3. ვნებები, მოიცავენ რა გონებას, მას ნივთიერ საგნებს აჯაჭვავენ და, ღვთისაგან მოწყვეტილს, აიძულებენ მათით იყოს შეპყრობილი და, პირიქით, ღვთის სიყვარულის დაუფლება მას ვნებათა მარწუხებისაგან ათავისუფლებს იმაში დარწმუნებით, რომ დიდ რამ...
იხილეთ სრულად
3. ვნებები, მოიცავენ რა გონებას, მას ნივთიერ საგნებს აჯაჭვავენ და, ღვთისაგან მოწყვეტილს, აიძულებენ მათით იყოს შეპყრობილი და, პირიქით, ღვთის სიყვარულის დაუფლება მას ვნებათა მარწუხებისაგან ათავისუფლებს იმაში დარწმუნებით, რომ დიდ რამედ არ შერაცხოს არამარტო გრძნობადი საგნები, არამედ თვით ამქვეყნიური ცხოვრებაც კი.
85. როგორც ფეხით დაბმული ფრინველი ფრენის დაწყებისთანავე მიწას უბრუნდება, რადგან თოკი აბრკოლებს, ასევე გონებაც, რომელმაც უბიწოებას ვერ მიაღწია, თუმცა კი მიილტვის ზეციური საგნების შეცნობისაკენ, მაგრამ ვნებებს მიჯაჭვულს, კვლავ მიწა ი...
იხილეთ სრულად
85. როგორც ფეხით დაბმული ფრინველი ფრენის დაწყებისთანავე მიწას უბრუნდება, რადგან თოკი აბრკოლებს, ასევე გონებაც, რომელმაც უბიწოებას ვერ მიაღწია, თუმცა კი მიილტვის ზეციური საგნების შეცნობისაკენ, მაგრამ ვნებებს მიჯაჭვულს, კვლავ მიწა იზიდავს.
84. თავიდან მეხსიერებას გონებაში უბრალო გულისთქმა შემოაქვს და თუ ის დაყოვნდება მასში, მაშინ მისგან ამოქმედდება ვნება; თუ არ მოაშთობ ვნებას, ის გონებას მიდრეკს სურვილისაკენ, და როცა ესეც მოხდება, მაშინ ცოდვა საქმითაც აღსრულდება. ამ...
იხილეთ სრულად
84. თავიდან მეხსიერებას გონებაში უბრალო გულისთქმა შემოაქვს და თუ ის დაყოვნდება მასში, მაშინ მისგან ამოქმედდება ვნება; თუ არ მოაშთობ ვნებას, ის გონებას მიდრეკს სურვილისაკენ, და როცა ესეც მოხდება, მაშინ ცოდვა საქმითაც აღსრულდება. ამიტომაც ბრძენი მოციქული, როცა წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანებს სწერს, პირველ რიგში, საქმით აღსრულებული ცოდვის აღკვეთას ურჩევს, შემდეგ კვლავ უბრუნდება იმავე თანმიმდევრობას და ცოდვის მიზეზებამდე მიდის. ვნების წარმომშობი და...
83. "მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება" და სხვა (კოლ. 3,5). მიწიერი უწოდა ამ მოციქულმა ხორციელ სიბრძნეს: სიძვა - საქმით აღსრულებულ ცოდვას, უწმინდურება - სიძვის მოსურვებას, ვნე...
იხილეთ სრულად
83. "მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება" და სხვა (კოლ. 3,5). მიწიერი უწოდა ამ მოციქულმა ხორციელ სიბრძნეს: სიძვა - საქმით აღსრულებულ ცოდვას, უწმინდურება - სიძვის მოსურვებას, ვნება - ვნებიან აზრებს, ბოროტი გულისთქმა - ავხორცული ფიქრების ჩვეულებრივ მიღებას; ანგარება - ვნების აღმძვრელ და გამაძლიერებელ ნივთებს. ღვთაებრივი მოციქული მოგვიწოდებს, მოვაკვდინოთ ყოველივე ეს, როგორც ხორციელი სიბრძნის ნაწილ...
76. სიმდაბლე და ტანჯვა (ხორციელი სივიწროვე) ადამიანს ყოველგვარი ცოდვისაგან ათავისუფლებს, იმიტომ რომ პირველი სულიერ ვნებებს აღკვეთს, მეორე კი - ხორციელს. ასე იღვწოდა ნეტარი დავითი, როგორც მისი ღვთისადმი ლოცვიდან ჩანს: " იხილე სიმდა...
