92. ამბობენ, რომ სხეულის მდგომარეობას ცვლის და, აქედან გამომდინარე, გონებაში ვნებებს ან უბიწო აზრებს წარმოშობს შემდეგი ოთხი მოზეზი: ანგელოზები, დემონები, ჰაერი, საკვები. ამბობენ, რომ ანგელოზები, სიტყვით ცვლიან; დემონები - შეხებით;...
იხილეთ სრულად
92. ამბობენ, რომ სხეულის მდგომარეობას ცვლის და, აქედან გამომდინარე, გონებაში ვნებებს ან უბიწო აზრებს წარმოშობს შემდეგი ოთხი მოზეზი: ანგელოზები, დემონები, ჰაერი, საკვები. ამბობენ, რომ ანგელოზები, სიტყვით ცვლიან; დემონები - შეხებით; ჰაერი - თავისი ცვალებადობით; საკვები - საჭმლისა და წყლის რაოდენობით, მათი ზედმეტი ან ნაკლები მიღებით. გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ცვლილებები მეხსიერების, სმენისა და მხედველობის მეშვეობით ხდება კიდევ მაშინ, როცა სული წინ...
85. ზოგიერთები ამბობენ, რომ დემონები, რომლებიც ძილის დროს ჩვენი სხეულის სასირცხო ნაწილებს ეხებიან, სიძვის ვნებას აღძრავენ; შემდეგ აღძრულ ვნებას მეხსიერების მეშვეობით გონებაში დედაკაცის წარმოსახვა შემოაქვს. სხვები ამბობენ, რომ თავა...
იხილეთ სრულად
85. ზოგიერთები ამბობენ, რომ დემონები, რომლებიც ძილის დროს ჩვენი სხეულის სასირცხო ნაწილებს ეხებიან, სიძვის ვნებას აღძრავენ; შემდეგ აღძრულ ვნებას მეხსიერების მეშვეობით გონებაში დედაკაცის წარმოსახვა შემოაქვს. სხვები ამბობენ, რომ თავად დემონები დედაკაცის სახით ეცხადებიან გონებას, შემდეგ კი, ეხებიან რა სხეულის სასირცხო ნაწილს, დედაცაცის წადილს აღძრავენ; ამგვარი ოცნებებიც არსებობს. ზოგი კიდევ ფიქრობს, რომ მოახლოებულ დემონში რომელი ვნებაც არსებობს, იმავ...
84. გულისთქმათა შორის ზოგი მარტივია, ზოგი კი - რთული. მარტივია უბიწოება, ხოლო რთულია ვნებანი, ისევე როგორც ვნებებით გამოწვეული ფიქრებია რთული. ამასთანავე იმის დანახვაც შეიძლება, რომ მრავალ მარტივს რთული მოსდევს მაშინ, როცა გულისთქ...
იხილეთ სრულად
84. გულისთქმათა შორის ზოგი მარტივია, ზოგი კი - რთული. მარტივია უბიწოება, ხოლო რთულია ვნებანი, ისევე როგორც ვნებებით გამოწვეული ფიქრებია რთული. ამასთანავე იმის დანახვაც შეიძლება, რომ მრავალ მარტივს რთული მოსდევს მაშინ, როცა გულისთქმა იქითკენ ისწრაფვის, რომ ფიქრით შესცოდოს. მაგალითისათვის ავიღოთ ოქრო. ვიღაცას გონებაში ვნებიანი გულისთქმა აქვს ოქროს მიმართ და ცდილობს, ფიქრში მოიპაროს იგი, მან გონებაში უკვე აღასრულა ცოდვა. ზოგჯერ ოქროს მოგონებას მოჰყვ...
74. გონება ცოდვილ ზრახვებს შემდეგი სამი გზით იღებს: გრძნობათა მეშვეობით, სხეულის მდგომარეობიდან გამომდინარე და მოგონებებიდან. გრძნობათა მეშვეობით, - როცა მათზე (გრძნობებზე) ისეთი საგნები მოახდენენ შთაბეჭდილებას, რომელთა მიმართაც ჩ...
იხილეთ სრულად
74. გონება ცოდვილ ზრახვებს შემდეგი სამი გზით იღებს: გრძნობათა მეშვეობით, სხეულის მდგომარეობიდან გამომდინარე და მოგონებებიდან. გრძნობათა მეშვეობით, - როცა მათზე (გრძნობებზე) ისეთი საგნები მოახდენენ შთაბეჭდილებას, რომელთა მიმართაც ჩვენ ვნება გაგვაჩნია და ისინი გონებაში ვნებიან ზრახვებს აღძრავენ; სხეულის მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა თავს არ ვიკავებთ საკვებთან მიმართებაში, ანდა დემონის ან რომელიმე ავადმყოფობის ზემოქმედების შედეგად შეცვლილი სხეული...
71. ბოროტი სულები გვებრძვიან ან საგნებით, ან საგნებისადმი ვნებიანი ზრახვებით. საგნებით ებრძვიან მას, ვინც საგანთა შორის ტრიალებს, ხოლო ვნებიანი ზრახვებით მას, ვინც საგნებს განეშორა.
