წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
უკეთუ ადამიანს არა აქვს გულში სარწმუნოება ღვთისა და სასოება მომავლისა ცხოვრებისა, მას აკლია ერთი უპირატესი მიზეზიცა, რომელი გააღვიძებს კაცს შეძენად სათნოებისა და განწმენდად თვისისა ზნეობისა და ყოფაქცევისა.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მართალია ეკლესიამ კი გამცნო მარხვა, ესე იგი დატევება დროებით ხორცისა, გარნა რისთვის? მისთვის, რათა მოუძლურდეს დაძველებული ცოდვა, სხეულსა შინა შენსა მყოფი. ხოლო შენ, თუმცა ხორცის ჭამას უარყოფ, გარნა უწინდელსა ცოდვასა და ცუდსა ჩვეულებასა არ ივიწყებ. არა, ძმანო ჩემნო, საჭმლის გამოცვლით არ სცხოვნდება კაცი, არამედ ცუდი ყოფა– ქცევის გამოცვლით, ცოდვის უარისყოფით. ამას ვეძებდეთ და ამის მსურველნი ვიყვნეთ მარადის, რომელსა შინა ღმერთი იყოს შემწე ჩვენი. ამინ
თემა: მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
გარნა ნაცვლად ამისა რას იქმ შენ? ცოდვას არ უარყოფ, სიბოროტეს სიცუდეს არ მოიძულებ, არამედ მხოლოდ საჭმელს გამოიცვლი ამ დღებში (იგულისხმება მარხვა); ჰგონებ, რომ მხალის და ზეთის ჭამით, ნაცვლად ხორცისა, აღსრულდება ეს დიდი მცნება თავის უარისყოფისა.
თემა: მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ეს არის პირველი პირობა, რომელსა მოითხოვს ჩვენგან უფალი იესო ქრისტე იგი გიბრძანებს შენ, ძმაო, რათა დაივიწყო, მოიძულო ის შენი მანუგეშებელი ცოდვა, რომელი სუფევს შენს ბუნებასა შინა.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
იქნება თვით შენც გამოგიცდია ხშირად, ძმაო, რომელ ოდესცა შთავარდნილხარ რომელსამე დიდსა შეცდომასა შინა ანუ ცოდვასა, შენვე მოგწყენია შენი თავი, შენვე გიყვედრებია მისთვის და გირცხვენია. ესრეთი გრძნობა ყოველთვის უნდა ჰქონდეს კაცსა; მას ყოველთვის უნდა სძულდეს თვისი სიცოდვე, სისაწყლე, სიბოროტე; ყოველთვის უნდა ჰქონდეს წინაშე თვალთა თვისი უღირსება და მოიძულოს ყოველი, რაცა არს ბუნებასა მისსა სიცუდე. ეს არის თავის უარისყოფა
მოგვითხრობენ კაცნი გამოცდილნი, რომელ ზოგთა სჯულის გარდამხდომთა და უმეტესად კაცის მკვლელთა სინიდისი ასრე სასტიკად ჰქენჯნის, რომელ მათ სრულიად მოსძულდება თავი მათი და თვით იგინივე გამოითხოვენ მსაჯულთაგან, ვითარცა ერთსა დიდსა მოწყალებასა, რათა მალე მისცენ იგინი სასჯელსა სიკვდილისასა.
თემა: სინდისიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ჭკუა ცოდვილისა კაცისა არის დაბნელებული და დამონებული ცოდვასა, რომელ ცოდვა ხშირად გარდაექცევა მას ჩვეულებად; არამედ იგი ხშირად გარდაექცევა მეორე ბუნებად; იგი მიიღებს ბუნებაზედ უდიდესსა ძალასა და შეჰკრავს კაცსა განუწყვეტელითა საკვრელითა.
თემა: ცოდვა, საკუთარი თავის შეცნობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
თუ საჭიროებამ და შემთხვევამ მოითხოვა, შენ უნდა მოიძულო არა თუ ყოველი ამ სოფლის კავშირი, არამედ სულიცა შენი, ესე იგი სიცოცხლე შენი. რისთვის მოითხოვს მაცხოვარი ჩვენგან ესრეთსა შემაძრწუნებელსა თავის უარყოფასა? რისთვის არის საჭირო, რომ კაცმა არამც თუ თავი უნდა უარყოს, არამედ თითქმის უნდა მოიძულოს სული თვისი? მისთვის ძმაო, რომ ცოდვა და ბოროტება ერთობ ღრმად არის შთანერგული დაცემულსა ბუნებას შინა კაცისასა, ესრეთ რომელ კაცსა ბუნებითსა, ესე იგი არა წარწყმედილსა მადლითა ქრისტესითა ყოველნივე თვისებანი და ნიჭნი ჰქონან გაფუჭებულნი, ღირსნი მოძულებისა და მოძაგებისა.
ამისათვის ნუ გაგიკვირდება, ძმაო, ოდეს გესმის საღმრთო წერილისაგან არა თუ ეს უბრალო ბრძანება თავის უარისყოფისა, არამედ ამაზედ კიდევ უფიცხელესი სიტყვა: „რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამა თვისი, და ცოლი და შვილნი, და ძმანი და დანი და მერმე კვალად სულიცა თვისი, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა“ (ლუკ. 14.23). აჰა, რა ზომადმდე უნდა მიაღწიოს თავის უარისყოფამან.