განმავლობასა შინა შვიდის დღისასა, იქმნება რომ ზოგმა ერთი მხოლოდ საათი მოახმაროს ლოცვისათვის და შევიდეს ეკლესიასა შინა, გარნა მაშინაც, ამ მოკლე დროს, გაფანტულითა გონებითა ისმენს ლოცვასა.
სიჭაბუკესა ჩვენსა, ღონესა, ნიჭსა, ქონებასა, ერთი სიტყვით, ყოველსა რაიცა გვაქვს უმჯობესი, ჩვენ ვხმარობთ სოფლისა და ხორციელის წარმატებისათვის. იქმნება მხოლოდ მეასე, ანუ მეათასე ნაწილი ამათ ყოველთაგან მოახმაროს ვინმე სულსა თვისსა; ზო...
იხილეთ სრულად
სიჭაბუკესა ჩვენსა, ღონესა, ნიჭსა, ქონებასა, ერთი სიტყვით, ყოველსა რაიცა გვაქვს უმჯობესი, ჩვენ ვხმარობთ სოფლისა და ხორციელის წარმატებისათვის. იქმნება მხოლოდ მეასე, ანუ მეათასე ნაწილი ამათ ყოველთაგან მოახმაროს ვინმე სულსა თვისსა; ზოგი მრთელსა სიცოცხლესა თვისსა შესწირავს სოფელსა და ბოლოს, ჟამსა სიბერისა და უძლურებისასა, მოახლოება სიკვდილისა და საფლავისა მოაგონებს მას ღვთისმსახურებასა. შეიძლება ასე ადვილად ცხოვნება სულისა?
იქნება ვინმემ მითხრას: ვის შეუძლია მარადის იფიქროს მხოლოდ სულისა თვისისათვის. კაცს აქვს მრავალი ხორციელი საჭიროება; მან თვისი თავი უნდა არჩინოს და შეინახოს და თუ იფიქრა მხოლოდ ლოცვასა და მოღვაწებისათვის, როგორღა შეუძლიან თავი ირჩი...
იხილეთ სრულად
იქნება ვინმემ მითხრას: ვის შეუძლია მარადის იფიქროს მხოლოდ სულისა თვისისათვის. კაცს აქვს მრავალი ხორციელი საჭიროება; მან თვისი თავი უნდა არჩინოს და შეინახოს და თუ იფიქრა მხოლოდ ლოცვასა და მოღვაწებისათვის, როგორღა შეუძლიან თავი ირჩინოს? – სასუფეველი ღვთისა, ძმანო ჩემნო, სიტყვისაებრ მაცხოვრისა, ემსგავსება კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებდა კეთილთა მარგალიტთა და ჰპოვა რა ერთი ძვირფასი მარგალიტი, წარვიდა, გაჰყიდა ყოველი, რაიცა ჰქონდა და იყიდა მარგალიტი იგი...
ვსთქვათ ვინმე არის შინაური მოსამსახურე, ანუ ყმობით, ანუ ჯამაგირით; შეუძლიან მას ისრე მოიქცეს, რომ მსახურება მისი იყოს ვითარცა მსახურება ღვთისა: უკეთუ იგი არის მართალი და ერთგული მებატონისა, უკეთუ მას უყვარს თვისი ბატონი, ცდილობს მ...
იხილეთ სრულად
ვსთქვათ ვინმე არის შინაური მოსამსახურე, ანუ ყმობით, ანუ ჯამაგირით; შეუძლიან მას ისრე მოიქცეს, რომ მსახურება მისი იყოს ვითარცა მსახურება ღვთისა: უკეთუ იგი არის მართალი და ერთგული მებატონისა, უკეთუ მას უყვარს თვისი ბატონი, ცდილობს მისთვის, ითმენს მისგან სულგრძელად ყოველსა სიტყვასა ანუ გაჯავრებასა, ემსახურება მას ღვთის წინაშე და თავის დავიწყებადმდე, სწორედ მან უარჰყო თავი თვისი, აიღო ჯვარი თვისი და შეუდგა უფალსა; გარნა, უკეთუ იგი არის ორგული და ურწ...
ძმანო, ყოველსა შინა დღესა და წამსა, ყოველსა შინა საქმეთა და სიტყვათა შეგვიძლიან გვახსოვდეს და აღვასრულებდეთ მცნებასა ამას თავის უარისყოფისას და ჯვარის აღებისასა.
link
ვსთქვათ, მაგალითებრ, ერთი ვინმე არის მსახური, ანუ ჩინოვნიკი სასამართლოსა შინა; რა საკვირველია, რომ იგი ემსახურება არა სულის საცხოვნებლად, არამედ ხორციელის წარმატებისათვის; გარნა უკეთუ იგი არ დაივიწყებს ღმერთსა, მარადის ემსახურება ...
