სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ნუ იფიქრებთ, ნუ ილაპარაკებთ და ნუ გააკეთებთ ნურაფერს, ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ თქვენი აზრი, სიტყვა და საქმე ღვთის სიტყვის თანხვდომილი იქნება.
აზრს არასოდეს სწრაფად არ უნდა მიაყოლო საქმე, რაც არ უნდა კეთილად გეჩვენებოდეს იგი, არამედ დროში უნდა გამოსცადო
ვიდრე სიტყვას იტყვი, გამოსცადე, როგორი იქნება მისი მოქმედება; და კიდევ უფრო მკაცრად: ვიდრე საქმეს გააკეთებ, გამოსცადე, რას იტყვის იგი, რამეთუ საქმე სიტყვაზე მეტად ლაპარაკობს.
სახლიდან გამოსვლამდე გაიაზრე, რა უნდა გააკეთო; დაბრუნებული კი იმაზე დაფიქრდი, რა გააკეთე.
რაც არის სინათლე ხილულ ბუნებაში, ანდა მარილი - საჭმლისათვის, იგივეა გონიერება ადამიანურ საქმეებში ან, ზოგადად რომ ვთქვათ - დროებით ცხოვრებაში.
ერთ ბერს უამბეს იმის შესახებ, რომ ზოგიერთნი ანგელოზთა ხილვის ღირსნი ხდებიან. ბერმა უპასუხა: "ნეტარნი არიან ისინი, ვინც განუწყვეტლივ ხედავენ დაკუთარ ცოდვებს".