გეკითხებით, რატომაა, რომ როდესაც ვინმე რაიმე ცოდვას ჩაიდენს, ჩვეულებრივ ვამბობთ: - მან შესცოდა, - ხოლო როდესაც შევიტყობთ, რომ ვინმემ სწორედ სიძვა მოიმოქმედა, მწუხარებით შევნიშნავთ: - იგი დაეცა. როდესაც ეშმაკი მოინდომებს, რომ ორი ა...
იხილეთ სრულად
გეკითხებით, რატომაა, რომ როდესაც ვინმე რაიმე ცოდვას ჩაიდენს, ჩვეულებრივ ვამბობთ: - მან შესცოდა, - ხოლო როდესაც შევიტყობთ, რომ ვინმემ სწორედ სიძვა მოიმოქმედა, მწუხარებით შევნიშნავთ: - იგი დაეცა. როდესაც ეშმაკი მოინდომებს, რომ ორი ადამიანი სამარცხვინო სიყვარულით შეიაკავშიროს, ჯერ ირივე მხარეს გამოსცდის და შემდეგ ვნების ცეცხლს აღძრავს.
ხშირად სიძვისმოყვარებისკენ მიდრეკილი ადამიანები მგრძნობიარენი და მოწყალენი, გულჩვილნი და ალერსიანნი არიან, ხოლო მათ...
link
როდესაც სიძვის მიერ განვიცდებოდი, ვიგრძენი რომ ამ მგელს იმით სურს მაცდუნოს, რომ ჩემს გულსი პირუტყვული სიხარული, ცრემლი და ნუგეში აღძრად, ხოლო სიყრმის უმეცრებით ვფიქრობდი, რომ მე უნაყოფობა ხრწნადობა კი არა - მადლის ნაყოფი მოვიხვეჭე...
იხილეთ სრულად
როდესაც სიძვის მიერ განვიცდებოდი, ვიგრძენი რომ ამ მგელს იმით სურს მაცდუნოს, რომ ჩემს გულსი პირუტყვული სიხარული, ცრემლი და ნუგეში აღძრად, ხოლო სიყრმის უმეცრებით ვფიქრობდი, რომ მე უნაყოფობა ხრწნადობა კი არა - მადლის ნაყოფი მოვიხვეჭე. თუ ყოველივე ცოდვა, რომელი ქმნეს კაცმან გარეგან ხორცთა არს, ხოლო რომელმან ისიძვოს ხორცთა შინა თვისთა, სცოდავს (1 კორ.6.18), ეს უეჭველია. იმიტომ, რომ სიბილწის დინებით ჩვენი ხორცის თვით ბუნება შეიბილწება, სხვა ცოდვაში კი ...
link
ვისაც სურს, რომ სიძვის ეშმაკი ნაყროვანებითა და სიმაძღრით დაამარცხოს, იმას მიაგავს, ვინც აგზნებული ხანძრის ჩაქრობას ზეთით ცდილობს. ვინც მხოლოდ მარხვით ცდილობს ამ ვნებას შეებრძოლოს, ის იმ ადამიანს მიემსგავსება, ვინც მორევიდან გამოცუ...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს, რომ სიძვის ეშმაკი ნაყროვანებითა და სიმაძღრით დაამარცხოს, იმას მიაგავს, ვინც აგზნებული ხანძრის ჩაქრობას ზეთით ცდილობს. ვინც მხოლოდ მარხვით ცდილობს ამ ვნებას შეებრძოლოს, ის იმ ადამიანს მიემსგავსება, ვინც მორევიდან გამოცურვას მხოლოდ ერთი ხელის მოსმით ლამობს. მარხვას სიმდაბლე შეუთავსეთ, რადგან პირველი მეორის გარეშე უსარგებლოა.
link
მეორე ჩვენი შერკინება მიმართულია სიძვის სულისა და ხორცის გულისთქმის წინააღმდეგ. ეს გულისთქმა ადრეული ასაკიდანვე იწყებს ადამიანის გატანჯვას. დიდია ეს შერკინება, მძიმეა და ორმაგი ბრძოლის მქონე. ამიტომ, თუ სხვა ნაკლოვანებებს მხოლოდ ე...
იხილეთ სრულად
მეორე ჩვენი შერკინება მიმართულია სიძვის სულისა და ხორცის გულისთქმის წინააღმდეგ. ეს გულისთქმა ადრეული ასაკიდანვე იწყებს ადამიანის გატანჯვას. დიდია ეს შერკინება, მძიმეა და ორმაგი ბრძოლის მქონე. ამიტომ, თუ სხვა ნაკლოვანებებს მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვთ სულში, ეს ვნება ორმაგია, სულში და სხეულში შემყარებული, და ამის გამო ორმაგი ბრძოლის გამართვა გვმართებს, რადგან არ არის საკმარისი მხოლოდ სხეულებრივი მარხულობა სრული გონებამრთელობისა და ჭეშმარიტი სიწმინდის მ...
link
ღვაწლი, რომელიც წინ გვიძევს, მრავალია. მრავალ სულთან მოგველის ბრძოლა, რომელთაგან უდიდესია სიძვა, რომელიც ცამდე აღმართავს აბრას და უფსკრულში ეშვება. როცა შენ მარხულობ, მღვიძარებ, ღაღადებ, ტირი, განიცდი, იგი (სიძვა), ეშმაკის შემწეობ...
