ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები
ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები ქრისტიანობა, გამონათქვამები, ციტატები
მაცხოვარმა ბრძანა მის მიერ დაფუძნებული ეკლესიის შესახებ - რომელიც იცავს და ატარებს ქრისტიანულ რელიგიას - რომ თვით "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მთ. 16. 18). ქრისტეს სიტყვები არ გარდავა, თუნდაც რომ ზეცა და მიწა წარხდეს.
იმისათვის, რომ ქრისტიანული სწავლების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდეთ, ქრისტიანული ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ვინაიდან ქრისტიანული ცხოვრების წესი სულში მშვიდობასა და სიხარულს დაავანებს და ადამიანს, რომელმაც იგემა ის, აღარ სურს, განშორდეს მა... იხილეთ სრულად
ქრისტიანული რელიგიის სასწაულებრივი ქმედება ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. დაე, ასე იყოს, მაგრამ, "რასაც გონება ვერ წვდება, ეს ჯერ კიდევ არ არის რაღაც ისეთი რამ, რაც მის კანონებს ეწინააღმდეგება".
ქრისტიანული რელიგია ისეთია, რომ თუ მისი დასაბამისა და გავრცელების ისტორიიდან ამოვიღებთ ან გამოვრიცხავთ ყველა სასწაულებრივ ფაქტს, მიუხედავად ამისა, ის არ დაკარგავს თავის სასწაულებრივ ხასიათს და ღვთაებრიობას. "ქრისტიანობა, - ამბობს ... იხილეთ სრულად
სადაა სამყაროში სხვა რელიგია, რომელიც ღვთაებრივი წარმომავლობის ასეთ აშკარა ნიშნებს შეიცავს, როგორიც ქრისტიანული რელიგიაა?
ღმერთს ძალუძს, შექმნას ისიც კი, რაც ადამიანისათვის წარმოუდგენელია. ასეთია - სასწაულები, ბუნების კანონებზე აღმატებული ღვთის ყოვლისშემძლეობის ქმედებები და ამიტომ ადამიანის გონებისთვის გაუგებარია, რითაც სავსეა ქრისტიანული რელიგიის ის... იხილეთ სრულად
მაღალი მთები მაყურებლის ზერას ზღუდავს; მაგრამ ამ მაღლობებს მიღმა, გადაიშლება შესანიშნავი მიდამო, ახალი სფერო, რომელზეც წარმოსახვა თავის სწრაფი ფრთებით დაქრის. ადამიანური გონების ჰორიზონტიც შეზღუდულია რწმენის სიმაღმეებით, რომელთა გ... იხილეთ სრულად
ქრისტიანული რელიგია ანათლებს ადამიანს, ანათებს მის გონებრივ ჰორიზონტს, ამაღლებს მისი ცოდნის დონეს, მაგრამ იგი ყველაფერს არ უცხადებს მის მიმდევარს. მისი სწავლება აღსავსეა საიდუმლოებებით, რომლებსაც ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება და მ... იხილეთ სრულად
ქრისტიანობის წიაღში ჩვილებმა მეტი იციან ღმერთისა და მარადიული ცხოვრების შესახებ, ვიდრე - ძველი სამყაროს უდიდესმა ბრძენმა ადამიანებმა.