აბა, წარმოიდგინე, რა საქციელი იქნება, მავანი ხელმწიფეს ესაუბრებოდეს, ამ დროს ვიღაც მონამ დაუძახოს, მან მეფეს ზურგი შეაქციოს და იმ მონასთან დაიწყოს ლაპარაკი! აი, ზუსტად ამგვარად იქცევა ის ადამიანიც, ვინც ღვთისმსახურების აღსრულებისას მავანთან საუბრობს, სხვა რამეზე ფიქრობს და საერთოდ გონებაგაფანტულია.
გულისხმავყოთ, ძმანო, თუ რაოდენ დიდია და უსასრულო მღვდლობის ღირსება. პატივი მივაგოთ და სათნო–ვიყოთ კაცნი, რომელთაც მღვდლობის პატივი შეუმოსიათ. უნდა გვიყვარდეს მღვდელნი, ისინი არიან ღვთის მეგობარნი და ჩვენი შუამდგომელნი მის წინაშე. პატივი მივაგოთ მღვდელს – მსახურს ღვთისას, რამეთუ მცნებად დაგვიდო უფალმა: "რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი, სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისა მიიღოს" (მათ. 10. 41). რომც არ იცნობდე შენ მღვდელს ...
სინანული სულიერი სარგებელია. ვფიქრობ, რომ სინანული სულიერი მონაგებია, რადგან იმკის იმას, რაც არ დაუთესავს. სხეული ხრწნას თესავს და სინანული მასაც იმკის და ადამიანს სიწმინდეს ანიჭებს. ბიწიერება ვნებებს თესავს, სინანული კი აღმოფხვრის მათ და სათნოებას თესავს. ის იღებს იმას, რაც არ გაუცია; სინანული კეთილმსახური შემკრებია, სარგებლისა, მომკითხველი იმისა, რაც არ გაუცია. ის ცოდვილებს მიმართავს: "მომეცით თქვენი ცოდვების ტვირთი - ჩემი ზღვევინების სარგებელი...
სამგზის სანატრელ არს კაცი იგი, რომლისა თანა არს კრძალულებაი, რამეთუ კრძალულებითა ცხონდების კაცი. ისმინეთ უკუე, ძმანო ჩემნო, რავდენსა შინა საქმესა სახმარ არს კრძალულება კაცისათვის: კრძალვაი ნებასა ბოროტსა და კრძალვაი მრავლისმეტყუელებასა ცუდისა სიტყუასა და გინებასა და ყუედრებასა და წყევასა, და არა ზრახვად ყოლადვე, რომელი არა ჯერ-არს;კრძალვაი შესმენისაგან მოყუსისა, რაითა არავინ შეურაცხვყოთ და არცა საიდუმლოი ვისი განვაცხადოთ, დაკრძალვაი სმენისაგან დ...
სინანული ღმერთმა დააწესა. იხილა ღმერთმა, რომ კაცთა მოდგმას მტერი აშფოთებს, და მის დასამხობად სინანული დააწესა. მტერი გვარწმუნებს, შევცოდოთ, სინანული კი გამზადებულია ცოდვილის შესაწყნარებლად. მტერი უშჯულოების ჩადენისკენ გვიბიძგებს, ხოლო სინანული გვირჩევს, უშჯულოება მოვიძულოთ და ღვთისადმი მოვექცეთ. პირველი სასოწარკვეთას გვინერგავს, ხოლო მეორე ცხონების სასოებას აღგვითქვამს. ცოდვა სინდისს აღშობს და აძინებს, სინანული კი მისი განწმენდისა და დამშვიდების ...
იმ დროს ატირდება ყოველი ზღვა და ხმელეთი, ატირდება ჰაერი და მასთან ატირდებიან ნადირნი ტყისანი და ფრინველნი ცისანი კაცთა მოდგმისათვის, რამეთუ ყოველნი განუდგნენ ყოვლაწმიდა ღმერთს და ირწმუნეს მაცდურისა. ნაცვლად მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ჯვარისა, მოიღეს ნიშანი ბილწისა და განდგომილისა. ატირდება ცა და ქვეყანა, რამეთუ პირთაგან კაცთა არღა აღევლინება ლოცვა და ფსალმუნება; და გლოვა დიდი იქნება ქრისტეს ეკლესიაში, რამეთუ არცა სადა ღვთისმსახურება აღესრულება და ა...
თავისი მოწყალების გამო ღმერთი ადრე წარმოგზავნის ილია თეზბიტელსა და ენუქს, რათა ასწავლონ ამ წინასწარმეტყველებმა ადამიანებს ღვთისმოშიშება, ღვთისმეტყველება და განსწავლონ ისინი, შიშის გამო არ დაემორჩილონ მტერს. მაცხოვარი თავისი განუზომელი კაცთმოყვარეობის გამო წარმოგზავნის ამ წინასწარმეტყველთ, რათა იმ დროსაც არ დატოვოს ადამიანები მოძღვრის გარეშე.
სიკვდილს დაასწარი და ახლავე შეინანე, დღეს აღასრულე სიკეთე, რომლის აღსრულებასაც ცოტა ხნის შემდეგ ვეღარ შეძლებ. წარსული დღეები გაუწყებენ მომავალ დღეთა შესახებ: როგორც მათ არ დააყოვნეს და წავიდნენ, ისე მომავლის დღეებიც არ დააყოვნებენ. გახსოვს, რა შორს იყო და რა შორეულად გეჩვენებოდა დღევანდელი დღე? აი, მოვიდა, მოგეახლა და ესეც სასწრაფოდ მიდის შენგან ისევე, როგორც განვლილმა დღეებმა გაიქროლეს. შენი სულისთვის იბრძოლე და იღვაწე და იბრძოლე დღევანდელი დღის...