69. როცა ავხორცობა იზრდება, მაშინ გონება ძილში სიამეთა მომგვრელ საგნებზე ოცნებობს; ხოლო, როცა გულისწყრომა იზრდება, მაშინ ის შიშისმომგვრელ საგნებს ხედავს; არაწმინდა სულები თავის თანაშემწედ ჩვენსავე დაუდევრობას იყენებენ და აღძრავენ ...
იხილეთ სრულად
69. როცა ავხორცობა იზრდება, მაშინ გონება ძილში სიამეთა მომგვრელ საგნებზე ოცნებობს; ხოლო, როცა გულისწყრომა იზრდება, მაშინ ის შიშისმომგვრელ საგნებს ხედავს; არაწმინდა სულები თავის თანაშემწედ ჩვენსავე დაუდევრობას იყენებენ და აღძრავენ და აძლიერებენ ვნებებს; ხოლო მათ წმიდა ანგელოზები ამცირებენ მაშინ, როცა ჩვენ სათნოებათა აღსრულებისაკენ გვიბიძგებენ.
68. მშიერის გონება პურზე ოცნებობს, მწყურვალისა კი წყალზე, გემოთმოყვარისა სხვადასხვა სახის სანოვაგეზე, ავხორცისა - დედაკაცზე, პატივმოყვარისა - ადამიანთაგან თაყვანისცემაზე, ვერცხლისმოყვარისა - სიმდიდრეზე, გულღვარძლიანისა - შეურაცხმყ...
იხილეთ სრულად
68. მშიერის გონება პურზე ოცნებობს, მწყურვალისა კი წყალზე, გემოთმოყვარისა სხვადასხვა სახის სანოვაგეზე, ავხორცისა - დედაკაცზე, პატივმოყვარისა - ადამიანთაგან თაყვანისცემაზე, ვერცხლისმოყვარისა - სიმდიდრეზე, გულღვარძლიანისა - შეურაცხმყოფელის შურისგებაზე, შურიანისა - იმის უბედურებაზე, ვისიც შურს. იგივე ხდება სხვა ვნებათა შემთხვევაშიც, რამეთუ ვნებებით მოცული გონება ვნებიან აზრებს წარმოშობს. სხეულის მღვიძარებისა თუ ძილის ჟამს.
59. ერიდე ბოროტებათა მშობელს, თავმოყვარეობას, რომელიც სხეულის უგონო სიყვარულია, რამეთუ მისგან, მოჩვენებითი სიკეთის სახით, წარმოიშობა სამი პირველი და თანდაყოლილი ვნება და დაუოკებელი გულისთქმანი, კერძოდ კი ნაყროვანება, ვერცხლოსმოყვა...
იხილეთ სრულად
59. ერიდე ბოროტებათა მშობელს, თავმოყვარეობას, რომელიც სხეულის უგონო სიყვარულია, რამეთუ მისგან, მოჩვენებითი სიკეთის სახით, წარმოიშობა სამი პირველი და თანდაყოლილი ვნება და დაუოკებელი გულისთქმანი, კერძოდ კი ნაყროვანება, ვერცხლოსმოყვარეობა და პატივმოყვარეობა, რომელთა საბაბი აუცილებელი ხორციელი მოთხოვნილებებია; მათგან კი წარმოიქმნება ვნებათა მთელი გროვა. აი, ამიტომ, როგორც ნათქვამია, სავსებით უნდა განვუდგეთ თავმოყვარეობას და უდიდესი სიფხიზლით ვებრძოლო...
56. უკეთურია გონება, როცა აჰყვება სხეულს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი ავხორცული და ბიწიერი გრძნობებით აღეგზნება და მის ოცნებებსა და მისწრაფებებს შეერწყმება. მაღალზნეობრივი გონება კი ვნებიანი ოცნებებისა და მისწრაფებებისაგან თავ...
იხილეთ სრულად
56. უკეთურია გონება, როცა აჰყვება სხეულს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი ავხორცული და ბიწიერი გრძნობებით აღეგზნება და მის ოცნებებსა და მისწრაფებებს შეერწყმება. მაღალზნეობრივი გონება კი ვნებიანი ოცნებებისა და მისწრაფებებისაგან თავს იკავებს და განეშორება რა მათ, ცდილობს, თავისი ქმედება უკეთესი გახადოს.
47. არსებობენ საშუალებანი, რომლებიც ვნებათა მოქმედებას აბრკოლებენ და არ აძლევენ ზრდის უფლებას. ასე, მაგალითად, მარხვა, შრომა და მღვიძარება ავხორცობას არ აძლევს ზრდის უფლებას; ხოლო განმარტოება, ცოდნა, ლოცვა და ღვთის სიყვარული ამცირ...
იხილეთ სრულად
47. არსებობენ საშუალებანი, რომლებიც ვნებათა მოქმედებას აბრკოლებენ და არ აძლევენ ზრდის უფლებას. ასე, მაგალითად, მარხვა, შრომა და მღვიძარება ავხორცობას არ აძლევს ზრდის უფლებას; ხოლო განმარტოება, ცოდნა, ლოცვა და ღვთის სიყვარული ამცირებს მათ და საბოლოოდ ანადგურებს. ასევეა გულისწყრომასთან მიმართებაშიც; სულგრძელება, ძვირუხსენებლობა და სიმშვიდე ანელებს ვნებებს, ხოლო სიყვარული, მოწყალება, კეთილმოსურნეობა და კაცთმოყვარეობა ამცირებს მათ.