აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
რაც შეიძლება, სწრაფად განდევნე გულიდან ყოველგვარი ცოდვილი ზრახვა, როგორც მეყსეულად იცილებ ტანსაცმლიდან პატარა ნაპერწკალსაც კი, რომელიც მას მოხვდა.
ნურასდროს იფიქრებ, რომ არად ჩააგდო ზრახვები, რამეთუ არანაირი აზრი უფლისაგან დაფარული არ დარჩება
იმისთვის კი არ განვიკითხებით, რომ ჩვენში ზრახვები შემოდის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ მათ ცუდ მიმართულებას ვაძლევთ
როდესაც არაწმიდა აზრები აშფოთებენ შენს გონებას, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, არამედ გაიხსენე ღვთის წყალობანი. ვისაც ხომალდი აბარია, მას გემის პატრონი არასოდეს უსაყვედურებს: "რატომ მიეცი ტალღებს საშუალება, რომ ჩემი გემისთვის შემოე... იხილეთ სრულად
დედა სარას ოცდაათი წლის განმავლობაში ებრძოდა მრუშობის ზრახვები და არასოდეს უთხოვია, რომ ეს ბრძოლა შეწყვეტილიყო, არამედ ღმერთს მხოლოდ იმას ევედრებოდა, რომ ამ ბრძოლის გასაძლებად გამძლეობა და მოთმინება ებოძებინა.
სასოწარკვეთილება არ უნდა დაგეუფლოს იმ ბრძოლის გამო, რომელსაც ზრახვები აღძრავენ. თუ მათ მოშურნედ ვეწინააღმდეგებით, ეს ბრძოლა უნათლეს გვირგვინებს გვიმზადებს.
რასაკვირველია, არ შეგიძლია, წინ აღუდგე ჩიტის ფრენას, მაგრამ ის მაინც შეგიძლია, ხელი შეუძალო მას, ამა თუ იმ ადგილას ბუდის გაკეთებაში.
"ამაო სიტყვებიც და აზრებიც კი აკრძალულია!.. - ეს უკვე ძალიან მძიმეა". - ამბობენ ქარაფშუტები; "ზედმეტად მკაცრია!" - ფიქრობენ უგუნურნი; ზოგნი ამბობენ: "ამაო სიტყვები საზიანო არ არის და მით უმეტეს - ამაო აზრები". დიახ, პატარა მწერები... იხილეთ სრულად