314. როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი მოახლოებულ სიკვდილს?
313. რა განსხვავებაა მსასოებელ ადამიანსა და იმ კაცს შორის, ვინც არ მოელის ცხონებას?
291. სიკვდილის იმდენად მეშინია, რომ სასოწარკვეთა მიპყრობს, რას მეტყოდით?
96. როგორ მოვიქცე, თუ შევცოდე?
ზოგჯერ არ ვიცით, რომ ცოდვილნი ვართ. ისეც ხდება ხოლმე, რომ სიქას ვიცლით ზრუნვითა და შრომით, ვეფლობით გადაჭარბებულ მწუხარებაში, სასოწარკვეთილნი თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობთ. ყოველივე ეს უდიდესი ცოდვაა უფლის წინაშე, რამეთუ სიცოცხლე ღ...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ არ ვიცით, რომ ცოდვილნი ვართ. ისეც ხდება ხოლმე, რომ სიქას ვიცლით ზრუნვითა და შრომით, ვეფლობით გადაჭარბებულ მწუხარებაში, სასოწარკვეთილნი თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობთ. ყოველივე ეს უდიდესი ცოდვაა უფლის წინაშე, რამეთუ სიცოცხლე ღმრთის უდიდესი საჩუარია, ხოლო ჭირი და მწუხარება ჩვენზე მისივე ნებით დაიშვება, რითაც უფალი წვრთნის ჩვენს სულს მარადისობისათვის. ჩვენ კი სევდითა და სასოწარკვეთილებით, უფლის კეთილზრახვათა მცირედი რწმენით ამქვეყნიურ ჟამს ვიმო...
link
კვლა იტყვის: "მიკვირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა.
რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?
სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,
აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა".
რომლისამე სასო-წარკვეთილებას რომ ვხედავ, აქ სხუა იჭვი და შიში შემოვა ჩემის უღირსებისა შორის: ვაი ჩემს უღირსებას, თუ ცოდვისაგან გამოსვლა და ხსნა არ გენებებოდეს! თუ კი ცოდვისაგან განშორება გნებავს, სასო-წარკვეთილების მიზეზი რა უნდა ...
იხილეთ სრულად
რომლისამე სასო-წარკვეთილებას რომ ვხედავ, აქ სხუა იჭვი და შიში შემოვა ჩემის უღირსებისა შორის: ვაი ჩემს უღირსებას, თუ ცოდვისაგან გამოსვლა და ხსნა არ გენებებოდეს! თუ კი ცოდვისაგან განშორება გნებავს, სასო-წარკვეთილების მიზეზი რა უნდა გაქვნდეს? - ვერას მიზეზს ჰპოებ. მაგრამ ცოდვისაგან გამოსვლა არ გნებავს, და რადგან არ გნებავს, ხსნაც შეუძლო არის
link
მოიგონეთ, საყვარელნო, რომ ღმერთმა არ იცის მის მავედრებელთა სრულებით გაჭირვა და სამუდამო დავიწყება. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილან ამგვარსავე გაჭირვებაში, ამისთანა განსაცდელში ებაელები, და როდესაც გულით შევრდომიან უფალს, დაუყოვნებლივ...
იხილეთ სრულად
მოიგონეთ, საყვარელნო, რომ ღმერთმა არ იცის მის მავედრებელთა სრულებით გაჭირვა და სამუდამო დავიწყება. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილან ამგვარსავე გაჭირვებაში, ამისთანა განსაცდელში ებაელები, და როდესაც გულით შევრდომიან უფალს, დაუყოვნებლივ მივლინებიათ მისგან მტრის შემმუსვრელნი მძლავრნი, გონიერნი და სიმართლით აღვსილნი კაცნი.
link
ვინც იცის და ვისთვისაც ჯერ კიდევ უცნობია, რომ სასოწარკვეთილება მხოლოდ კაცთმოძულე დემონის მიერ თავსმოხვეული აჩრდილია, უსაშველობისა და უსასოების მანკიერებით მოცული.
არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!
არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების?
მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების.
ბედი, ცდა და... გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების.