შობა - ციტატები, გამონათქვამები
შობა - ციტატები, გამონათქვამები შობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
საშობაო ეპისტოლე წმ. ეფრემ ასურის სიტყვებით მსურს დავამთავრო: "დღეჲ ესე არს დღეჲ ცხონებისა, ღამეჲ ესე მშჳდობასა და მყუდროებას მიანიჭებს მსოფლიოს. აწინდელი ღამე ეკუთვნის მშვიდს (იესო ქრისტეს). ამისთვის განაგდოს ყოველმან რისხუაჲ და ... იხილეთ სრულად
ბეთლემს დაიწყო გზაჲ იგი სიმართლისაჲ და ეს გზა აუცილებლად უნდა განევლო არა მარტო მაცხოვარს, არამედ ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს იგი.
რომ შევიცნოთ და შევისისხლხორცოთ ეს უდიდესი საიდუმლო, ამისათვის სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცოდნა უნდა შევსძინოთ ჩვენს გულს, ჩვენს გონებას, იმდაგვარად უნდა ავმაღლდეთ, რომ მაღალ დონეზე სუფევდეს ჩვენში სარწმუნოება და ცოდნა
ქრისტეს დაბადებით სამყარო ზემიწიერს, ზექვეყნიურს ეზიარა. შენ ვერასდროს ვერ შეიტყობ ამას, თუ სასწაულთმოქმედი ბარძიმიდან თავად არ შესვი ის მაცოცხლებელი მადლი, რომელიც სულიერ წყურვილს კლავს. შესვი და აღარასდროს არ მოგწყურდება, შესვი ... იხილეთ სრულად
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). რა შეიძლება იყოს კაცთათვის უფრო სანატრელი, ვიდრე "ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ" და სათნოება კაცთა? მხოლოდ განხორციელებული უფლის დედამიწაზე... იხილეთ სრულად