სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


ასეთები განკითხვის ჟამს, წყალობის გარეშე დარჩებიან!

თუ ხედავ, რომ კაცი აშკარად ცოდავს, არ ინანიებს და მთელი ცხოვრება არავითარი მწუხარება არ შეემთხვევა სიკვდილის წუთამდე, იცოდე, რომ სამსჯავროზე, განკითხვის ჟამს, წყალობის გარეშე დარჩება თუ ხედავ, რომ კაცი აშკარად ცოდავს, არ

გამოცდილებით ვიცი, რომ ღვთისმოსაობა მდუმარების, ლოცვის, განსჯის, განმწმენდი ცრემლის, ჭეშმარიტი სინანულის და ღვთაებრივ საგანთა ჭვრეტის საშუალებით განაახლებს მოღვაწის როგორც სულს, ისე სხეულს. რა თქმა უნდა, ამას ფიზიკური ღვაწლიც ეხმარება, როცა ადამიანი სხეულით ძლიერია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ ღვაწლს მადლიერება და თავისბრალობა ცვლის. გამოცდილებით ვიცი, რომ ღვთისმოსაობა

ხსნის იმედს ნურასოდეს დაკარგავ, გოდებით მოუხმე უფალს და იტირე. ღმერთი არასოდეს უგულებელყოფს ცხონების მსურველ და მონანულ სულს, როგორც არ უნდა დაშავდეს ის ბრძოლისას. ხსნის იმედს ნურასოდეს დაკარგავ, გოდებით


კაცის გონება სიყრმიდანვე ბოროტებისკენაა მიდრეკილი

დროდადრო თავს გვატყდება განსაცდელები, რომლებიც თავბრუს გვახვევს და ტკბილი იმედის ნათელი მზე უკუნი სიბნელით იფარება. მაშინ გზაკვალი გვერევა და ბოლოს ისე ვფიქრობთ და ვმოქმედებთ, ჩვენს ქრისტიანულ მოწოდებას რომ არ შეეფერება. მაგრამ ღვთის სახიერებამ, რომელმაც იცის, რომ კაცის გონება სიყრმიდანვე ბოროტებისკენაა მიდრეკილი და ადამიანებს ქრისტიანული სრულყოფილების სიმაღლეზე დარჩენა არ შეუძლიათ, დიდებული და უსასრულო სინანულიც მოგვმადლა. დროდადრო თავს გვატყდება განსაცდელები

ცოდვათა უფსკრულიც რომ ფარავდეს ადამიანს, თუ ის ინანიებს და იმედს არ კარგავს, ეშმაკს მისი ეშინია. რადგან ზეციერი მამის მამობრივი გული უძღები შვილის ნათქვამით „ვცოდე“, მოლბება, პირველი მირბის, გულში იკრავს, ეამბორება, ნასუქ ზვარაკს უკლავს, ზეიმობს, რადგან მისი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა (ლუკ. 15, 19-24). ცოდვათა უფსკრულიც რომ ფარავდეს ადამიანს, თუ

როცა დაეცემი, ადექი და როცა შესცოდავ, შეინანე. ღვთის მოწყალების უკიდეგანო ზღვის შემყურეს გულში სასოწარკვეთილების შხამი ნურასოდეს შეგეპარება. ადამიანმა რამდენიც არ უნდა შესცოდოს, სინანულით მისი ცოდვები ღვთის სახიერების ზღვაში იკარგება და უჩინარდება. როცა დაეცემი, ადექი და შესცოდავ, შეინანე.

რაც უფრო ცოდვილია მონანული ადამიანი, მით მეტი პატივი მიეგება ღვთის მოწყალებას. რაც უფრო ცოდვილია მონანული ადამიანი, მით მეტი

ადამიანმა ათასჯერაც რომ შესცოდოს მომაკვდინებლად, თუ მთელი ძალით აიძულებს თავს სინანულისთვის, ვინაიდან სასოებს, არასოდეს დარჩება შერცხვენილი. ადამიანმა ათასჯერაც რომ შესცოდოს

მრავალმოწყალე მამამ მისკენ მიმავალი უძღები შვილი რომ დაინახა, მიეგება, გულში ჩაიკრა და ეამბორა, არ შეეზიზღა მისი უწმინდურობა, გარეგანი და შინაგანი უბადრუკი მდგომარეობა. ვინ შეძლებს აღწეროს მამის განცდა საყვარელ შვილთან შეხვედრისას, როცა თავისი ძე მკვდარი და დაკარგული ეგონა, ის კი ცოცხალი და მონანული იხილა? ეს სიხარულის განცდა საქმემ აჩვენა: მამამ შვილი მაშინვე უწინდელ მდგომარეობამდე აღამაღლა – ძეობა და მემკვიდრეობა დაუბრუნა. მრავალმოწყალე მამამ მისკენ მიმავალი უძღები

ღვთის გაცხადების საიდუმლოს დიდებულების წინაშე ყოველი ქრისტიანის გული სიხარულით თრთის და ზეიმობს! ოჰ, როგორი ღმერთი და მამა გვყავს! სიყვარულით აღსავსე ღვთის გული უგულებელყოფილი და დავიწყებულია, ღვთისა, რომელმაც ასე შეიყვარა ადამიანი! იგი წინასწარმეტყველის პირით ამბობს: „ნუ დაივიწყოს დედაკაცმან ყრმისა თვისისა, ანუ არ შეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი, დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ“ (ეს. 49, 15). „უკუეთუ [უწინ], მტერ რა. ვიყვენით [ღმრთისა], დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაითა, რავდენ უფროის აწ, და-რაი-ვეგენით, ვცხონდით მაცხოვარებითა მისითა“ (რომ. 5, 10).
როგორ ანუგეშებს პავლე მოციქულის ზემოთ მოყვანილი სიტყვები სულს, რომელმაც ახლახან შეინანა. ღვთის წინაშე დიდი კადნიერება აქვს იმ ადამიანს, ვისაც მოყვასი ებრალება და საქმითა და სიტყვით თანაუგრძნობს მას. ღვთის გაცხადების საიდუმლოს დიდებულების წინაშე

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2