ერთ ბერს, რომელიც საკუთარ თავს ნებას აძლევდა, მხოლოდ ყოველ მეშვიდე დღეს მიეღო საჭმელი, ძმებს კი ურისხდებოდა, წმიდანმა უთხრა: "ექვსდღიანი მარხვა გისწავლია, მრისხანებისაგან კი ერთი დღეც ვერ იკავებ თავს".

მრისხანება - ციტატები, გამონათქვამები

ისევე როგორც ცოტა-ცოტა წყლის დასხმით შეგვიძლია, ჩავაქროთ ცეცხლი, მრისხანებისა და გულისწყრომის ალსაც ამგვარადვე დაშრეტს ჭეშმარიტი გლოვის ცრემლები. ამიტომ, ამჯერად, თანმიმდევრობით სწორედ ურისხველობაზე ვისაუბროთ

13. თუ გულისთქმათაგან განთავისუფლება გსურს, ვნებებს უმკურნალე და გონებიდან მათ განდევნასაც შეძლებ. სიძვის ვნებასთან ბრძოლისას იმარხულე, იფხიზლე, იშრომე და განმარტოვდი; მრისხანებისა და მოწყინების ჟამს არარაობად შერაცხე დიდებაც, უბრ... იხილეთ სრულად

49. ყველას, ვისაც შეურაცხმყოფელისა არც შურს, არც ურისხდება, არც ძვირად იხსენიებს, ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობს, ჯერ კიდევ არ გააჩნია მისდამი სიყვარული, რამეთუ მას შეუძლია, მცნების თანახმად, სიყვარულის გარეშეც არ მიაგოს ბოროტებ... იხილეთ სრულად

8. ვინც ვნებათა მშობელს, თავმოყვარეობას უარყოფს, ის, ღვთის შეწევნით, ყველა სხვა ვნების: მრისხანების, მოწყნიების, გულღვარძლიანობის და სხვათა, დაძლევასაც შეძლებს. ვისაც პირველი ძლევს, რომც არ უნდოდეს, დანარჩენებითაც მოიშხამება. თავმ... იხილეთ სრულად

75. ვინც არ მოაშთობს პატივმოყვარეობასა და ავხორცობას და მათგან აღმოცენებულ და შობილ ვერცხლისმოყვარეობას, ის ვერ აღკვეთს მრისხანების აღმგზნებ მიზეზებს. ხოლო ვინც ყოველივე ამას არ მოიკვეთს, ის სრულყოფილ სიყვარულსაც ვერ მიაღწევს.

68. ნურასდროს სცემ ძმათგან ვინმეს, განსაკუთებით - უმიზეზოდ, რათა ის, განსაცდელის დაუთმენლობის გამო, არ გაიქცეს. მაშინ შენ ვერსად წაუხვალ სინდისის ქეჯნას, რომელიც ლოცვის ჟამს ყოველთვის მწუხრებას მოგგვრის და გონებას ღვთის იმედს განა... იხილეთ სრულად

62. "ხოლო მე გეტყვი თქვენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან ჰგცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთ კერძოცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. და რომელი წარგიქც... იხილეთ სრულად

61. "ხოლო მე გეტყვი თქვენ, ამბობს უფალი, გიყვარდეთ მტერნი თქვენნი, და აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა" (მათ.5,44). რატომ მოგცა უფალმა ეს მცნება? - რათა ეხსენი სიძულვილის, წყენის, მრისხანების და ძ... იხილეთ სრულად

51. უგუნური, ვნებებს დამონებული, მრისხანებით ძლეული, აფორიაქების ჟამს ისწრაფვის, განუსჯელად გაიქცეს ძმათაგან. ხოლო, როცა ავხორცობა შეიპყრობს, მაშინ მონანული კვლავ ბრუნდება და მათთან საუბრობს. კეთილგონიერი კი ორსავე შემთხვევაში სხვ... იხილეთ სრულად