წმ. მაქსიმე აღმსარებელი

83. მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება და სხვა

83. "მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება" და სხვა (კოლ. 3,5). მიწიერი უწოდა ამ მოციქულმა ხორციელ სიბრძნეს: სიძვა - საქმით აღსრულებულ ცოდვას, უწმინდურება - სიძვის მოსურვებას, ვნება - ვნებიან აზრებს, ბოროტი გულისთქმა - ავხორცული ფიქრების ჩვეულებრივ მიღებას; ანგარება - ვნების აღმძვრელ და გამაძლიერებელ ნივთებს. ღვთაებრივი მოციქული მოგვიწოდებს, მოვაკვდინოთ ყოველივე ეს, როგორც ხორციელი სიბრძნის ნაწილი
 
თემატური კითხვები
0