იხილეთ სრულად
ვსთქვათ, მაგალითებრ, ერთი ვინმე არის მსახური, ანუ ჩინოვნიკი სასამართლოსა შინა; რა საკვირველია, რომ იგი ემსახურება არა სულის საცხოვნებლად, არამედ ხორციელის წარმატებისათვის; გარნა უკეთუ იგი არ დაივიწყებს ღმერთსა, მარადის ემსახურება სიმართლით და სიწმიდით, ქრთამს ერიდება, ყოველს საქმეს იქმს საფუძვლიანად და სჯულიერად. მაშინ მან აღასრულა მცნება მაცხოვრისა; მსახურება მისი შეერაცხება მას, ვითარცა მოღვაწება სულიერი, ვითარცა უარისყოფა თავისა თვისისა.
link
ვსთქვათ, ვინმე არის ვაჭარი; რასაკვირველია, რომელ ვაჭრობა არის სოფლიური საქმე; ვაჭარი ფიქრობს მხოლოდ მოგებისა და გამდიდრებისათვის; გარნა, უკეთუ იგი ვაჭრობს სინიდისით და სიმართლით, უკეთუ აღებ-მიცემაში ახსოვს პატიოსნება, უკეთუ არ არი...
იხილეთ სრულად
ვსთქვათ, ვინმე არის ვაჭარი; რასაკვირველია, რომელ ვაჭრობა არის სოფლიური საქმე; ვაჭარი ფიქრობს მხოლოდ მოგებისა და გამდიდრებისათვის; გარნა, უკეთუ იგი ვაჭრობს სინიდისით და სიმართლით, უკეთუ აღებ-მიცემაში ახსოვს პატიოსნება, უკეთუ არ არის ხარბი, ანგაარი, ოდეს შეიძინა მრავალი სიმდიდრე, არ განლაღდა და ოდეს შეემთხვა სიღარიბე - მოითმინა; უკეთუ რაოდენიმე ნაწილი მონაგებისა შესწირა ღმერთსა და გლახაკსა, მაშინ ვაჭრობა მისი მიეთვლება მას, ვითარცა მოღვაწება და მით...
პირველი პირობა, რომელსა მოითხოვს უფალი ჭეშმარიტისა თვისისა მოწაფისაგან, არის თავის უარყოფა: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავ თავი თვისი“ (მარკ. 8.34). სოფელსა ამის მოყვარესა ფრიად განუკვირდება და ეწყინებაცა, ოდეს მას...
იხილეთ სრულად
პირველი პირობა, რომელსა მოითხოვს უფალი ჭეშმარიტისა თვისისა მოწაფისაგან, არის თავის უარყოფა: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავ თავი თვისი“ (მარკ. 8.34). სოფელსა ამის მოყვარესა ფრიად განუკვირდება და ეწყინებაცა, ოდეს მას ესმის ესრეთი მცნება იესო ქრისტესი; გარნა თავის უარის ყოფა არის ისრეთი მიუცილებელი პირობა, რომელ თვინიერ მისა არამცა თუ შემდგომად ქრისტეს სვლა ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანობა არ შეიძლება, არამედ არცა ერთი ამ სოფლის სასარგებლო ...
მაგალითებრ, როდესაც ჭაბუკი იწყებს წიგნის სწავლასა, უკეთუ მან არა უარჰყო თავისი საკუთარი ნება და ჭკუა და არ დაემოჩილა მასწავლებელსა მისსა, იგი ვერაფერს ვერ ისწავლის; როდესაც მხედარი არის ბრძოლასა შინა, სრულიად უნდა უარჰყოს თავი თვი...
იხილეთ სრულად
მაგალითებრ, როდესაც ჭაბუკი იწყებს წიგნის სწავლასა, უკეთუ მან არა უარჰყო თავისი საკუთარი ნება და ჭკუა და არ დაემოჩილა მასწავლებელსა მისსა, იგი ვერაფერს ვერ ისწავლის; როდესაც მხედარი არის ბრძოლასა შინა, სრულიად უნდა უარჰყოს თავი თვისი იმ ზომად, რომელ ერთითა მეუფროსის ბრძანებითა სიცოცხლე თვისი აღარ დაზოგოს; კაცი, რომელი არის სამოქალაქო სამსახურსა შინა, უკეთუ არა უარჰყო თავი თვისი და სრულიად არ დაემორჩილა სჯულის ბრძანებასა, არამედ იწყო ყოვლის საქმის ...
ჩვენ ყოველნი ამას ვეძიებთ და მისთვის ვიღწვით ძმანო ქრისტიანენო, რათა შევიქმნეთ ნამდვილნი მოწაფენი ქრისტესნი. სამსა პირობასა გამოუცხადებს მაცხოვარი უფალი მათ, რომელსა სურს შემდგომად მისსა სვლა და მოწაფედ მისდა ყოფა. პირველად, რათა...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყოველნი ამას ვეძიებთ და მისთვის ვიღწვით ძმანო ქრისტიანენო, რათა შევიქმნეთ ნამდვილნი მოწაფენი ქრისტესნი. სამსა პირობასა გამოუცხადებს მაცხოვარი უფალი მათ, რომელსა სურს შემდგომად მისსა სვლა და მოწაფედ მისდა ყოფა. პირველად, რათა უარჰყონ თავი მათი: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავ თავი თვისი“; მეორედ, რათა აღიღოს ჯვარი მათი: „და აღიღენ ჯვარი თვისი“; მესამედ, რათა ვიდოდენ შემდგომად მისა: „და შემომიდეგინ მე“.