სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

იმდენად ბოროტი ადამიანებისა კი არ უნდა გეშინოდეს, რამდენადაც საკუთარი ბოროტი ბუნებისა, რამეთუ ისინი გაიძულებენ, ღმერთს მიმართო, და თვითონაც ვერ ხვდებიან, როგორ გაახლოებენ ღმერთთან; ჩვენი ბოროტი ბუნება კი ღმერთს განგვაშორებს და მის მრისხანებას მოაწევს ჩვენზე. იმდენად ბოროტი ადამიანებისა კი არ უნდა

მტერს უდიდესი სარგებელი მოაქვს შენთვის, თუმცა მისი განზრახვა შენთვის სარგებლის მომტანი როდია. მტერს უდიდესი სარგებელი მოაქვს შენთვის, თუმცა

როდესაც ადამიანებისაგან რაიმე უპატიობას დაითმენ, იფიქრე იმ სარგებელზე, რომლის მიღებაც შეგიძლია, თუ სულგრძელად გადაიტან მას, - გაიხსენე დიდება, მომზადებული მათთვის, ვინც ყოველივეს მადლიერებით ითმენს, - და უპატიობის გამო უხერხულად და დათრგუნულად აღარ იგრძნობ თავს. როდესაც ადამიანებისაგან რაიმე უპატიობას

როდესაც ადამიანებისაგან რაიმე უპატიობას შეხვდები, იფიქრე, რომ ღმერთმა იგი შენი დიდებისათვის გამოგიგზავნა. როდესაც ადამიანებისაგან რაიმე უპატიობას

ცილისმწამებელი შენვე გიმზადებს დიდ საზღაურს (მათე 5, 11-12) ცილისმწამებელი შენვე გიმზადებს დიდ საზღაურს

გინება, დამცირება, ავისმეტყველება - ჩვენი შინაგანი ადამიანის გამოსარჩევი ნიშნებია. გინება, დამცირება, ავისმეტყველება - ჩვენი

ყოველთვის, როდესაც შენს შეურაცხმყოფელებსა და მდევნელებს გაიხსენებ, ნუ დაიჩივლებ მათზე, უმჯობესია, ილოცო მათთვის, როგორც შენთვის მადლის მომნიჭებელთათვის. ყოველთვის, როდესაც შენს შეურაცხმყოფელებსა და

უნდა ილოცო მტრებისთვისაც: ისინი, უმეტეს შემთხვევაში, თვითონაც ვერ ხედავენ რას ჩადიან, მაგრამ ხომ არიან ჩვენი კეთილისმყოფელნი?! თავიანთი თავდასხმებით სათნოებებში განგვამტკიცებენ, მიწაზევე ამდაბლებენ ჩვენს სულს, ზეცაში კი სამოთხის გვირგვინს გვიმზადებენ. უნდა ილოცო მტრებისთვისაც: ისინი, უმეტეს

მტრები უდიდეს კეთილისმყოფელებად უნდა მივიჩნიოთ და მათთვის უფრო მეტად უნდა ვილოცოთ, ვიდრე - ჩვენი კეთილისმყოფელებისათვის, რადგან კეთილისმყოფელი, რომელიც დროებით სიკეთეს მოგვაგებს, საკუთარ თავს მეტ სიკეთეს უკეთებს, რადგან უფლისაგან მარადიულ საზღაურს იმზადებს; მტრები კი, შესაძლოა, საკუთარი მარადიული ცხონების დაკარგვით ჩვენი ცხონების საქმეს აღასრულებენ, რომ განწმენდენ ჩვენს ცოდვებს მათ მიერ მიყენებული მწუხარებებით და თავიანთი დევნით თითქოს ძალით გვიბიძგებენ ზეციური სასუფეველისაკენ, საკუთარ თავს კი ჯოჯოხეთის საფრთხეს უქმნიან. როგორ არ ვიყოთ მათი მადლობელნი, როგორ არ ვილოცოთ მათთვის, რათა უფალმა დაიფაროს და შეიწყალოს ისინი! მტრები უდიდეს კეთილისმყოფელებად უნდა

თვითონ ღირსების გრძნობამ ქრისტეს მცნების - მტრის სიყვარულის აღსასრულებლად უნდა აღგვძრას, რათა მათ წყენა მივუტევოთ და სიკეთე მივაგოთ (მათე 5, 44). თვითონ ღირსების გრძნობამ ქრისტეს მცნების -

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2