წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ოდეს განმრავლდნენ კაცნი წინააღმდეგნი საღმრთოისა სჯულისა, რომელნი კადნიერად ბედავენ ცილობასა, და არათუ ცილობასა, არამედ თითქმის უარის ყოფასა უმთავრესთა მუხლთა ღვთისაგან მოღებულისა სჯულისათა. ესრეთსა გარემოებასა შინა ფრიად საჭირო და სასარგებლო არის, რომ წმიდამან ეკლესიამან აღამაღოს ხმა თვისი და ნათლად აღიაროს სწავლა ქრისტეს სჯულისა სანუგეშოდ ყოველთა ქრისტეს მოყვარეთა, ხოლო ყოველნი წინააღმდეგნი და განდრეკილნი ზარ-განხადოს საშინელითა ანათემითა. ამას ასრულებს კრება წმიდისა ეკლესიისა.
თემა: რჯულის კანონებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ნუ დაივიწყებ, რა პატიოსანს სასყიდელს აღუთქვამს ქრისტე მისთა აღმსარებელთა. რა დიდი არის და საკვირველი, რომ შენ წინაშე რაოდენთამე კაცთა აღიარო სახელი ქრისტესი მაშინ, ოდეს იგი აღგითქვამს შენ: „ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოსთა ღვთისათა“. ოდეს ყოველნი ტომნი, ანგელოსნი და კაცნი შეიკრიბებიან მეორედ მოსვლაზედ წინაშე დიდებისა უფლისა, მაშინ აღგიარებს შენ უფალი, მაშინ გამოაჩენს შენსა ერთგულებასა, რომელი მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.
თემა: ქრისტიანობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ქრისტეს აღიარებ მაშინ, ოდეს სახელითა მისითა გლახაკსა, მცირესა ძმასა შენსა შეეწევი ნაყოფისაგან შენისა; ქრისტეს მოღალატე ხარ, უკეთუ მარტო შენი თავისთვის ზრუნავ და არავის არ ეწევი; ქრისტეს ადიდებ, ოდეს გიყვარს მოყვასი შენი, რომელი შეიყვარა მან და სისხლი დაჰსთხია მისთვის; ქრისტეს უარჰყოფ, თუ მოიძულე ვინმე მოყვასთა შენთაგანი; ქრისტეს აღიარებ, ოდეს გახსოვს მცნება მისი და ყოველთვის სიმართლეს იტყვი და არავის მოატყუებ; ქრისტეს უღალატებ, ოდეს იქცევი მზაკვარებით, ოდეს იუდასავით ამბორს უყოფ მოყვასსა და მერმე გაჰყიდი მას.
ნუ ატყუებ, ძმაო, თავსა შენსა. ქრისტეს მოწაფე და ქრისტეს აღმსარებელი მაშინ ხარ, როდესაც აღასრულებ სიტყვათა მისთა; თუ არ მოინანიე ცოდვანი შენნი, თუ ისრეთ რასმე იქმ, რომელიც წინააღმდეგი არის იესო ქრისტესი, ქრისტეს მოღალატე ხარ. გახსოვდეს, რომ შენ ყოვლითა შენითა არსებითა, სულითა და ხორცითა ქრისტეს ეკუთვნი. შენ ქრისტესი ხარ ყოვლითურთ, ქრისტეს სისხლით მოსყიდული ხარ; ქრისტესთანა შეერთებული ხარ, ნათლისღებითგანვე ქრისტეს სახელი გეწოდება: აწ უკეთუ კეთილად ხვალ – ქრისტეს აღიარებ; უკეთუ სცოდავ და არ მოინანიებ, ქრისტეს მოღალატე ხარ. გეშინოდეს, რომ არ უარგყოს შენ ქრისტემან, უკეთუ შენ უარჰყავ იგი ცხოვრებითა შენითა.
