ჩვენ ყველას გვჭირდება წყალობა, მაგრამ ყველანი არ ვიმსახურებთ მას. ვინაიდან ის თუმცა წყალობაა, მაინც ღირსეულს ეძიებს, როგორც თავად ბრძანა უფალმა: "შევიწყალებ ვინც შესაწყალებელია და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია..." (გამოსვ. 33, 19).
"მცირესა ზედა" ერთგული "მრავალსა ზედა" დადგინდება. ღვთის მცირე ძღვენის გამო მადლიერ ადამიანს აქვს კადნიერება, ითხოვოს დიდებული. მართლაც, ქრისტიანო, საკუთარი შეგრძნებით, შეგიძლია იცოდე, რომ მადლიერი გული უფრო თავისუფლად იხსნება და ...
იხილეთ სრულად
"მცირესა ზედა" ერთგული "მრავალსა ზედა" დადგინდება. ღვთის მცირე ძღვენის გამო მადლიერ ადამიანს აქვს კადნიერება, ითხოვოს დიდებული. მართლაც, ქრისტიანო, საკუთარი შეგრძნებით, შეგიძლია იცოდე, რომ მადლიერი გული უფრო თავისუფლად იხსნება და უფრო ფართოდ იღება, ვიდრე - მთხოვნელი: შესაბამისად, შესაბამისად მას მით უფრო ადვილად შეუძლია მადლის მიღება
რაც უფრო მეტი მზის სხივი ეცემა ყვავილებს და სხვა მცენარეებს, მით უფრო მეტ კეთილსურნელებას გამოსცემენ ისინი მზის მიმართულებით, ჩვენი მზე - ღმერთია; მადლიერნი ვიყოთ მისი - ყვავილთა მსგავსად