ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, დემონი, გამონათქვამები, ციტატები
თქვენი დაძაბუნების, დაუძლურებისა და სულით დაცემისთვის სატანა სხვადასხვაგვარ მახეს იყენებს. თქვენ კი მისი ბოროტი ხრიკები გამოიცანით და საპირისპიროდ იმოქმედეთ.
ეშმაკი თავს ესხმის სიწმინდეს, ხელი რომ შეუშალოს სულიწმიდის მიერ მის მოხილვას. ამიტომაც გვაწუხებენ, შვილო, ბოროტი გულისსიტყვები, რომ სულიწმიდის ჭურჭელი არ გავხდეთ და არ ვიგრძნოთ, რომ მონაზვნური ცხოვრება ანგელოზებრივია. მაშ ასე, ... იხილეთ სრულად
ანგელოზები უშრომლად არიან უბიწონი, რადგან ეს მათი ბუნებაა, ქალწული კი ბუნებაზე აღმატებულ გზას ადგება; არა მარტო იმისთვის იღვწის, რომ ბუნებას სხვა მიმართულება მისცეს, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე მუდმივად იბრძვის და ძალისხმევას ... იხილეთ სრულად
ჩვენი ბრძოლა უფლებათა, მთავრობათა, ბნელ და უბოროტეს ძალთა (ეფეს. 6, 12), ძალზე გამოცდილ ლეგიონთა, ხორცისა და ვნებათა სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული. ეს ჭრილობებს ჰგავს, რომლებიც საშინლად გვტკივა და მათ განსაკურნებლად ხერხი, დრო, ... იხილეთ სრულად
გაფრთხილდი, ამ გულისსიტყვამ შენს გულში არ დაიბუდოს. რადგან ეშმაკის ხელოვნება ზიანის მიყენებაა, რაც ამ გამოცდილმა მაცდურმა კარგად იცის. მას უამრავი ადამიანი სასოწარკვეთილების მეშვეობით ჯოჯოხეთის სიღრმეებში ჰყავს დანთქმული.