არის აგრეთვე მაცხოვნებელი ცრემლი, რომლის შესახებ ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს. ღირსი მამა მაკარი დიდი ამბობს: „მოღვაწენი იგლოვენ და ცრემლსა ღვრიან ადამის მოდგმის გამო, ტირიან კაცობრიობის მიმართ სიყვარულით ანთებულნი“. ჩვენ კი საკ...
იხილეთ სრულად
არის აგრეთვე მაცხოვნებელი ცრემლი, რომლის შესახებ ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს. ღირსი მამა მაკარი დიდი ამბობს: „მოღვაწენი იგლოვენ და ცრემლსა ღვრიან ადამის მოდგმის გამო, ტირიან კაცობრიობის მიმართ სიყვარულით ანთებულნი“. ჩვენ კი საკუთარი ცოდვების გამოც არ შეგვიძლია, არ გვინდა ტირილი. იმიტომ, რომ ცხონების მიმართ გულცივობა გვიბიძგებს ვეძიოთ არა ჭეშმარიტი, სრულყოფილი სიხარული, არამედ ფუჭი გართობა. ვერთობით ბანქოს თამაშით, ტელევიზორით, კინოთი და თეატრი...
სადღა არის მუდმივი გლოვა ცოდვათა გამო, როცა ზიარებისწინა ლოცვის წაკითხვაც კი გვეზარება, რათა სიტყვით მაინც შეეხოს ჩვენს გაქვავებულ გულს სინანულის ლოცვა, თქმული იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც შეეძლოთ საკუთარ ცოდვათა გამო უფლის წინა...
იხილეთ სრულად
სადღა არის მუდმივი გლოვა ცოდვათა გამო, როცა ზიარებისწინა ლოცვის წაკითხვაც კი გვეზარება, რათა სიტყვით მაინც შეეხოს ჩვენს გაქვავებულ გულს სინანულის ლოცვა, თქმული იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც შეეძლოთ საკუთარ ცოდვათა გამო უფლის წინაშე ცრემლის ღვრა. ეს რომ გაგვეკეთებინა, იქნებ გაღვიძებულიყო ჩვენი მთვლემარე სინდისი და განწყობილიყო გული მონანიებისათვის. ყოველივე ეს ჩვენ მეტისმეტად ძნელი განსახორციელებელი გვგონია. თვით დავით წინასწარმეტყველი ასე იგლოვდ...
„ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ“. ძალიან ძნელია ერისკაცისთვის ამ ნეტარების გაგება. იოანე ოქროპირის თქმით, იგი ეწინააღმდეგება მთელი კაცობრიობის თვალსაზრისს, რადგანაც ნეტარად ითვლება მხიარული, ხოლ...
იხილეთ სრულად
„ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ“. ძალიან ძნელია ერისკაცისთვის ამ ნეტარების გაგება. იოანე ოქროპირის თქმით, იგი ეწინააღმდეგება მთელი კაცობრიობის თვალსაზრისს, რადგანაც ნეტარად ითვლება მხიარული, ხოლო მწუხარე და მოტირალი – უბედურად. უფალი კი სწორედ მათ უწოდებს ნეტარებს. კაცი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება ტიროდეს. ნეტარად ის კი არ ითვლება, ვინც მიწიერი სატკივრის გამო ტირის; ცრემლების მოგვრა უძლურ ბოღმასაც შეუძლია. განა...
ტირილი და მწუხარება არის ყველაზე უმჯობესი, ღვთის სათნო და სასარგებლო სულისა შენისათვის. ეს არის მწუხარება ცოდვისათვის, ცრემლი სინანულისა, ცრემლი ღვთის წინაშე ლოცვაში. თუ ღმერთმა და მისმა წმინდა სულის მადლმან მოგცა და გააჩინა შენს ...
იხილეთ სრულად
ტირილი და მწუხარება არის ყველაზე უმჯობესი, ღვთის სათნო და სასარგებლო სულისა შენისათვის. ეს არის მწუხარება ცოდვისათვის, ცრემლი სინანულისა, ცრემლი ღვთის წინაშე ლოცვაში. თუ ღმერთმა და მისმა წმინდა სულის მადლმან მოგცა და გააჩინა შენს შორის სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული, ვითარცა ოდესმე შორის დავით მეფისა, ისე, რომ შენ მიეჩვიე ხანდისხან მაინც, საიდუმლოდ წინაშე ღვთისა ცრემლით და ღრმა მწუხარებით ლოცვასა, მახლობელ ხარ ცხონებისადმი.