იხილეთ სრულად
ღვაწლი, რომელიც წინ გვიძევს, მრავალია. მრავალ სულთან მოგველის ბრძოლა, რომელთაგან უდიდესია სიძვა, რომელიც ცამდე აღმართავს აბრას და უფსკრულში ეშვება. როცა შენ მარხულობ, მღვიძარებ, ღაღადებ, ტირი, განიცდი, იგი (სიძვა), ეშმაკის შემწეობით, ერთი წუთითაც არ ცხრება, არამედ მუდამ აღგზნებულია: ცეცხლი, ცეცხლისგან წარმოქმნილი, ესავის თესლი, ბაბილონის ძისა. შენ უხმობ, ეძებ ქრისტეს. აქეთ-იქით აწყდები, ტირი, განიცდი. ის კი ყვირის: "ქალი მინდა!" და განა ერთი დღე ...
link
თუკი სიძვისმოყვარების საზღვარი ისაა, რომ კაცი თვით პირუტყვისა და უსულო საგნების მიმართაც კი ვნებას განიცდის, სრული სიწმიდის საზღვარი ის იქნება რომ ადამიანი ყოველივეს, როგორც უსულოს, ისე უცქირდე.
თუ დაინდობ მტერს, მტერი გეყოლება, და თუ ვნებას დაინდობ, აღსდგება შენზე. თავშეუკავებელში ავხორცობას აღვიძებს ქალისადმი მიხედვა, უმანკოს კი ღვთის სადიდებლად განაწყობს. თუ ქალებთან შეხვედრისას ვნება არ აღგეძვრება, ნუ დაიმედდები, რომ ...
იხილეთ სრულად
თუ დაინდობ მტერს, მტერი გეყოლება, და თუ ვნებას დაინდობ, აღსდგება შენზე. თავშეუკავებელში ავხორცობას აღვიძებს ქალისადმი მიხედვა, უმანკოს კი ღვთის სადიდებლად განაწყობს. თუ ქალებთან შეხვედრისას ვნება არ აღგეძვრება, ნუ დაიმედდები, რომ მომავალშიც ასე იქნება, რამეთუ ბრბოში მოხვედრილი ძაღლიც კუდს აქნევს, მაგრამ როგორც კი დატოვებს ბრბოს, მისთვის დამახასიათებელ სიავეს იჩენს. როცა ქალის მოგონება ვნებას აღარ გგვრის, მაშინ დაასკვნი, რომ უბიწოების სავანეში შეა...
link
როცა შენ თავადაც ახალგაზრდა ხარ, სჯობს მიუახლოვდე მოტყინარე ცეცხლს, ვიდრე ახალგაზრდა ქალს, რადგან ცეცხლთან მიახლოებული ტკივილს იგრძნობ და მაშინვე უკან დაიხევ, ქალის მუსაიფით დაშაქრული კი მას უცბათ ვერ მოსწყდები. წყალთან ბალახი აბი...
იხილეთ სრულად
როცა შენ თავადაც ახალგაზრდა ხარ, სჯობს მიუახლოვდე მოტყინარე ცეცხლს, ვიდრე ახალგაზრდა ქალს, რადგან ცეცხლთან მიახლოებული ტკივილს იგრძნობ და მაშინვე უკან დაიხევ, ქალის მუსაიფით დაშაქრული კი მას უცბათ ვერ მოსწყდები. წყალთან ბალახი აბიბინდება, ხოლო ქალთა საზოგადოებაში - უწესო ვნება. ვინც სტომაქვს ივსებს და სიტყვას იძლევა რომ უმანკო იყოს, იმას ჰგავს, ვინც ამტკიცებს, რომ ცეცხლის ძალაც ჩალით დაშრეტს. როგორც ჩალას მოდებული ცეცხლის შეკავებაა შეუძლებელი, ა...
link
თავშეკავება ბადებს უმანკოებას, გემოთმოყვარება კი დედაა თავშეუკავლობისა. ზეთი სანთურის ალს ასაზრდოებს, ქალებთან ურთიერთობა კი ავხორცობას აღანთებს. ტალღები დაუტვირთავ ზომალდს ათამაშებს, სიძვის გულისთქმები კი - თავშეუკავებელ გონებას....
იხილეთ სრულად
თავშეკავება ბადებს უმანკოებას, გემოთმოყვარება კი დედაა თავშეუკავლობისა. ზეთი სანთურის ალს ასაზრდოებს, ქალებთან ურთიერთობა კი ავხორცობას აღანთებს. ტალღები დაუტვირთავ ზომალდს ათამაშებს, სიძვის გულისთქმები კი - თავშეუკავებელ გონებას. სიძვა-მრუშობა შემწედ ნაყროვანებას გაიხდის, იმიტომ რომ გონებას გონებას განშორდება, მოწინააღმდეგეს დაუმეგობრდება და ბოლომდე იბრძვის მტრებთან ერთად. მდუმარების მოყვარეს ისრები მტრის ისრები ვერ მოსწყვეტს, ბრბოში გარეული კი ...
link