წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

რა არის თავის უარისყოფა? იგი არის პირველად თავის დაწუნება, ანუ თავის გამტყუნება. როდესაც კაცი თავის საკუთარი ჭკუით მიიქცევა თავის თავისაკენ, პირუთვნელად გამოიკვლევს თვისსა ხასიათსა, ცხადად დაინახავს თვისსა სიცუდესა და ნაკლულევანებას, მერმე თვითონვე გაამტყუნებს თავის თავსა, თვითონვე მოიძულებს თვისთა ცუდთა ხასიათთა და ჩვეულებათა, და ბოლოს მტკიცედ გარდასწყვეტს თავის გულში მოსპოს იგინი, გაიმართოს თავი თვისი და არასოდეს აღარ აჰყვეს თვისსა ცუდსა ხასიათსა, – ეს არის თავის უარისყოფა, ამას მოითხოვს ჩვენგან იესო ქრისტე. რა არის თავის უარისყოფა? იგი პირველად

რა დიდსა და სასარგებლო მცნებასა გვაძლევს ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8. 34). ესე იგი, რომელსა სურს ქრისტიანობა, ანუ ქრისტეს მოწაფედ ყოფნა, მას არ უნდა ჰქონდეს თავის მოყვარება, მან თავი თვისი უნდა გამოიმეტოს და ვიდოდეს შემდგომად ქრისტესა, ქრისტეს ნებას აღასრულებდეს და არა თავის ნებასა. რა დიდსა და სასარგებლო მცნებასა გვაძლევს ჩვენ

გამოცდილება გვასწავლის ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომელ ფესვი ყოველთა სულიერთა ადამიანის ცოდვათა და ნაკლულევანებათა არის მისი უგუნური თავის მოყვარება, ანუ თავის მოწონება; ხოლო წყარო ყოველთა მაღალთა სათნოებათა და დიდთა საქმეთა არის თავის უარყოფა, ანუ თავის გამომეტება. გამოცდილება გვასწავლის ჩვენ, ძმანო

შენ, ძმაო მორწმუნეო, სცან რა დიდი საუნჯე არის სარწმუნოება ღვთისა. გარნა სარწმუნოებასა ვიტყვი არა უქმსა და მკვდარსა, არამედ ცხოველსა, არა იმ სარწმუნოებასა, რომელი გულსა შინა უმრავლესთა აწინდელთა ქრისტიანეთასა სამწუხაროდ არის უნაყოფო და უძრავი, არამედ იმ სარწმუნოებისა, რომელი მარადის მოქმედებს და მუშაობს კაცის გულში, რომელი არ დააძინებს კაცს, არ მოუსვენებს, მარადის აფრთხილებს მას, ხან შეაწუხებს სინიდისის მხილებითა, ხან გაახარებს; მარადის ებრძვის, აღვიძებს, ანათლებს, ასწავლის, ელაპარაკება. ესრეთი უნდა იყოს სარწმუნოება. ნეტარ ხარ შენ, თუ ესრეთ არს. ესე თუ გაკლია ეს, ევედრე ღმერთსა, რომ შეავსოს ნაკლულევანება შენი მადლითა თვისითა. ამინ. შენ, ძმაო მორწმუნეო, სცან რა დიდი საუნჯე არის

ძმანო ქრისტიანენო, თვინიერ ცხოველისა სარწმუნოებისა შეუძლებელი არის კაცმა შეიძინოს წმიდა, მართალი ზნეობა და ვინაიდგან ურწმუნოთაცა კაცთა არ შეუძლიათ ის სთქვან, რომ წმინდა ზნეობა საჭირო არ იყოს კაცისათვის, მაშასადამე, თვინიერ იგინიცა უნებრივად აღიარებენ ამით, რომ სარწმუნოებაცა და ანუ ღვთაებრივი სჯული მიუცილებლად საჭირო არის კაცისათვის. ძმანო ქრისტიანენო, თვინიერ ცხოველისა

მშვენივრად იტყვის, ძმანო, მაზედ წმიდა მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლესა შინა თვისსა. ერთხელ მას ესმა, რომ ახალ გაქრისტიანებულთა შორის კორინთელთა გამოჩნდენ რომელნიმე უგუნურნი პირნი და ამტკიცებდენ, რომ არ იქნება აღდგომა მკვდართაო. ეწყინა ეს ხმა წმიდასა მოციქულსა და ჰკითხავს მათ ეპისტოლესა შინა: როგორ იტყვიან ზოგიერნთი თქვენთაგანნი, რომ აღდგომა მკვდართა არ იქნება? რაღა არის ჩვენი შრომა, თუ აღდგომა არ იქნება; რაღა არის მაშინ მოთმინება და ყოველი სხვა ღვაწლი, თუ აღდგომა მკვდართა არ იქმნება? ამაო არს ჩვენი სარწმუნოება, და ჩვენზე უსაწყლესი კაცი არ იქმნება ქვეყანაზედაო. მისთვის, რომელ ამ სოფელში ჩვენ გვაქვს ნუგეში და ბედნირებაო; ყოველ დღე ვითმენთ დევნასა და ტანჯვასა წარმართთაგან, ყოველ დღე სიკვდილი გვექადება და, უკეთუ აღდგომა მკვდართა არ იქმნება, გვირჩევნია ვჭამოთ, და ვსვათ, და განვისვენოთ. რაიმე სარგებელ არს ჩემდა, უკეთუ მკვდარნი არ აღსდგებიან? ვსჭამოთ და ვსვათ, რამეთუ ხვალე მოვკვდებით მშვენივრად იტყვის, ძმანო, მაზედ წმიდა

მორწმუნე კაცმა იცის, რომ ამ სოფლის ცხოვრება არის მოკლე; იგი ესრეთ ფიქრობს: უმჯობესი არის ამ წუთისოფელში დავითმინო ყოველი ჭირი და განსაცდელი; მას კარგად ესმის ხმა სახარებისა: „რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“ (მარკ. 8.37). სულის ცხოვნება ყველას მირჩევნია, ფიქრობს იგი (ჭეშმარიტი მორწმუნე), საუკუნო ცხოვრებას არ დავკარგავ მე ერთი წამის ნუგეშისათვის. გარნა თუ კაცს არ სწამს ღმერთი და მომავალი ცხოვრება, მაშინ იგი სხვაფერ განიზრახავს; ეს წუთისოფელი წარმავალი არისო, მანამდის ცოცხალ ვარო, ვჭამ, ვსვამ და გავიხარებო; მოვკვდები და მერმე ყველაფერი გათავდებაო. მორწმუნე კაცმა იცის, რომ ამ სოფლის ცხოვრება

“რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი“ (მარ. 8.35). ამას ყოველსა ადვილად აღასრულებს კაცი, რომელსა სწამს ღმერთი, რომელი მოელის მომავალსა ცხოვრებასა კვალად გებასა, გარნა უკეთუ კაცსა არა აქვს სარწმუნოება და სასოება, რისთვის გაიჭირვებს იგი ესრეთ თავის თავსა? რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა

ქრისტეს მოწაფე იგი არის, რომელსა აქვს წმინდა და პატიოსანი ზნეობა. მან თავი თვისი უნდა დაივიწყოს, ყოველი ხორციელი ზრახვა, სურვილი, კმაყოფილება დასთრგუნოს, ყოველ წამს უნდა მზათ იყოს შეწირვად ქრისტესადმი თვისისა ხორციელისა სიხარულისა და კმაყოფილებისა. მან უნდა აღიღოს ჯვარი ქრისტესი, ესე იგი მიიღოს თავის თავზე ყოველი ჭირი, განსაცდელი, სიმძიმე და შრომა, თითქმის წარიწყმიდოს ხორციელი ცხოვრება, ქრისტეს მოწაფე იგი არის, რომელსა აქვს წმინდა

შემდგომად ქრისტეს სვლა, ანუ წმიდა, მართალი, უბიწო ცხოვრება არის ერთი დიდი, მძიმე და მაღალი საქმე, რომელი მოითხოვს ჩვენგან დიდსა აღუწერელსა მსხვერპლსა, ისრეთსა მსხვერპლსა, რომელსა კაცი ურწმუნო და უსასო არასოდეს არ ინებებს შეწირვად: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8.34). შემდგომად ქრისტეს სვლა, ანუ წმიდა, მართალი

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1