წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
მრავალგზის და მრავალფერად გიწოდებს შენცა მაცხოვარი განმავლობასა შინა შენისა სიცოცხლისა. ღვთისაგან არის ყოველი შემთხვევა, როდესაც გული შენი, მარადის გართული სოფლისა ამის ამაოებასა შინა, უცებ გაიხსოვნებს ღმერთსა, მოსწყინდება ყოველი ამ სოფლის ამაოება და ურვა, მოსწყურდება მიქცევა ღვთისადმი და დავიწყება ამ სოფლის ბოროტებისა; ან როდესაც სინიდისი შენი ტვირთმძიმე ცოდვათაგან სწუხს, იურვის და გდევნის შენ გამოსვლად ცოდვის მონებისგან და მიქცევად ღვთისადმი; გარნა საუბედუროდ ნაცვლად მისა, რომ შენ ყური დაუგდო ესრეთ შინაგანსა შენსა ხმოვანებასა და მიიღო იგი, ვითარცა წოდება ღვთისა, მზაკვარ გონებამან შენმან სხვა რამე მიზეზს მიაწერა იგი და დააჩუმა შინაგანი თვისი მოძრაობა და მით გააუქმა წოდება ღვთისა.
თემა: ღვთისაკენ სწრაფვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
როდესაც ღმერთი გიწოდებს შენცა, რა სახითაც გამოგიჩნდეს წოდება მისი, ნუღარ ჰყოვნი, ნუ მიზეზობ, ნუ ირყევი; არამედ მეყვსეულად ისმინე ხმა მისი და შეუდეგი მას. მაცხოვარი ასწავლიდა რა ერსა, ხშირად ესრეთ დააბოლოვებდა სიტყვათა თვისთა: „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ შეიძლება და საჭიროც არის შენდამიც მოვაქციოთ აწ სიტყვა ესე. თუ გული გაქვს, ძმაო, განმზადებული მიღებად სიტყვისა ღვთისა, თუ ჭკუა შენი არ არის მიდრეკილი, არამედ მსურველი შეწყნარებად ღვისაგან მოვლინებული სწავლისა და ქადაგებისა, ყური დაუგდე შენცა ყოველსა წოდებასა ღვთისასა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
თემა: ღვთისაკენ სწრაფვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ჩვენ ყოველნი მჭვრეტელნი პატიოსანისა ჯვარისა, ვითარცა მოთმინების და მღვიძარების ნიშანისა, განვაფრთხილებდეთ თავსა ჩვენსა და ვიქმნებოდეთ მხნენი და დაუღონებელნი მარხვასა, ლოცვასა და კეთილსა საქმესა შინა და ესრეთ ვსძლევდეთ ცოდვათა და ნაკლულევანებათა ჩვენთა, ვითარცა მაცხოვარმან ჰსძლო ჯვარითა თვისითა ცოდვა, სიკვდილი და ჯოჯოხეთი. "რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავ თავი თვისი და შემომიდეგინ მე".
თემა: ჯვრის ტარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ჭეშმარიტად ვიტყვი: რომელი იქადიან მართლმადიდებლობას, ხოლო ცუდად იქცევიან და ცოდვას არ ერიდებიან, უარესად ავნებენ სჯულსა მათსა, ვიდრეღა განცხადებულად ურწმუნონი. როდესაც ურწმუნო კაცი ცუდად იქცევა, ცოდვას არ ერიდება ეს საკვირველი არ არის და მე ვგონებ, რომ უფრო შესანდობელიც არის; გარნა რით უნდა განვხსნათ და რით უნდა შეუნდოთ ცუდი ყოფაქცევა იმ კაცსა, რომელი იქადის მართლმადიდებლობასა? ამისათვის ეცადე, მართლმადიდებლობის შვილო, არ შეარცხვინო დედა შენი, წმიდა ეკლესია, წინაშე მტერთა მისთა, არამედ ისრე მოიქეცი, რომ ყოველი ურჩი ეკლესიისა, მხედველი წმიდისა შენისა ცხოვრებისა ცხადად ხედვიდეს, რა კეთილი და სასარგებლო საქმე არის მართლმადიდებლობა.
თემა: მართლმადიდებლობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
გევედრები შენ, ძმაო ჩემო, შენ, რომელი ხარ მართლმადიდებელი, ეცადე და განამართლე ყოვლითა ღონისძიებითა სჯული შენი წინაშე წინააღმდეგთა მისთა. იცი, რას იტყვიან და რით იმართლებენ თავსა წინააღმდეგნი ჩვენისა საღმრთოისა სჯულისა?: "ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მართლმადიდებელნი განსხვავებულნი იყვნენ კარგითა მათითა ცხოვრებითაო, წინააღმდეგ ამისა ვხედავთ, რომელ თუმცა იგინი იქადიან მართლმადიდებლობითა, გარნა არ იქცევიან პატიოსნად და არ ერიდებიან უსამართლობასა და ცოდვასაო".
