მას, ვინც ბერული ხარისხი შეიმოსა, უნდა ახსოვდეს, რომ სადღესასწაულოდ და ნებაყოფლობით დადო აღთქმა

მას, ვინც ბერული ხარისხი შეიმოსა, უნდა ახსოვდეს, რომ სადღესასწაულოდ და ნებაყოფლობით დადო აღთქმა ანგელოზთა და კაცთა კრებულის წინაშე, თვით უფლის თანდასწრებით, რომ მზად არის ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად. მას მართებს მტკიცედ დაიმარხოს გონებაში ეს დღე, როდესაც აღთქმის სიტყვებს წარმოთქვამდა. ამის ხსოვნა, მოიცავს რა მოღვაწის გულსა და გონებას, წარმოშობს მოშურნეობას კეთილ საქმეთა აღსასრულებლად და განაგდებს ყოველგვარ სიმძიმეს და მცონარებას. იმისთვის, რომ ხორცის სიმძიმემ არ წარსტაცოს სულს სიმხნევე, ამისთვის აუცილებელია საზრდელისა და სასმელის მიღება ზომიერად და განშორება ისეთი ადამიანებისაგან, რომელნიც ხორციელ სიამეთ ეძიებენ.
 
თემატური კითხვები
6