იხილეთ სრულად
76. სიმდაბლე და ტანჯვა (ხორციელი სივიწროვე) ადამიანს ყოველგვარი ცოდვისაგან ათავისუფლებს, იმიტომ რომ პირველი სულიერ ვნებებს აღკვეთს, მეორე კი - ხორციელს. ასე იღვწოდა ნეტარი დავითი, როგორც მისი ღვთისადმი ლოცვიდან ჩანს: " იხილე სიმდაბლეი ჩემი და შრომაი ჩემი და მიმიტევე ყოველი შეცოდებანი ჩემნი" (ფს. 24,18).
67. ყველა ვნება მიეკუთვნება ან სულის გულისწყრომის, ან გულისთქმის, ან კიდევ გონიერ ნაწილს, როგორც, მაგალითად, გულმავიწყობა და უცოდინრობა, მოწყინება კი მთელი ძალით იპყრობს სულს. უეცრად, სწრაფად აამოქმედებს თითქმის ყველა ვნებას. ამიტ...
იხილეთ სრულად
67. ყველა ვნება მიეკუთვნება ან სულის გულისწყრომის, ან გულისთქმის, ან კიდევ გონიერ ნაწილს, როგორც, მაგალითად, გულმავიწყობა და უცოდინრობა, მოწყინება კი მთელი ძალით იპყრობს სულს. უეცრად, სწრაფად აამოქმედებს თითქმის ყველა ვნებას. ამიტომაა ის ყველა სხვა ვნებაზე მძიმე. მაგრამ სახიერი უფალი გვაძლევს რა მის საწინააღმდეგო წამალს, გვეუბნება: "მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენი" (ლკ. 21,18)
65. ზოგი ვნება სულის გულისწყრომის ნაწილს მიეკუთვნება, ხოლო ზოგი - გულისთქმისას. ერთიც და მეორეც აღმოცენდება გრძნობათა მეშვეობითა და მაშინ, როცა სული სიყვარულისა და თავშეკავების გარეშე რჩება.
64. ვნებათა შორის განასხვავებენ ხორციელსა და სულიერს. ხორციელნი სხეულიდან იღებენ მიზეზს, ხოლო სულიერნი - შინაგანი მდგომარეობიდან. მაგრამ სიყვარული და თავშეკავება აღკვეთს ერთსაც და მეორესაც; სიყვარული - სულიერს, ხოლო თავშეკავება - ...
იხილეთ სრულად
64. ვნებათა შორის განასხვავებენ ხორციელსა და სულიერს. ხორციელნი სხეულიდან იღებენ მიზეზს, ხოლო სულიერნი - შინაგანი მდგომარეობიდან. მაგრამ სიყვარული და თავშეკავება აღკვეთს ერთსაც და მეორესაც; სიყვარული - სულიერს, ხოლო თავშეკავება - ხორციელს.
63. რომელი საგნებისკენაც ვილტვოდით ოდესღაც, მათ შესახებ ვნებიან წარმოსახვას დავატარებთ. თავისთავად რატომ სძულს ვნებიან წარმოსახვათა დამმარცხებელს წარმოსახული საგნები? იმიტომ რომ, თავად საგნებთან შედარებით, ბრძოლა საგნების მოგონებე...
იხილეთ სრულად
63. რომელი საგნებისკენაც ვილტვოდით ოდესღაც, მათ შესახებ ვნებიან წარმოსახვას დავატარებთ. თავისთავად რატომ სძულს ვნებიან წარმოსახვათა დამმარცხებელს წარმოსახული საგნები? იმიტომ რომ, თავად საგნებთან შედარებით, ბრძოლა საგნების მოგონებებთან იმდენადაა ძნელი, რამდენადაც გონებით შეცოდება უფრო ადვილია, საქმით შეცოდებასთან შედარებით.
51. უგუნური, ვნებებს დამონებული, მრისხანებით ძლეული, აფორიაქების ჟამს ისწრაფვის, განუსჯელად გაიქცეს ძმათაგან. ხოლო, როცა ავხორცობა შეიპყრობს, მაშინ მონანული კვლავ ბრუნდება და მათთან საუბრობს. კეთილგონიერი კი ორსავე შემთხვევაში სხვ...
იხილეთ სრულად
51. უგუნური, ვნებებს დამონებული, მრისხანებით ძლეული, აფორიაქების ჟამს ისწრაფვის, განუსჯელად გაიქცეს ძმათაგან. ხოლო, როცა ავხორცობა შეიპყრობს, მაშინ მონანული კვლავ ბრუნდება და მათთან საუბრობს. კეთილგონიერი კი ორსავე შემთხვევაში სხვაგვარად იქცევა. როცა გამწყრალია, აღკვეთს აღშფოთების მიზეზებს და თავისუფლდება ძმებზე წყრომისაგან, ავხორცობის მოძალებისას კი თავს იკავებს გულისთქმათა და უქმი მეტყველებისაგან.