ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
განა ამპარტავნებისა და ჯანყის გამო არ განიდევნენ ღვთისგან ლუციფერი და ადამი? ხოლო ღვთისმშობლის სიმდაბლემ: „აჰა მხევალი უფლისა; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!“ (ლუკ. 1, 38) და ქალწულისგან შეურევნელად შობილმა ღვთის ძემ, რომელმაც აღას... იხილეთ სრულად
თუკი გვსურს, რომ იესომ ჩვენს გულებში დაიმკვიდროს, გვიყვარდეს და დავმდაბლდეთ ისე, როგორც ქრისტე; მას ჩვენი ქედმაღლობით ნუღარ დავამწუხრებთ. ნუღარ გავაკრავთ ჯვარზე ძმური სიყვარულისგან დაცლილი ნათქვამითა და ქცევით; ნუღარ გავამწარებთ უ... იხილეთ სრულად
როცა ვმრისხანებთ, ან გულისწყრომა დაგვეუფლება, როცა განვიკითხავთ ან ვურჩობთ, ცხადია, რომ შესაბამისი ამპარტავნება და ეგოიზმი გვაქვს. თუ სიმდაბლის გზაზე წარმატებით ვივლით, მაშინ ეგოიზმის ბოროტი ნაშიერები უკან დაიხევენ.
იესო ღმერთი იყო და ასე დაიმდაბლა თავი, ჩვენ კი, ბუნებით მდაბალნი, როგორღა ვმაღლდებით და ცუდადმზვაობრობის ფრთებს ფარშევანგის კუდივით ვშლით?
შვილო, ყველაფრის არსი ერთია: ეცემი ამპარტავნების სულისგან, მისი დების – ცუდადმზვაობრობისა და თავმოწონებისგან და მათი თანაშემწეების – ბილწი და გმობის გულისსიტყვებისგან.