ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
ეშმაკი თავს ესხმის სიწმინდეს, ხელი რომ შეუშალოს სულიწმიდის მიერ მის მოხილვას. ამიტომაც გვაწუხებენ, შვილო, ბოროტი გულისსიტყვები, რომ სულიწმიდის ჭურჭელი არ გავხდეთ და არ ვიგრძნოთ, რომ მონაზვნური ცხოვრება ანგელოზებრივია. მაშ ასე, ... იხილეთ სრულად
გაფრთხილდი, ამ გულისსიტყვამ შენს გულში არ დაიბუდოს. რადგან ეშმაკის ხელოვნება ზიანის მიყენებაა, რაც ამ გამოცდილმა მაცდურმა კარგად იცის. მას უამრავი ადამიანი სასოწარკვეთილების მეშვეობით ჯოჯოხეთის სიღრმეებში ჰყავს დანთქმული.
აღსარებისას ნათქვამი ყველაფერი შეგენდობა. სატანამ შენი ხასიათი გაიგო და სერიოზული მიზეზის გარეშე გტანჯავს. რასაც მწერ, მტანჯველი გულისსიტყვები, ეშმაკის ხელოვნებაა, რომ უიმედობა და მწუხარება მოგიტანოს. დაივიწყე ყველაფერი, რაც მოხდა... იხილეთ სრულად
ხვრელიდან ამოსული გველი დასამალავად გარბის, რადგან გრძნობს, რომ დაარტყამენ. ასევეა ეშმაკისმიერი გულისსიტყვაც. ის შხამიანი გველივითაა და ადამიანის პირიდან გამოსვლისთანავე ქრება, უჩინარდება.