წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
რომელნიმე ქრისტიანენი შეცდომით ფიქრობენ, ვითომც სასუფეველი ღვთისა იქმნება მხოლოდ ცათა შინა მომავალსა საუკუნესა; გარნა მაცხოვარი არ იტყოდა: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა; არ შეაგონებდა მსმენელთა, რათა მიეღოთ სასუფეველი ესე და შესულიყვნენ მას შინა. არა ძმანო, სასუფეველი ცათა არის და დაიწყება ქვეყანასა ზედა, კაცთა შორის; იგი არის უხილავი, შინაგანი ცხოვრება კაცისა, ოდეს კაცი დაუმორჩილებს გულსა თვისსა სიმართლესა სახარებისასა და ატარებს ცხოვრებასა თვისსა მზგავსად მცნებათა მაცხოვრისათა, ანუ ვითარცა აღგვიხსნა მოციქულმან პავლე: არა არს სასუფეველი ღვთისა საჭმელ და სასმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა (რომაელ. 14
აწ ვიტყვი თქვენზედა: რომელნიმე აქა მდგომარეთაგანნი არიან სამოქალაქოსა მსახურებასა შინა, ანუ ესრეთ წოდებულნი ჩინოვნიკნი, მათ მიუღიათ ღვთისაგან ტალანტი იგი, რათა ემსახურონ მართლ–მსაჯულებასა, ჰყონ სიმართლე, განამართლონ უბრალონი, დასაჯონ სჯულის–გარდამსვლელნი, ამაყნი და მტაცებელნი. უკეთუ იგინი ესრეთ იქმონენ, არა დაუღუპავთ ტალანტი თვისი; ხოლო უკეთუ, სიმართლისა წილ იქმოდიან უსამართლობასა უკეთუ გამოსჩნდებიან თავხედნი, უწყალონი, მოქრთამენი, მაშინ მიღებენ ღვთისაგან ნაწილსა უხმარისა მის მონისასა.
ზოგნი თქვენ შორის არიან მოვაჭრენი. ვაჭრობა არის დიდი ტალანტი, ვინაიდან ვაჭრობა დიდად საჭირო არს ქვეყნისათვის, და კეთილნი ვაჭარნი დიდსა სარგებლობასა მისცემენ სოფელსა; გარნა ვაჭარმა უნდა დაიმარხოს პატიოსნება, ეკრძალოს მოტყუებასა, სიხარბესა, მისცეს რაოდენიმე ნაწილი მოგებისა მისისა გლახაკთა და ეკლესიათა, და მაშინ მიიღებს იგი ღვთისაგან მეორესა საუკუნესა შინა დაუფასებელსა სიმდიდრესა.
გარნა უმრავლესნი მცხოვრებთა შორის ამა ქალაქისათა არიან მდაბალნი მუშაკნი, რომელნიცა ოფლითა თვისითა ზრდიან თავთა თვისთა; ესენიცა უნდა მადლობდენ უფალსა და არა იფიქრონ, რომელ ფრიად მცირე არს ტალანტი მათი და არა მიემსგავსნენ მონასა მას, რომელი ემდუროდა უფალსა თვისსა, მიიღო რა ერთი მხოლო ტალანტი. თუმცაღა მცირეთ გვეჩვენება ტალანტი მათი, გარნა ოდეს ღრმად განვიხილავთ, მაშინ მივხვდებით, რომელ მცირენიცა მუშაკნი არა რაითა დაკლებულ არიან სხვათა შორის. პირველი და თვით მიუცილებელი ნივთი, ანუ ტალანტი ქრისტეანთათვის არს კეთილი სარწმუნოება, კეთილმსახურება, კეთილი ყოფა–ქცევა, – ერთი სიტყვით, სათნოება; ხოლო გზა სათნოებისა გაშლილ არს ერთობ ყოველთათვის, უმეტეს ამისა, მე ვგონებ, რომელი მცირენი და ღარიბნი მუშაკნი უმახლობელეს არიან სათნოებისადმი, ვიდრემდის მდიდარნი და აღმატებულნი პატივითა, ვინაიდგან თვით სიმდიდრე და სიმრავლე პატივისა ხშირად აბრკოლებს ამათ სვლად გზასა ზედა სათნოებისასა.
