
ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
51. უგუნური, ვნებებს დამონებული, მრისხანებით ძლეული, აფორიაქების ჟამს ისწრაფვის, განუსჯელად გაიქცეს
51. უგუნური, ვნებებს დამონებული, მრისხანებით ძლეული, აფორიაქების ჟამს ისწრაფვის, განუსჯელად გაიქცეს ძმათაგან. ხოლო, როცა ავხორცობა შეიპყრობს, მაშინ მონანული კვლავ ბრუნდება და მათთან საუბრობს. კეთილგონიერი კი ორსავე შემთხვევაში სხვაგვარად იქცევა. როცა გამწყრალია, აღკვეთს აღშფოთების მიზეზებს და თავისუფლდება ძმებზე წყრომისაგან, ავხორცობის მოძალებისას კი თავს იკავებს გულისთქმათა და უქმი მეტყველებისაგან.
|