ქრისტიანთა წამებაში გამოწვრთნილ მხედართმთავარ პატრიკიოსს გზად შეხვდა მოხუცი, რომელსაც უკან წყვილ-წყვილად მოჰყვებოდა ექვსი გარეული ვირი და ორი ირემი. ეს იყო ლაოდიკიელი ხუცესი არტემონი ( 303 ხსენება 13/ IV). პატრიკიოსის კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა ველური ცხოველების დამორჩილებას, წმინდა არტემონმა უპასუსა, რომ ყველაფერი ქვეყნად ქრისტეს სახელს ემორჩილება და ღვთისთვის არაფერია შეუძლებელი.მოგვიანებით უკვე კესარიაში, პატრიკიოსი წმინდა არტემონს აიძულებდ...
კერპთაყვანისმცემლებმა შეიტყვეს, სად ცხოვრობდა ქრისტეს მცნებათა აღმსარებელი წმიდა ნეოფიტე. მათ შეიპერეს იგი და გადაწყვიტეს გარეული ცსოველებისთვის მიეგდოთ. მოწამე ცირკის არენაზე გაიყვანეს. უნდა აღინიშნოს, რომ ძველი დროის ცირკი სულაც არ ჰგავდა დღევანდელ ცირკს. იქ ხალხი არ ხალისობდა მასხარებზე და აკრობატებს აღტაცებაში არავინ მოჰყავდათ. იქ კერპთაყვანისმცემლები სიკვდილით დასჯასა და გლადიატორების დაუნდობელ ბრძოლებს აწყობდნენ.წმინდანი სვეტზე მიაბეს და გა...
ნიტრიის უდაბნოდან ორი ახალგაზრდა ბერი ესტუმრა ერთ მხცოვან მეუდაბნოეს. თუმცა ისინი წარმოშობით შორეული და უცხო ქვეყნიდან იყვნენ, ოდესღაც ერთ მონასტერში სდებიათ ბინა და კარგად უწყოდნენ ამ პიროვნების ღვივსათნო მოღვაწეობის შესახებ - ძველთაგანვე ჰქონდათ ჩანერგილი მოწიწება მისდამი. დიდი ხნის ძებნის შემდეგ მას მიაგნეს მემფისის ახლოს უდაბნოში და მეუდაბნოეც არ განეკრძალა ძველ მეგობართან შეხვედრას - სამი დღე გაატარა მათთან ერთად. მეოთხე დღეს კი, როდესაც იგი...
მეამბოხე მაქსიმე, იმპერატორ გრაციანეს მკვლელი, მოულოდნელად თავს დაესხა იტალიას, სადაც ვალენტინიანე II მეფობდა და ყველგან გაუდაბურება და სიკვდილი დათესა. ჩქარი მდინარესავით უეცრად გაზრდილმა მისმა მხედრობამ მისაფუძვლამდე დაანგრია პიაჩენცა, მოდენა, რეჯია და ბოლონია და ცეცხლითა და მახვილით გაანადგურა ყველაფერი, რაც გზად შემოხვდა. არ არსებობდა მრისხანება, ტაცება, ურცხვობა, ძალადობა და სიწმიდეთმკრეხელობა, რომელსაც მაქსიმის მხედრობა არ ჩადიოდა. მცხოვრებ...
სუსაქიმის უდაბნოში, თავის მოწაფესთნ, იოანესთნ ერთად განმარტოებულ 99 წლის ღირს მამას კვირიაკეს (აღესრულა 109 წლისა, 556 წელს, ხსენება 29/IX) ემსახურებოდა უზარმაზარი ლომი, რომელიც ყველა ჯურის დაუპატიჟებელ სტუმართაგან იცავდა პატრონს. მისი ცხოვრების მემატიანე ასე აღგვიწერს ღირს მამასთნ თვის სტუმრობას:„როდესაც მე და იოანე მივუახლოვდით ნეტარის სამკვიდრებელს, ჩვენს წინაშე აღიმართა უზარმაზარი და საზარელი ლომი. იოანემ შენიშნა, რომ მე შემაშფოთა მხეცის დანა...
IV საუკუნეში, როცა იმპერატორი ლიკინიუსი საშინლად დევნიდა ქრისტიანებს, ქალაქ სებასტიის მხოვრებლებმა სთხოვეს ეპისკოპოსს, წმინდა ვლასის (ხსენება 11/II) დაეტოვებინა ქალაქი, რათა თავი გაერიდებინა დევნისა და წამებისთვის. წმინდა ვლასიმ დაუჯერა მის მოყვარულ მრევლს და დასახლდა მთაზე, რომელსაც არგეოსი ეწოდებოდა. ეს მთა გარშემორტყმული იყო ტყეებით, რომლებშიც ბევრი ცხოველი ბინადრობდა.ცხოველები ხშირად მიდიოდნენ წმინდანის გამოქვაბულთან. ისინი მოთმინებით ელოდნენ...
წმინდა შიო მღვიმელს, თავის მონასტერში ძმათა რიცხვის გამრავლებასთან ერთად, საზრუნავიც მოემატა - მხეცები თავს ესხმოდნენ მათ სახედრებს, რამდენიმეჯერ დაუჭამეს, და შეწუხებული ბერები მამა შიოს შესჩიოდნენ. მამა შიომ ილოცა უფლისადმი, რათა ყოველი იქ მობინადრე გარეული ოთხფეხი შემოკრებილიყო. დაასრულა თუ არა ლოცვა, მართლაც, ერთად მოგროვდნენ მხეცები მღვიმესთან. მათ, როგორც ადამიანს, ისე აუხსნა ნეტარმა შიომ, რომ რადგან უდაბნო პირმეტყველთა მიერ იყო დაკავებული, ...
ვოლოგდის გუბერნიის ერთ ღარიბ სოფელში იყო წმიდა ნიკოლოზის სახელობის ხის ეკლესია. მაგრამ დროთა განმავლობაში ისე დაძველდა, რომ მასში ღვთისმსახურება შეუძლებელი გახდა. სოფლის მცხოვრებლებმა საერთო კრებაზე გადაწყვიტეს, ახალი ხის ტაძარი აეგოთ და ვოლოგდის მთავარეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით ერთი ღვთისმოსავი მოხუცი საჭირო თანხის მოსაგროვებლად გაგზავნეს.ერთ მშვენიერ დღეს მოხუცმა მიიღო სოფლის მღვდლის ლოცვა-კურთხევა და გზას გაუდგა. ოცდაათიოდე ვერსის გავლის შემდ...
მამა პაისი შეააგონებდა თავის სამწყსოს:"ცოდვით დაცემამდე ცხოველები ადამიანის საყვარელი მეგობრები იყვნენ. ადამს გააჩნდა შორს მჭვრეტელობის ნიჭი - თავისებური სულიერი ტელევიზია. იგი ხვდებოდა ცხოველთა მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს და ეხმარებოდა მათ... ყველა ცხოველი თვინიერი იყო, ისინი მხოლოდ ცოდვით დაცემის შემდეგ გაუცხოვდნენ. როდესაც ადამიანები სულის მშვიდობას ჰპოვებენ, გარეული ცხოველებიც ასევე მშვიდდებიან და ადამიანს თავის მბრძანებლად აღიარებენ. სამო...