებება, მცონარობა
მონაზვნობის გზას ახლადშედგომილთ ძლიერად ებრძვის, რათა იმთავითვე სიზარმაცეს მიაჩვიოს, ან სიძვის ეშმაკს მოუმზადოს მათში ადგილი.
როგორც მეორედ მოსვლის საყვირი აღადგენს მკვდრებს, იმგვარადვე აფხიზლებს უმაქნისს ამაოდმეტყველება.
ჭარბი ძილი გულმავიწყობას იწვევს, მღვიძარება კი გონებას წმენდს. ჭარბი ძილი ბოროტი მეუღლეა, რადგან ზარმაცებს მათი ცხოვრების ნახევარს სტაცებს.
ღვთისმოყვარე მონაზონი ლოცვის ზარს რომ გაიგონებს, იტყვის: ვაშა, ვაშა, დიდება ღმერთს! ხოლო უქმი და ზარმაცი ამბობს - ვაიმე, ვაიმე, როგორ მეზარება!