დარწმუნებული ვარ, რომელ თქვენ ყოველთა გსურთ მიიღებდეთ ჩემგან რომელსამე სარგებლობასა სულიერსა, ხოლო მეც უმეტეს ყოვლისა ვნატრობ, რათა მქონდეს თქვენ შორის რომელიმე სულიერი ნაყოფი; გარნა ამას შინა ერთი მხოლოდ არს ღონე – ქრისტეანული სიყვარული; სადაცა არა სუფევს სიყვარული, მუნ არცა ერთი სულიერი ნაყოფი გამოჩნდება. ამისათვის, ძმანო ჩემნო ყოვლად–საყვარელნო, შევიძინოთ სიყვარული ურთიერთობრივი და შეუდგეთ ამიერითგან წრფელსა გზასა უფლისასა. ნაკლულევანებათა ჩემთა აღავსებდეს სიყვარული თქვენი, ვინაითგან კაცი ვარ და ყოველი კაცობრივი არა შორს არს ჩემგან. დარიგებათა და მოძღვრებათა ჩემთა მიიღებდეთ გულ–მოდგინებით და სცდილობდეთ აღასრულოთ იგინი. მხილებანი ჩემნი, უკეთუ ჭეშმარიტ იქმნებიან, თუმცაღა ფიცხელ იყვნენ, ნუ გულისწყრომასა აღადგინებენ თქვენ შორის, არამედ სინანულსა და აღსარებასა.
ჭეშმარიტი ლოცვა სულს აცხოველებს და კეთილი საქმეებისაკენ იზიდავს. ადამიანის გულში იგი კეთილ ზრახვებს აღძრავს, ხოლო უკეთურ აზრებსა და სურვილებს სპობს. იგი აიძულებს კაცს საქმით ადიდოს ღმერთი. თუ ადამიანის ხორციელ ცხოვრებას აზრი და მოქმედება შეადგენს, მისი სულიერი ცხოვრება ლოცვითა და საქმით შედგება. ლოცვა, რომელიც საქმედ არ გადაიქცევა, არ არის ჭეშმარიტი ლოცვა. ყოველი კეთილი საქმე, ჩვენგან აღსრულებული, იგივე ლოცვაა, რამდენადაც ნაყოფია ლოცვისა
ჭეშმარიტი ლოცვა არის სულის მოძრაობა ზეციური მამისაკენ, როცა სული თითქმის გამოდის სხეულიდან და ცათა შინა შედის. ამ დროს ადამიანი ღმერთთან არამხოლოდ სიახლოვეს, არამედ ერთობას გრძნობს. როცა გულში ჭეშმარიტი ლოცვის მადლი გაჩნდება, იგი ვითარცა მშიერი და მწყურვალე პურისა და სასმელისაკენ, ისე ისწრაფვის ღმრთისაკენ.
ფარისეველმა გრძლად ილოცა, მეზვერემ მხოლოდ ხუთი სიტყვა წარმოსთქვა: ღმერთო, მილხიმე მეცოდვილსა ამას, მაგრამ გამართლებული იგი გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ლოცვა მრავალსიტყვაობით, მუხლმოდრეკით, ხელების აღპყრობითა და თუნდაც პირჯვრის წერით არ გამოიხატება. ჭეშმარიტი ლოცვა, უპირველესად, საკუთარი თავის, სულიერი მდგომარეობის შეცნობას გულისხმობს, როცა მისი აზრი და გონება თავისი თავისკენაა მიმართული და გრძნობს რა თავის უღირსებასა და ცოდვილობას, უნებლიედ ღმერთს შეწუხებული.
ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა; ქალის თავი - კაცი; ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი.
ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ანდა წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.
და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ანდა წინასწარმეტყველებს თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს.
ღმერთი ჩვენ მხოლოდ გვაცნობს თავის ნებას, რა უყვარს და რა სძულს, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა მავნებელი, რით შეგვიძლია ჩვენ, რომ მას სათნო ვეყოთ, ან განვარისხოთ. განსანათლებლად საღმრთო სჯული მოგვცა და ვინც მის ნებას დაემორჩილება და სულის ცხონებას მოინდომებს, მას თავისი მადლით შემწეობასაც არ აკლებს, - დანარჩენი კი ჩვენი კეთილი ნებითა და სურვილით ჩვენვე უნდა აღვასრულოთ (II, 303-304)