სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
შვილო, რისთვის დატოვე ეს სოფელი? არა იმისთვის, რომ განწმენდილიყავი? არა ჭეშმარიტი ღვთისმიერი სიყვარულის მოსაპოვებლად? ხოლო როცა ბედს უჩივი და შენზე უპირატესებს განიკითხავ, ნუთუ ეს სოფლისგან განშორების მიზანს ემსახურება? როდემდე გაახარებ ეშმაკს და არ დაუდებ სათავეს სინანულსა და გამოსწორებას? დრო გადის და აღსასრული გვიახლოვდება. ახლა ვაიძულოთ თავი; ახლა ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი. მოგვიანებით კი უსარგებლოდ წავიშენთ თავში ხელს.
გვავიწყდება, რომ თავის იძულება გვმართებს
მებრძოლი რწმენით უნდა სასოებდეს ღმერთს
როცა ღმერთი კაცს გაანათლებს, ის კი თავის ცოდვებს შეინანებს და სიმდაბლითა და ყურადღებით ცხოვრებას დაიწყებს, მაშინ ღმერთი არ დაუშვებს მის დაღუპვას. ცხადია, ადრინდელი ცოდვებისადმი მიდრეკილება მას ეკლებად და წინააღმდეგობად ექცევა, მაგრამ როცა შემზარავად აზვირთებულ ტალღებს დაინახავს, უიმედოდ არ უნდა იფიქროს, რომ დაეცემა და დაიღუპება. არამედ რწმენით უნდა სასოებდეს ღმერთს და სულიერი მამის წინამძღოლობითა და წვრთნით სიმდაბლით იბრძოლოს; ძლიერი ქარიშხლის კი ნუ შეეშინდება.
აბა, სულო ჩემო, შენი ბოლო დღეა
ყოველთვის იფიქრე სიკვდილზე, თითქოს ყოველი დღე, რომელიც თენდება, შენთვის უკანასკნელი იყოს და თქვი: „აბა, სულო ჩემო, შენი ბოლო დღეა. მოდი, ვეცადოთ, რომ ეს დღე მაინც გავატაროთ ბრძოლასა და სინანულში. საღამოს კი, როცა ჩვენი საშინელი მსაჯულისა და ღვთის წინაშე მუხლმოყრილნი შემზარავ სამსჯავროზე აღმოვჩნდებით, იმედი მაქვს, ვპოვებთ წყალობას.