თემა: მართლმადიდებლობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
გარეშე ქრისტეს სჯულისა არ არის შესაძლებელი, რომ კაცმან შეიძინოს ჭეშმარიტი სათნოება და სიწმიდე. შეიძლება კი ცოტაოდენი ანუ დაბლისა ხარისხისა სიმართლე, პატიოსნება ჰქონდეს ურწმუნოსაცა კაცსა; შეიძლება და კიდეც მომხდარა მრავალ გზის, რომელ თვით კერპთმსახურნიცა, ეგრეთვე მაჰმადიანნი და სხვა სჯულის ხალხი იქმოდენ რომელთამე კეთილთა საქმეთა: კაცი ებრალებოდესთ, მოწყალება მისცენ, სიმართლე უყვარდესთ, გარნა არა ოდეს არ არის შესაძლებეილ, რომელ მათ მიითვისონ ნამდვილი და ჭეშმარიტი სათნოება, ის სათნოება, რომელი მხოლოდ განამართლებს კაცსა ღვთის წინაშე.
თემა: ქრისტიანობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ყოველი წინააღმდეგნი სარწმუნოებისა და გარდამაქცეველნი სწავლისა დაარღვევენ ერთობასა და მოახდენენ განხეთქილებასა და სიძულვილსა. მეოთხესა საუკუნესა შინა, ერთ ღამეს წმიდა ალექსანდრეს, ეგვიპტის მწყემსმთავარსა, გამოეცხადა სიზმრად უფალი იესო ქრისტე. ოდესცა წმიდამან ალექსანდრე შეხედა უფალსა იესო ქრისტესა, ნახა, რომელ მისი კვართი ანუ სამოსელი იყო გაპობილ ორად თავიდგან ბოლომდი, და ესმა ხმა უფლისა: „აჰა, რა მიყო არიოსმან!“ ეს კვართი გაპობილი მოასწავებდა წმიდასა ეკლესიასა, რომელი განაპო ორად უღმერთო არიოს სწავლითა თვისითა. სადღა იქმნება სიყვარული და ერთობა ეკლესიასა შინა, უკეთუ ყოველმან კაცმან თვისებრ დაიწყოს სწავლა საღმრთოთა საგანთა ზედა. აჰა, რისთვის ცდილობს წმიდა ეკლესია, რაითამცა საღმრთო იგი სწავლა, რომელი გარდამოგვცეს მოციქულთა, იყოს დაცულ შეუცვლელად ყოველთა კაცთაგან. აჰა რაისთვის ზარდასცემს იგი ანათემითა ყოველთა, რომელნი კადნიერ ექმნებიან გარდაქცევად სჯულისა მისისა.
თემა: ერთობა, ერთსულოვნებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ისრეთი ძვირფასი თვისება არის ერთობა სარწმუნოებისა, რომელ უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან უკანასკნელსა შინა ლოცვასა, პირველ ჯვარცმისა, მხურვალედ გამოითხოვა მამისა თვისისაგან, რათა ყოველნი მისნი მორწმუნენი იყვნენ ერთ, ვითარცა იგი და მამა ერთ არიან.
თემა: ერთობა, ერთსულოვნებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ერთობა და სიყვარული კაცთა შორის არის უძვირფასესი თვისება წინაშე თვალთა ღვთისათა. სადაც არ არის ერთობა და სიყვარული, მუნ არ არის მადლი ღვთისა, მუნ ეკლესია აღარ არის. რა არს ეკლესია? იგი არს შეკრება კაცთა ერთმორწმუნეთა, ესე იგი, ისრეთთა კაცთა, რომელთა აქვსთ ერთი ჰაზრი საღმრთოთა საგანთა ზედა. წმიდა მოციქული პავლე მისწერს ფილიპელთა: „აღავსეთ სიხარული ჩემი, რათა მასვე ზრახვიდეთ და იგივე სიყვარული გაქვნდეს, ერთსულ და ერთზრახვა იყვენით“; ხოლო ეფესელთა იგივე წმიდა მოციქული ამცნებს: „ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკვრელითა მით მშვიდობისათა“.
თემა: ერთობა, ერთსულოვნებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მიზეზი, რომლისათვისცა წმიდა ეკლესია ყოვლის ღონისძიებით იცავს შეუცვლელად სწავლასა მისსა და ფიცხელად განიკითხავს წინააღმდეგთა და გარდამქცეველთა ამა სწავლისათა, არის ისა, რომელ სწავლა იგი არს კავშირი ყოველთა ქრისტიანეთა, რომელი შეაერთებს ყოველთა კაცთა წინაშე ღვთისა.
თემა: ეკლესიაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი