მონაზვნობა - ციტატები, გამონათქვამები
მონაზვნობა - ციტატები, გამონათქვამები მონაზვნობა, გამონათქვამები, ციტატები
მონაზვნობა არის ის, რომ კაცმა საკუთარი ნება უარყოს, გაბნეული ზრახვები მოიკრიბოს და სამუდამოდ უფრთხილდებოდეს მათ.
მონაზვნის ცხოვრება განუწყვეტელი მოწამეობაა. ტკბილი იესო ტანჯვათა შორის შეიცნობა. და როგორც კი იპოვი მას, მყისვე გასაჭირს გთავაზობს. მისი სიყვარული ტანჯვათა შორისაა. მცირეოდენ თაფლს გიჩვენებს, მის ქვეშ კი ნაღველის მთელი საწყობია. მ... იხილეთ სრულად
მონაზვნის საქმეა – გახდეს სულიწმიდის ჭურჭელი. მან თავისი გული ისეთი მგრძნობიარე უნდა გახადოს, როგორც ნატიფი ოქროს ფირფიტა. მონაზვნის მთელი ღვაწლი არის სიყვარული, ამ გზაზეც იგი გამოდის უფლისადმი სიყვარულის გამო, რომელიც თავის თავში... იხილეთ სრულად
მონაზვნებისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ღმერთთან ერთობის მიღწევაა, ეს არის ჩვენი სურვილების საზღვარი. როდესაც ადამიანი ღმერთს შეუერთდება და მის გულში უფალი დაივანებს, მაშინ მას აღარაფერი სჭირდება – სულში საერთოდ ქრება სიცარიელე. ... იხილეთ სრულად
მთელი მონაზვნური ცხოვრების არსი სამი უმთავრესი სახით გამოიხატება: ან განშორებით უნდა იმყოფებოდეს და განმარტოებით მოღვაწეობდეს, ან ვინმე ერთთან თუ ორთან დაყუდებით, ან საძმოში იმყოფებოდეს მოთმინებით.
მე ვიცნობ ბერებს, რომლებიც ახლოს არიან ღმერთთან და ღვთისმშობელთან. უფალი ისე ახლოსაა ჩვენთან; ახლოსაა, ვიდრე ჰაერი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. ჰაერი გაივლის ჩვენი სხეულის შიგნით და აღწევს გულამდე, უფალი კი ცხოვრობს ადამიანის თვით გუ... იხილეთ სრულად
მას, ვინც ბერული ხარისხი შეიმოსა, უნდა ახსოვდეს, რომ სადღესასწაულოდ და ნებაყოფლობით დადო აღთქმა ანგელოზთა და კაცთა კრებულის წინაშე, თვით უფლის თანდასწრებით, რომ მზად არის ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად. მას მართებს მტკიცედ დაი... იხილეთ სრულად
კარგნი არიან ბერები მორჩილნი და ქრისტეს მსგავსნი. თავიანთი ცხოვრებით ისინი ცოცხალ მაგალითს იძლევიან. მათ მოიპოვეს მშვიდობა და მსგავსად სამოთხეში არსებულ ცხოვრების ხისა, ბევრს აძღებენ თავიანთი ნაყოფით, ე.ი. ამ მშვიდობის ნაყოფით. ცხ... იხილეთ სრულად
კარგია, თუ მონაზონი აღესრულება იმავე სავანეში, სადაც მან დაიწყო მონაზვნური ცხოვრება სინანულში, ოღონდ ასევე სინანულში უნდა აღესრულოს.
დიდი სიმძიმე და ღვაწლია მონაზვნურ ცხოვრებაში და მოსულს უდიდესი სიფრთხილე და ბუნების მუდმივი იძულება მართებს. და რომ მხნეობამ სიცოცხლის ბოლომდე არ მიატოვოს, ყურადღება რომ არ მოადუნოს. რადგან სხვაგვარად მყის ეცემა და იღუპება. რადგან... იხილეთ სრულად