ხშირად ხდება, რომ იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც ჩვენ გვაწყენინა, დამნაშავენი არ ვართ, მაგრამ ღვთის წინაშე მრავალი ცოდვა მიგვიძღვის, რომლებსაც ადამიანები ვერ ხედავენ, მხოლოდ ღმერთი ხედავს.
შეიძლება ითქვას, რომ უფალმა ჩვენვე მოგვცა საკუთარი სამსჯავრო: ჩვენზეა დამოკიდებული: ჯერ კიდევ აქ დაახლოებით განისაზღვროს სასამართლოს განაჩენი და გადაწყვეტილება ჩვენზე. როგორც მოვექცევით მოყვასს, ისევე მოგვექცევა უფალი. თუ მივუტევე...
იხილეთ სრულად
შეიძლება ითქვას, რომ უფალმა ჩვენვე მოგვცა საკუთარი სამსჯავრო: ჩვენზეა დამოკიდებული: ჯერ კიდევ აქ დაახლოებით განისაზღვროს სასამართლოს განაჩენი და გადაწყვეტილება ჩვენზე. როგორც მოვექცევით მოყვასს, ისევე მოგვექცევა უფალი. თუ მივუტევებთ, ჩვენც მოგვეტევება. უფალმა ასე ბრძანა და საკუთარ სიტყვას არ გადათქვამს.
არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება.