წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ჰოი, ვითარ საშინელ არს და მავნებელ, ოდეს დედა თვით არს ცუდისა ხასიათისა, არ მიხედავს თვისსა მნიშვნელობასა და ნაცვლად კეთილთა და საყვარელთა თვისებათა გარდასცემს შვილთა ცუდსა ხასიათსა. უმჯობესი არის, რომ თავის ხელით მოკლას მან შვილი თვისი. ჰოი, ვითარ საშინელ არს და მავნებელ, ოდეს დედა

დიდ არს ფრიად მნიშვნელობა ქალისა ქრისტიანობასა შინა. ყოველი ადამიანი პირველთა წელთა ცხოვრებისა თვისისათა გაატარებს დედის ხელთა შინა; მისგან მიიღებს პირველ ჰაზრთა, მიდრეკილებათა, მისგან ისწავლის პირველსა ლოცვასა. მაშასადამე, ესრეთ უნდა ვსთქვათ, რომელ ღირსება, თვისება და ბედნიერება ყოვლისა ადამიანისა თითქმის დამტკიცებულ არს ქალსა ზედა. უკეთუ დედა არის აღვსებული გონიერებითა, ჭკუითა, სასოებითა და სიყვარულითა, შვილიცა მისი გამოვა კეთილი და ღვთისმოყვარე. დიდ არს ფრიად მნიშვნელობა ქალისა

არავინ იფიქროს, რომელ ჩვენ არ მოგვწონს განათლება და სწავლა (ქალისა) აწინდელისა დროებისა, არამედ, სასურველ და სანატრელ ის იქმნება, ოდესაც საქებნი თვისებანი არ დაეკარგოსთ ქალთა. წარმოიდგინეთ, რა დაუფასებელი საუნჯე იქმნება საზოგადოებისათვის ის ქალი, რომელსა შინა შეერთდენ - საყვარელნი თვისებანი ძველებურად აღზრდილთა ქალთა, სწავლისა და განათლებისა თანა. არავინ იფიქროს, რომელ ჩვენ არ მოგვწონს

უკეთუ ნაცვლად ქმრისა და მახლობელთა სიყვარულისა და შეურყეველისა ერთგულებისა, ნაცვლად თავის გამომეტებისა, მახლობელთა ბედნიერების მეცადინეობისა, ნაცვლად სიმშვიდისა, შრომისმოყვარეობისა, შინაურის შვენიერისა ცხოვრებისა, ჩვენთა ქალთა შეიყვარეს დაფანტული ცხოვრება, განცხრომა, თავის მოწონება, პირისახის შემკობა, ეს იქნება ფრიად სამწუხარო და მავნებელი მომავალისა ტომისთვის. უკეთუ ნაცვლად ქმრისა და მახლობელთა

თვისება და ღირსება უწინდელად აღზრდილთა ქალთა იყო სიმდაბლე და სიმშვიდე მათი; ზოგიერთნი მათგანნი ესოდენ იყვნენ თავმდაბალნი და მორჩილნი, რომელ თვითონ არ იცოდენ თავის ფასი და როდესაც მრთელსა სიცოცხლესა სულსა და ღონესა შესწირავდენ თვისთა მახლობელთა და საყვარელთა, არაფერს არ ხედავდნენ ამაში განსხვავებულსა. ამას უნდა დაუმატოთ მათი დაუცხრომელი შრომა, დაუძინებელი ზრუნვა და გულმტკივნეუობლობა ოჯახისათვის: ვითარცა დაუღალავი ფუტკარი თითო წეთს თაფლსა ყვავილებისაგან შეაგროვებს, ეგრეთვე იგინი ოჯახისათვის პოულობდნენ და ინახვიდნენ საცხოვრებელსა. ერთი სიტყვით, განსხვავებული და მოსაწონი შინაური ცხოვრება, ნამდვილი ქრისტიანობრივი შინაური ყოფაქცევა, – აჰა, ღირსება ძველებურად განსწავლულთა ქალთა. თვისება და ღირსება უწინდელად აღზრდილთა ქალთა

ძველებურ წესზედ გაზრდილთა ქალთა საკვირველი იყო და გამოუთქმელი სიყვარული შვილთა მათდამი. ეს სიყვარული ესოდენ დიდ იქმნებოდა, რომ თითქმის მრთელსა მისსა ცხოვრებასა და სულსა დედა შთასდებდა გულსა შინა შვილისა მისისა. ვის არ ახსოვს, ძმანო ჩემნო, მანუგეშებელი და განმაცხოველებელი სიყვარული დედისა მისისა? ვინ არ ინუგეშებს, ჟამსა მწუხარებისასა, ამ ტრფიალითა სიყვარულითა დედისა მისისათა. ძველებურ წესზედ გაზრდილთა ქალთა საკვირველი

მნიშვნელობა ქალისა, რომელიც მისცა ქალთა თვით ღმერთმან, კეთილად სრულდებოდა ძველებურად მცხოვრებთა ოჯახთა შინა. პირველად ის უნდა ვსთქვათ, რომელ საკვირველი სიყვარული და ერთგულება ცოლისა ქმრისადმი იყო ძველებურად მცხოვრებთა ოჯახთა შინა. მერმე, ის უმეტესად არის საქები და განსაკვირვებელი, რომელ როგორიც უნდა ყოფილიყო ქმარი, ღირსი ანუ უღირსი, კარგი ანუ ცუდი, – მაინც უყვარდა იგი ცოლს, მაშინ, როდესც ხშირად გამოცდილ არს და ხშირად მომხდარა, რომ განათლებული და სწავლასა შინა გამოსული ქალი ხშირად შეურაცხჰყოფს და მოიშლის ერთგულებასა, თუ ქმარი მისი არის მასზედ ნაკლები ჭკუითა და ღირსებითა. მნიშვნელობა ქალისა, რომელიც მისცა ქალთა თვით

უკეთუ განვიხილავთ ბუნებასა ქალისასა, ვნახავთ, რომ ღმერთმან განგებ მისცა მას განსხვავებულნი თვისებანი, ვინაიდგან მდგომარეობაცა მათი და მნიშვნელობა არის სხვა, ვიდრე მნიშვნელობა და საქმე მამაკაცთა. უკეთუ განვიხილავთ ბუნებასა ქალისასა, ვნახავთ

ქალის ბუნება, ძმანო ჩემნო, მით განსხვავდება მამაკაცის ბუნებისაგან, რომელ ქალი ცხოვრებს უმეტესად გულითა და გრძნობითა, ხოლო მამაკაცი გონებითა. ქალი, ვგონებ, მაშინ არის თვითონაც კმაყოფილი და ბედნიერი, როდესაც შეუძლიან მიზღვევა და მინიჭება უხვისა გულითადისა სიყვარულისა მისთა მახლობელთა: ქმარსა, ძმასა და სხვათა მახლობელთა პირთა; ერთი სიტყვით, იგი მაშინ არის ბედნიერი, როდესაც სხვას აბედნიერებს. ქალის ბუნება, ძმანო ჩემნო, მით განსხვავდება

ღმერთმან ინებოს და ქალთა ჩვენთა არასოდეს არ დაჰკარგონ ზოგიერთნი ფრიად საქებნი და საყვარელნი თვისებანი, რომელნი შეამკობენ ძველებურად მცხოვრებთა ქალთა, არამედ შეაერთონ იგინი ახლისა განათლებისა და სწავლისა თანა; მაშინ მხოლოდ იქმნებიან იგინი ძვირფას ქრისტიანობისა და საზოგადოებისათვის. ღმერთმან ინებოს და ქალთა ჩვენთა არასოდეს არ

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1