წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
თუცა ყოველს ადამიანს, ვითარცა მამაკაცსა, ეგრეთვე დედაკაცსა, აქვს დიდი სურვილი და მიდრეკილება გარეგანისა ღირსებისადმი. გარნა უმეტესად ქალთა. თუმცა ყოველს ადამიანს დიდათ მოსწონს გარეგანი მშვენიერება და სამკაული, გარნა უმეტესად ქალთა. ესენი არიან ერთობ მსურველნი და მეძიებელნი გარეგანისა მშვენიერებისა და სამკაულისა; ამათ უნდა ისწავლონ და ახსოვდესთ მარადის, რომელ მშვენიერება და სამკაული ქრისტიანისა არის შინაგანი ღირსება და სათნოება.
თემა: სამკაულებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ჭეშმარიტად მხოლოდ ერთს, უბიწოსა მარიამს შეეფერება მაღალი იგი ქება, რომელ ყოველი დიდება მისი შინაგან მისა იყო, თუმცაღა ამასთანავე იგი იყო შემკულ გარეგანითაცა გამოუთქმელითა მშვენიერებითა და სიკეთითა. ამით განსხვავდებოდა იგი ყოველთაგან ასულთა კაცთათა.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
წინასწარმეტყველი დავით ორმეოცდამეოთხესა ფსალმუნსა შინა მისსა აღწერს დიდებასა, სიკეთესა და მშვენიერებასა ერთის უცნობის რომლისამე მეფისა და მშვენიერებასა მისისა მეუღლისა და მისთა ძეთა და ასულთა და იტყვის: „ყოველი დიდება ასულისა მეუფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად–პირადად“. ესე იგი დიდება და ღირსება მეუფისა ასულისა არის შინაგან გულსა და სულსა მისსა, თუმცა, ამასთანავე, იგი შემკულ არს ოქროვანითა შესამოსელითა პირად–პირადად. წმიდანი მამანი გვიმარტავენ ჩვენ, რომელ სიტყვათა ამათ შინა დავით მეფე წინასწარ მოასწავებდა ყოვლადწმიდასა დედოფალსა მარიამს.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ვსთქვათ, მაგალითებრ, ერთი ვინმე არის მსახური, ანუ ჩინოვნიკი სასამართლოსა შინა; რა საკვირველია, რომ იგი ემსახურება არა სულის საცხოვნებლად, არამედ ხორციელის წარმატებისათვის; გარნა უკეთუ იგი არ დაივიწყებს ღმერთსა, მარადის ემსახურება სიმართლით და სიწმიდით, ქრთამს ერიდება, ყოველს საქმეს იქმს საფუძვლიანად და სჯულიერად. მაშინ მან აღასრულა მცნება მაცხოვრისა; მსახურება მისი შეერაცხება მას, ვითარცა მოღვაწება სულიერი, ვითარცა უარისყოფა თავისა თვისისა.
ვსთქვათ, ვინმე არის ვაჭარი; რასაკვირველია, რომელ ვაჭრობა არის სოფლიური საქმე; ვაჭარი ფიქრობს მხოლოდ მოგებისა და გამდიდრებისათვის; გარნა, უკეთუ იგი ვაჭრობს სინიდისით და სიმართლით, უკეთუ აღებ-მიცემაში ახსოვს პატიოსნება, უკეთუ არ არის ხარბი, ანგაარი, ოდეს შეიძინა მრავალი სიმდიდრე, არ განლაღდა და ოდეს შეემთხვა სიღარიბე - მოითმინა; უკეთუ რაოდენიმე ნაწილი მონაგებისა შესწირა ღმერთსა და გლახაკსა, მაშინ ვაჭრობა მისი მიეთვლება მას, ვითარცა მოღვაწება და მით აცხოვნებს იგი თავსა თვისსა,
ვსთქვათ ვინმე არის შინაური მოსამსახურე, ანუ ყმობით, ანუ ჯამაგირით; შეუძლიან მას ისრე მოიქცეს, რომ მსახურება მისი იყოს ვითარცა მსახურება ღვთისა: უკეთუ იგი არის მართალი და ერთგული მებატონისა, უკეთუ მას უყვარს თვისი ბატონი, ცდილობს მისთვის, ითმენს მისგან სულგრძელად ყოველსა სიტყვასა ანუ გაჯავრებასა, ემსახურება მას ღვთის წინაშე და თავის დავიწყებადმდე, სწორედ მან უარჰყო თავი თვისი, აიღო ჯვარი თვისი და შეუდგა უფალსა; გარნა, უკეთუ იგი არის ორგული და ურწმუნო, უკეთუ იგი მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ ბატონს გამორჩეს რამე და მხოლოდ თვისი თავი ახსოვს, მაშინ მსახურება მისი არ მიეთვლება მას ღვთისაგან კეთილად, არამედ დაისჯება იგი.
თემა: ჯვრის ტარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ჩვენ ყოველნი ამას ვეძიებთ და მისთვის ვიღწვით ძმანო ქრისტიანენო, რათა შევიქმნეთ ნამდვილნი მოწაფენი ქრისტესნი. სამსა პირობასა გამოუცხადებს მაცხოვარი უფალი მათ, რომელსა სურს შემდგომად მისსა სვლა და მოწაფედ მისდა ყოფა. პირველად, რათა უარჰყონ თავი მათი: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავ თავი თვისი“; მეორედ, რათა აღიღოს ჯვარი მათი: „და აღიღენ ჯვარი თვისი“; მესამედ, რათა ვიდოდენ შემდგომად მისა: „და შემომიდეგინ მე“.
თვით ცხოვრება მარიამ მეგვიპტელისა საკმაოდ გვასწავლის ჩვენ, თუ ვითარ მოწყალე და სულგრძელ არს ღმერთი, რა სახით მოელის იგი ჩვენსა მოქცევასა და თუ მოვინანეთ იგი აღარ გაიხსოვნებს და გვაყვედრის ადრინდელსა ჩვენსა ცოდვასა, არ დაიშურვებს ჩვენთვის თვისსა საღმრთოსა მადლსა, და რაც გინდა ღრმასა ჯურღმულსა ცოდვისასა იყოს კაცი შთავარდნილი, თუ კი მოინდომა, მოინანა და გულწრფელად შეიგონა და აღიარა თვისნი ცოდვანი, ღმერთი მიიღებს მას და შერაცხს მეგობართა შორის თვისთა.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ხშირად მოხდება, რომელ ზოგიერთი კაცი, ანუ ქალი, შესწუხდება, იგრძნობს ცუდსა თვისსა მდგომარეობას; გარნა, სამწუხაროდ, ნაცვლად მისა, რომ მიაქციოს ყურადღება ამ გულის წუხილსა და მიხვდეს, რომ ღმერთი მით უწოდებს მას, შეატყობინებს თვისსა მზრუნველობასა და მოითხოვს მისგან მოქცევასა, იგი ანუ ძალით დააჩუმებს თვისსა სინიდისსა, ანუ მალე გაერთვის კვალადვე უწინდელთა ცოდვათა შინა
თემა: სინდისიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი