მონაზვნებისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ღმერთთან ერთობის მიღწევაა, ეს არის ჩვენი სურვილების საზღვარი. როდესაც ადამიანი ღმერთს შეუერთდება და მის გულში უფალი დაივანებს, მაშინ მას აღარაფერი სჭირდება – სულში საერთოდ ქრება სიცარიელე. ...
იხილეთ სრულად
მონაზვნებისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ღმერთთან ერთობის მიღწევაა, ეს არის ჩვენი სურვილების საზღვარი. როდესაც ადამიანი ღმერთს შეუერთდება და მის გულში უფალი დაივანებს, მაშინ მას აღარაფერი სჭირდება – სულში საერთოდ ქრება სიცარიელე. ამასთან მას არც ცხოვრებისათვის აუცილებელი რაიმე ნივთიერი აკლია. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ უყვარს ღმერთს თავისი მორჩილი.
ღმერთთან ასეთი მჭიდრო ერთობის საშუალება არის ლოცვა. აქ ჩვენ მხოლოდ ხატების წინ ლოცვ...
როგორ ვერბძოლოთ გარეშე აზრებს: ლოცვის ან სასულიერო თემაზე მსჯელობისას ერიდეთ თქვენს გუნებაში გარეშე აზრების მოძალებას. უბრძანეთ მათ – „სახელითა უფლისათა კრულ გყოფ!“ – და უკეთური აზრი მყისვე დაგემორჩილებათ. იესოს ლოცვითა და პირჯვრი...
იხილეთ სრულად
როგორ ვერბძოლოთ გარეშე აზრებს: ლოცვის ან სასულიერო თემაზე მსჯელობისას ერიდეთ თქვენს გუნებაში გარეშე აზრების მოძალებას. უბრძანეთ მათ – „სახელითა უფლისათა კრულ გყოფ!“ – და უკეთური აზრი მყისვე დაგემორჩილებათ. იესოს ლოცვითა და პირჯვრის სახვით ადვილად გაძევდება ყოველი ძალა მტრისა.
თავი შეიკავე ხილული საქმეებისაგან, საუბრებისაგან და ებრძოლე შინაგან აზრებს, სანამ არ მოიპოვებ სუფთა ლოცვას – სახელს, სადაც ქრისტე ცხოვრობს, რომელიც განგანათლებს და ნეტარებას მოგგვრის თავისი მოკითხვით და გამოცხადებით.
ორი სრულიად საწინააღმდეგო ძალა მოქმედებს ჩემზე: სიკეთისა და ბოროტებისა, სიცოცხლისმომნიჭებელი და მომაკვდინებელი. ორივე სულიერია, ორივე უხილავი ძალაა. კეთილი, თავისუფალი, წრფელი ლოცვისას, იგერიებ, განაგდებ ბოროტს, ბოროტი ძალა კი მხო...
იხილეთ სრულად
ორი სრულიად საწინააღმდეგო ძალა მოქმედებს ჩემზე: სიკეთისა და ბოროტებისა, სიცოცხლისმომნიჭებელი და მომაკვდინებელი. ორივე სულიერია, ორივე უხილავი ძალაა. კეთილი, თავისუფალი, წრფელი ლოცვისას, იგერიებ, განაგდებ ბოროტს, ბოროტი ძალა კი მხოლოდ იმ ბოროტებითაა ძლიერი, რომელიც ჩემშია ჩამარხული. ეშმაკის განუწყვეტელ გვემას რომ ავცდე, მუდმივად გულზე უნდა მედოს იესოს ლოცვა: იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე. უხილავის წინააღმდეგ - ხილული ღმერთი, ძლიერის წინააღმდეგ -...
978. რას ეტყოდით მას, ვისაც საშინელი წინააღმდეგობა აქვს ჩაგონებული იესოს ლოცვის მიმართ?
იხილეთ სრულად
ვისაც საშინელი წინააღმდეგობა აქვს ჩაგონებული იესოს ლოცვის მიმართ და თანაც სრულიად არ იცნობს მას გამოცდილებით, იმისთვის უმჯობესი იქნება საერთოდ შეიკავოს თავი იესოს ლოცვაზე მსჯელობისაგან და აღიაროს, რომ არაფერი გაეგება ამ უწმინდესი ღვაწლისა, ვიდრე იესოს ლოცვის წინააღმდეგ მქადაგებლის როლი იკისროს და ამტკიცოს, რომ იგი ეშმაკის ხიბლისა და სულის წარწყმედის მიზეზია.
796. მავანნი ამბობენ, იესოს ლოცვისაგან ყოველთვის, ანდა თითქმის ყოველთვის ხიბლი იშვებაო და კრძალავენ მას. რას გვასწავლიან ამ აზრთანდ დაკავშირებით წმ. მამები?
იხილეთ სრულად
ამ აზრსა და ამ აკრძალვაში საშინელი ღმრთისგმობა და სავალალო ხიბლია ჩადებული. ჩვენი ცხონების ერთადერთი წყარო და გზაა უფალი იესო ქრისტე, მისმა კაცობრივმა სახელმა მისივე ღმრთაებრივი ბუნებისაგან შეითვისა განუსაზღვრელი, ყოვლადწმიდა ძალა ჩვენი ცხონებისა. და განა შესაძლებელია, რომ ეს ძალა, ჩვენს საცხოვნებლად მოვლენილი, ჩვენსავე დასაღუპად გვექცეს? ეს ხომ უაზრობაა! ეს გახლავთ გულსატკენი, ღმრთისმგმობი, სულის წარმწყმედელი შეცდომა, ხოლო ვინც ეს აზრი შეითვისა,...
722. შეგვეწევა თუ არა იესოს ლოცვა ვნებებთან ბრძოლაში?
იხილეთ სრულად
იესოს ლოცვა უძლიერესი იარაღია ვნებებთან საბრძოლველად. მაგალითად, ერთი ადამიანი ამაყია, მეორე სიძვის გულისთქმებს მოუცავს, სხვა კი შურისაგან იტანჯება, მაგრამ არცერთ მათგანს არ გააჩნია არანაირი ძალა, ცოდვებს რომ წინააღუდგნენ. სად მოიძიონ იგი? ერთადერთ – იესოს ლოცვაში. მტერი ყოველმხრივ ცდილობს, რომ მისგან განგვაშოროს, – რა სარგებელს ჰპოვებთ მუდამ ერთსა და იმავე სიტყვების განმეორებით, როდესაც არც გონება და არც გული მასში არ მონაწილეობს, უმჯობესია ეს ლ...
600. რა საშუალება გვეხმარება იმაში, რომ ღმერთი გვახსოვდეს?
იხილეთ სრულად
უფრო უკეთ რომ დავეჩვიოთ ღმერთის ხსოვნას, ამისათვის მოშურნე ქრისტიანებს გააჩნიათ განსაკუთრებული საშუალება, კერძოდ, – განუწყვეტელი განმეორება მოკლე ლოცვისა. უმეტესად ესაა – უფალო შემიწყალე! ან იესოს ლოცვა... თუკი აქამდე არ მიმართავდით მას, მოდი, დღეიდან შეუდექით ამ ლოცვის შესრულებას. დადიხარ, ზიხარ, მუშაობ, ჭამ თუ დასაძინებლად წვები, მუდამ იმეორე: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი! ხანგრძლივი განმეორების შემდეგ ეს სიტყვები ისე მი...
არ გეგონოთ, თითქოს იესოს ლოცვა კაცის გამოგონილი იყოს, იგი ღმერთის დაწესებულია. იესოს უწმინდესი ლოცვა დაგვიწერა და გვამცნო თვით უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ. საიდუმლო სერობის შემდეგ, რომელზეც შესრულდა უდიდესი ქრისტიანული საიდუმლო – წმ. ევქარისტია. უფალმა თავის მოწაფეებთან გამოსათხოვარ საუბრებში. საშინელი წამებისა და ჯვარცმის წინ, წარწყმედილი კაცობრიობის გამოსასყიდად მსხვერპლად შეწირვის წინ გადმოგვცა ყველაზე მაღალი სწავლება და უმნიშვნელოვანესი მცნებ...