ჭეშმარიტად ყოვლადგახრწნილი დედაკაცისაგან იშვება იგი. მოვა ყოვლადსაძაგელი როგორც მპარავი, ყველას საცდუნებლად, მოვა როგორც მორჩილი და მშვიდი. ილაპარაკებს სიცრუეს, რომ თითქოს სძაგს კერპები და უმჯობესად მიიჩნევს ღვთისმოშიშებას. გამოჩნდება ეს ჩვენი მტერი კეთილად, გლახაკთშემწყნარებლად. ექნება კარგი გარეგნობა და იქნება ყველასადმი გულთბილი. ყველაზე მეტ პატივს იუდეველებს მიაგებს, რადგან ისინი მოელიან მის მოსვლას. აღასრულებს დიდ სასწაულებს, ცბიერებით აამებ...
თუკი როდისმე უკეთური ზრახვები ააღელვებენ შენს გონებას, სასოს ნუ წარიკვეთ, ყოველთვის ღმერთის გულუხვობა და მოწყალება მოიხსენე. ვისაც გემის საჭე აქვს მინდობილი, მას გემის პატრონი იმას კი არ უსაყვედურებს, რატომ დაუთმეო ტალღებს ჩემი გემი, არამედ ასე ეტყვის – რატომ გულმოდგინედ არ შეეწინააღმდეგეო ტალღებს.
შიშის მიზეზი მოუნანიებელი ცოდვებია. უფლის მიმართბუნებრივი სწრაფვა აქვს მინიჭებული სინდისს და საცდურს უგულებელჰყოფს. ხშირად ცოდვა ურცხვად იჭრება სულში, მაგრამ სინდისი დროის გარემოებებით სარგებლობს და ცოდვას ერევა. როდესაც სიბნელეში მყოფი ადამიანი შეშინდება, სინდისი ამხელს მას, რომ შიშის მიზეზი ცოდვაა. წმინდა წერილში წერია: "ურჩულონი თანაწარხდენ კეთილსა" (იგავ. 28,1); და კიდევ: "მართალსა, ვითარცა ლომსა, არა მოაკლდეს სასოებაი", ცოდვილი კი თავის აჩრდ...
ისრაელი ერის მოგზაურობა არაბეთის უდაბნოში ამქვეყნიური ცხოვრების სახეა. სანამ ზეციურ აღთქმულ ქვეყანას მივაღწევდეთ, მრავალი უბედურება, გაჭირვება და მწუხარება უნდა დავითმინოთ, რამეთუ როგორც ქვეყნად მცხოვრები ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ იცოცხლებს უჰაეროდ, ასევე, ვერც ერთი ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში ვერ ასცდება მწუხარებასა და სნეულებას.
ვისაც არა აქვს ღვთის შიში, მუდამ განცხრომა–განსვენებას ეძებს, ძილით ვერ ძღება და საქმისათვის წამოდგომა ეზარება, მცონარეობის ჭურჭლად იქცევა, ხორცთა ნებას იგემოვნებს და ამა სოფლის ყოველგვარ შვებას სიტკბოებით შეიწყნარებს. არ ეშინია უფლის მოსვლის, საღმრთო საქმე უმძიმს, შრომას ერიდება, მშრომელთ აძაგებს, მდაბალთ გმობს და ამპარტავანთ აქებს. თავხედთა და მზვაობართა მეგობარია.
ცათა სასუფეველი თქვენშია. რადგან ღვთის ძე შენშია, მაშინ მისი სასუფეველიც შენშია. აი, ზეციური სიმდიდრე, თუკი გსურს, იგი შენშია. აი, ცოდვილო, ცათა სასუფეველი, იგი შენშია. შედი შენს თავში, ეძიე გულმოდგინედ და იოლად იპოვი მას. შენს გარეთ სიკვდილია, მისი კარი ცოდვაა. შეიცან შენი თავი, დაემკვიდრე შენს გულში, რადგანაც იქ ღმერთია
მომთმენი სიხარულით ხვდება ჭირსა და განსაცდელთ. იგი მზადაა ყველას დაემორჩილოს. სავსეა სიყვარულითა და სულგრძელებით, ლოცულობს მაჭირვებელთა და მოძულეთათვის. იმარხავს დუმილს და სწყურია წიგნების კითხვა, მარხვის მოსწრაფეა და სწადია ლოცვა, ხელსაქმეში დაუზარელია და გაცემა–ბოძებაში ხალისიანი. ყველა საქმეში სანდოა. მსახურება ახარებს და ძმებს ტკბილი სიტყვით ამშვიდებს. საუბარში ბრძენია, ღამისთევის მოხარულია და უცხოთა შეწყნარებისათვის მუდამ მზადმყოფი. სნეულთა ...