წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

როგორითაც ხორციელი ცხოვრება კაცისა შესდგება ორით: ჰაზრითა და მოქმედებითა, ეგრეთვე სულიერი ცხოვრება შედგება ლოცვითა და საქმითა. ის ლოცვა არ არის ჭეშმარიტი ლოცვა, რომელიც არ გარდაიქცევა კეთილ საქმედ. მაშასადამე, ყოველი კეთილი და წმიდა ჰაზრი, რომელიც გაჩნდება შენ გულში, ლოცვისაგან არის და ლოცვა არის; ყოველი კეთილი და წმიდა საქმე, რომელს შენ იქმ ღვთის გულისათვის და მისი სიყვარულისათვის, ლოცვა არის, ვინაიდან არის ნაყოფი ლოცვისა. როგორითაც ხორციელი ცხოვრება კაცისა შესდგება

ნუ ჰგონებ, ძმაო ჩემო, რომ ჭეშმარიტი ლოცვა იყოს ერთი მხოლოდ უქმი გულის გრძნობა, განშორებული ყოვლისა საქმისაგან. არა! ჭეშმარიტი ლოცვა არის განმაცოცხლებელი და მიმზიდველი კაცის სულისა საქმისადმი კეთილისა. იგი გააღვიძებს კაცის გულში ყოველთა კეთილთა ჰაზრთა და განზრახვათა, და გააუქმებს და მოსწყვეტს კაცსა, რათა ადიდოს ღმერთი საქმითა მისითა. ნუ ჰგონებ, ძმაო ჩემო, რომ ჭეშმარიტი ლოცვა

ლოცვა არის უღრმესი და უშინაგანესი მოძრაობა კაცის სულისა. ოდეს სული კაცისა არის ჭეშმარიტსა ლოცვასა შინა, მაშინ ყოველნი სხვანი მისნი ორგანონი და გრძნობანი არიან დადუმებულნი, ყოველნი მისი ჰაზრი და გრძნობანი არის შემოკრებილი და შეგროვებული ერთსა წერტილსა შინა, მაშინ იგი სდგეს წინაშე ტახტისა დიდებისა ღვთისასა და იგი, ერთის მხრით, ჰგრძნობს და განიხილავს თვისსა განუზომელსა სიგლახაკესა და, მეორეს მხრით, განუზომელსა მოწყალებასა ღვთისასა, იგი ცხადად ჰგრძნობს, რომ ღმერთმა მიიღო მისი ლოცვა, შეიწყნარა იგი და აპატივა მას მისი უღირსება. ლოცვა არის უღრმესი და უშინაგანესი მოძრაობა

ჭეშმარიტი ლოცვა არის ღვთის ძებნა; იგი არის მოძრაობა და მისწრაფება კაცის სულისა ზეციერისა მიმართ მამისა. ჭეშმარიტ ლოცვაში კაცის სული თითქმის გამოვა ხორცთაგან და შევა ცათა შინა. მაშინ იგი ცხადად ჰგრძნობს ღვთის სიახლოვეს და არათუ სიახლოვესა, არამედ მასთან ერთობას. როდესაც კაცის გულში გაჩნდება მადლი ჭეშმარიტისა ლოცვისა, მაშინ გული მისი ადუღდება და როგორც მშიერი კაცი პურისა და მწყურვალე სასმელისა, ეგრეთვე იგი ეძიებს მადლსა და ლხინებასა ღვთისადმი. ამ მდგომარეობაში იყო სული დავით წინასწარმეტყველისა, როდესაც მან ღაღად-ჰყო: "ვითარცა სახედ სურის ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო; მოსწყურდა სულსა ჩემსა ღვთისა მიმართ ცხოველისა, ოდესმე მივიდე და გამოვეცხადო პირსა შენსა, უფალო". ჭეშმარიტი ლოცვა არის ღვთის ძებნა; იგი

ჭეშმარიტი ლოცვა არის პირველად თავის ცნობა, თავის სულიერი მდგომარეობის შეტყობა, როდესაც კაცი თვისითა ჰაზრითა და გონებითა მიბრუნდება თავის თავისკენ, გამოიკვლევს თვისის საკუთარის სულიერის ცხოვრების სახესა, შეიტყობს თვისსა შემცოდაობასა, ცხადად დაინახავს თვისსა სიგლახაკესა, შეშინდება თვისისა უღირსებისაგან, შეწუხდება და იურვის, უნებლივად მიმართავს ღვთისადმი, სული და გული მისი უნებლივად მიიქცევა ზეციერისა მამისა მიმართ. ვინც ესრეთ კეთილად გამოიკვლევს თავსა, მას აქვს სული შემუსვრილი და გული დამდაბლებული; იგი ლოცულობს არა ბაგითა და ენითა, არამედ გულითა და სულითა. ჭეშმარიტი ლოცვა არის პირველად თავის ცნობა

ჭეშმარიტი ლოცვა არა მდგომარეობს მრავალსიტყვაობასა შინა, არცა მრავალ მუხლმოდრეკასა, არცა ხელთა აღპყრობასა, არცა მხოლოდ პირჯვრის წერასა, არცა სხვათა ამის მსგავსთა გარეგანთა მოქმედებათა. ესენი არიან მხოლოდ ნიშანნი და სახენი ლოცვისანი; შეიძლება რომ იგინი ჰქონდეს კაცს და ჭეშმარიტი ლოცვა კი არ იცოდეს. ჭეშმარიტი ლოცვა არა მდგომარეობს

კაცი გონიერი, თუ კი მის გულში რომელიმე ღვთის მადლი და სასოება არის, არასოდეს არ იქმნება კმაყოფილი თავის თავისა. იგი მარადის თავის თავს აფრთხილებს და თავის თავს უჯავრდება. თუმცა რაიმე კეთილი და გამოსაჩენი ქმნას, ამით არ დაკმაყოფილდება იგი, არამედ სურს, რომ კიდევ უმჯობესი რაიმე ქმნას. თვით ღმერთმა კაცის ბუნებასა შინა დანერგა დაუსრულებელი მისწრაფება უმჯობესისა და უმაღლესისა მდგომარეობისადმი. კაცი ცოცხალი, გონიერი და ცხოველი, ვერასოდეს ვერ დააკმაყოფილებს ვერცა ჭკუასა, ვერცა გულსა თვისსა. რამდენიც გინდა სწავლა და მეცნიერება მიღოს კაცის ჭკუამა, იგი მაინც არის ხარბი და გაუმაძღარი და მიესწრაფება უმაღლესისა მეცნიერებისა ხარისხისადმი. ეგრეთვე გული ჭეშმარიტისა, ღვთისმოყვარისა კაცისა, ვერასოდეს ვერ გაძღება, თუგინდ მრავალნი სათნოებანი აღასრულოს. მაშასადამე კაცი, რომელიც იქადის თვისითა სათნოებითა, ამით ამტკიცებს, რომ მას არა აქვს ჭეშმარიტი სათნოება. შინაგანი გულის კმაყოფილება არის ნიშანი მისისა უგუნურებისა. კაცი გონიერი, თუ კი მის გულში რომელიმე ღვთის

ფარისეველი აქებს თავის თავს, იგი კმაყოფილი არის თავის თავისა, იგი მოხარული არის, მას ჰგონია, რომ იგი არის სრული კაცი. გასაოცარი არის, ძმანო, ესრეთი მისი ჭკუის დაბნელება! როგორ არ ჰგრძნობდა, რომ იგი იყო ამპარტავანი და თვით ამ სიტყვებში გამოუჩნდა მას სულიერი ამპარტავნება, რომელი არის ყოველთა უსაშინელესი ცოდვა? ეს მოხდა მისთვის, რომ იგი სჯულსა ასრულებდა გარეგანითა სახითა და თავის გულს და ყოფაქცევას არ განიკითხავდა. რადგანაც იგი საყდარში დადიოდა დაწესებულს დროს და ლოცულობდა გარეგნობით, რადგანაც დაწესებულს დღეებში მარხულობდა, სჯულისაგან ბრძანებულს ათეულს შეწირვიდა და ამის გვართა გარეგანთა მცნებათა ასრულებდა, ამით მოტყუვდა იგი და თავის თავი დიდად მიაჩნდა. ამის მსგავსნი არიან ახლაც! რადგანაც ზოგიერთნი ქრისტიანენი ზოგიერთთა გარეგანთა, ადვილთა მცნებათა ასრულებენ ბეჯითად, დიდად კმაყოფილი არიან და თავი თვისი დიდათ მიაჩნიათ ფარისეველი აქებს თავის თავს, იგი კმაყოფილი

რაკი კაცი იგრძნობს თავის ცუდს მდგომარეობას, თუკი იგი უკმაყოფილო არის თავის თავისა, ეს არის დიდი და მაღალი ნიშანი. ეს შინაგანი მისი უკმაყოფილება სდევნის მას, აიძულებს, გააღვიძებს, რომ გამოვიდეს ცოდვისაგან, და აღასრულოს მცნება, გამოსცვალოს მისი ცხოვრება. ეს უკმაყოფილება არის წყარო ყოვლისა წარმატებისა, ვითარცა სულიერისა, ეგრეთვე ხორციელისა. რაკი კაცი იგრძნობს თავის ცუდს მდგომარეობას

ღმერთმან, ძმანო, კაცის ბუნებასა შინა დანერგა დაუსრულებელი მისწრაფება უმჯობესისა და უმაღლესისა მდგომარეობისადმი. კაცი ცხოველი და გონიერი ვერაოდეს ვერ დააკმაყოფილებს ვერცა ჭკუასა, ვერცა გულსა თვისსა; რაოდენიც გინდა სწავლა და მეცნიერება მიიღოს კაცის გონებამ, მაინც არის გაუმაძღვარი და ხარბი უმაღლესისა მეცნიერებისა. ეგრეთვე გულიცა მისი, თუ მას შინა არის აღნთებული საღმრთო ცეცხლი ღვთაებრივისა მადლისა, ვერაოდეს ვერ დაკმაყოფილდება თვისითა მოღვაწებითა და სათნოებითა, არამედ მარადის არის მისწრაფებული უმაღლესისა ხარისხისადმი სათნოებისა. გარნა სჩანს, რომ ფარისევლის გულში იყო ერთი მხოლოდ მკვდარი და უგრძნობელი გარებანი ჩვეულების აღსრულება, და არა ცხოველი მისწრაფება უმჯობესისა მიმართ მდგომარეობისა. ღმერთმან, ძმანო, კაცის ბუნებასა შინა დანერგა

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1