კაცი, რომელი მხოლოდ ენითა თვისითა აღიარებს უფალსა, გარნა საქმითა იქცევა წინააღმდეგ მისთა მცნებათა, არა თუ ქრისტიანე არ არის, არამედ არის მოღალატე ქრისტესი. ისმინეთ, რას იტყვის ისაია წინასწარმეტყველი: "მომეახლებიან მე ერი ესე სიტყვით და ბაგითა პატივს მცემენ მე, ხოლო გული მათი შორს არს ჩემგან და ამაოდ პატივს მცემენ მე". ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეტყვის: "არა ყოველმან, რომელი მეტყოდეს მე: უფალო, უფალო და შევიდეს სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან აღასრულნეს სიტყვანი ჩემნი".
აღსარება (აღიარება) სჯულისა არის ორნაირი: ერთი სიტყვითა, მეორე თვით საქმითა. სიტყვით აღიარებს ღმერთსა იგი, რომელიც ენითა თვისითა წარმოსთქვამს სახელსა ქრისტესსა და სარწმუნოებასა მისსა, ხოლო საქმით იგი, რომელი ცხოვრებითა და ყოფა-ქცევითა თვისითა გამოხატავს ანუ მოიყვანს არსებაში სახარებასა იესო ქრისტესსა, ცხად არს, რომელ კაცმა, რომელსა სურს სათნოეყოს უფალსა, ორივე აღსარება უნდა აღასრულოს. ესე იგი შეაერთოს სიტყვა და საქმე
წინაშე ყოველთა კაცთა აღვიარებთ ჩვენ სახელსა ქრისტესსა და ყოველსა სჯულსა, რომელი გარდამოგვცა მან ჩვენ მოციქულთა და მამათა მიერ და არა თუ მხოლოდ აღვიარებთ, არამედ ლოცვასა და მადლობასა შევსწირავთ მისდამი, რამეთუ მოგვცა ჩვენ მადლი და შემწეობა ვიდრე ამჟამადმდე დაცვად სისწორით და სისრულით ყოვლისა სჯულისა მისისა; ხოლო წინააღმდეგთა ქრისტეს სჯულისათა, ანუ გარდამაქცეველთა და განმასხვავებელთა მისგან მოცემულსა სწავლისასა ვეტყვით ანათემასა, ესე იგი, უარვყოფთ მათ და განვაძებთ ეკლესიის კრებულისაგან.
თემა: რჯულის კანონებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მონანებასა და ზიარებას უნდა ჰქონდეს ორი საგანი ანუ ორი ბოლო: პირველად ისა, რათა მომავალისა დროებისათვის შეიქმნე უმჯობესი, ესე იგი, აღარ სცოდავდე და არ გაამწარებდე ღმერთსა. ნუ დაივიწყებ, გახსოვდეს მარადის, რომელ თუ შენ, მიმავალსა მაცხოვარებითისა ბარძიმისადმი არა გაქვს გულში გადაწყვეტილი და მტკიცე სურვილი დასტოვო და მოიძაგო ყოველნი ცუდნი შენნი ჩვეულებანი, არამედ დაუდევნელად აღასრულებ საღმრთოსა ამას საქმესა, არა თუ არ მიიღებ მადლსა და სულიერსა სარგებლობასა, არამედ შთავარდები საშინელსა შინა ცოდვასა, იქმნები რა თანამდები ცხოველსმყოფელისა ქრისტეს ხორცისა და სისხლისა. ნუ იყოფინ ჩვენდა ესრედ! ამინ.
თემა: ზიარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კარგა გაშინჯე, ძმაო და გამოიკვლიე ცხოვრება შენი პირველ ვიდრე მიხვალ აღსარებად და ზიარებად და როდესაც იწყო მიმოხილვა საქმეთა შენთა, მაშინ უმეტესი ყურადღება მიაქციე მას ზედა, რა ხახიათი გაქვს, რომელნი არიან თვისებანი სულისა შენისანი. ყოველის კაცის საქმენი დამოკიდებულნი არიან მისსა საკუთარსა ხასიათსა ზედა. ხასიათი, ანუ სულის თვისება არის წყარო ანუ ფესვი ყოვლისა საქმისა, ვითარცა კეთილსა, ეგრეთვე ბოროტისა. თუმცა შენ დღეს აღიარე რომელიმე ცოდვა და მიიღე შენდობა მოძღვრისაგან, გარნა უკეთუ წყარო ანუ ფესვი ცოდვისა, ესე იგი ცუდი ხასიათი შენი არ შეიტყვე და არ გამოსცვალე, უსარგებლო იქმნება აღსარება, ამისათვის, რომ ამავე საქმეს ხელახლა განიმეორებ.
თემა: აღსარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ერთი ძველის წარჩინებული კაცი იობი ესრეთ იტყვის თავზე: „მე მარადის ვსძრწოდი და მეშინოდა ყოველთა შინა საქმეთა ჩემთა“. რას ნიშნავს ძმაო, ეს თქმა? რისა ეშინოდა იმ კაცს? ნუთუ მისნი საქმენი იყვნენ ესოდენ ბოროტნი და ცოდვილნი, რომელ მას სიმართლით ეშინოდა მათგან? არა, ძმანო ჩემნო. იგი იყო კაცი მართალი და აღვსებული ქველისმოქმედებითა. მისი ცხოვრების აღწერაში არ არის ხსენებული, რომ მას ექმნას რომელიმე მძიმე ცოდვა. მაშ რას ნიშნავს ეს სიტყვა? რისთვის ეშინოდა საქმეთა მისთა ამ მართალს კაცს?
ვგონებ, ძმაო ჩემო, შიში იობისა გაჩნდებოდა მით, რომელ იგი ღრმად გაშინჯავდა და სიმართლით ასწონიდა ყოველთა თვისთა საქმეთა. სჩანს, რომ იგი არ იყო უდები, უზრუნველი და დაუდევნელი სულიერისა შინა ცხოვრებასა, სჩანს, რომ ხშირად ფიქრობდა თვისთა საქმეთა ზედა, ხშირად გაიკითხავდა თავის თავს. უთუოდ, რომ იგი ესრეთ იტყოდა თავის გულში: მართალია მე ვსცდილობ და მრავალს ქველის საქმეს ვასრულებ, გარნა ეს მისთვის, რომ ღმერთმა მომცა აღურაცხველი სიმდიდრე: რა დიდი რამ არის, რომ ესოდენისა სიმდიდრისაგან მივსცე რომელიმე შემწეობა ჩემთა მოყვასთა? გარნა როდესაც გამოვიკვლევ ჩემი გულის მდგომარეობას, ვპოვებ მუნ მრავალთა ცუდთა მიდრეკილებათა, ვხედავ, რომ თუ ღმერთს არ გავენათლებინე და ღმერთს შემწეობა არ მოეცა, ჩემით მარადის ვიქმნებოდი ცოდვილი.
აჰა, ძმაო, ერთი კეთილი და აღმაშენებელი მაგალითი თქვენთვის. თუ ესრეთი მართალი და ქველისმოქმედი კაცი მარადის განიკითხავდა თავის თავსა და გაზომავდა თვისთა საქმეთა, ჩვენ უმეტესად გვმართებს გაშინჯვა და გამოკვლევა ცხოვრებისა ჩვენისა; თუ მას ეშინოდა თვისთა საქმეთაგან, ჩვენ უმეტესად უნდა გვეშინოდეს ჩვენისა ცხოვრებისა და ყოფაქცევისა. ისიც დაუმატე, ძმაო, რომელ იობი იყო ძველის სჯულისა კაცი, და მისგან ღმერთი არ მოითხოვდა ესოდენსა სიწმინდესა და სიმართლესა, როგორითაც ჩვენგან, რომელნი ვართ ახალის სჯულისა, რომელთა ღმერთმა მოგვცა უმეტესი მადლი და უმეტესსა მოგვთხოვს სიწმიდესა და სათნოებასა.